უკრაინელებმა "იოსებ სტალინი" დაატყვევეს...
04-08-2014
უკრაინელებმა "იოსებ სტალინი" დაატყვევეს...
დონბასში, პრორუს ტერორისტებთან ბრძოლაში, უკრაინის არმიამ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია და საინტერესო ალაფი ჩაიგდო ხელთ, რომელსაც საბრძოლოზე მეტად ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს.
საქმე ის არის, რომ პრორუსი ტერორისტები "იოსებ სტალინზე" ამხედრებული გადადიოდნენ შეტევაზე, სანამ უკრაინელმა მედესანტეებმა ქალაქ კონსტანტინოვკის (დონეცკის სიახლოვეს) გათავისუფლებისას ეს 46-ტონიანი "სტალინი" ხელში არ ჩაიგდეს.

"იოსებ სტალინი" - სწორედ ასე იშიფრება მძიმე საბჭოთა ტანკი ИС-3, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, 1945 წელს გამოუშვეს, 1555 ერთეული.
მათგან ერთ-ერთი, "სტალინი" დონეცკის
ოლქში, ქ. კონსტანტინოვკაში იდგა რამდენიმე ათეული წელი, სანამ 5 ივნისს ის პრორუსმა სეპარატისტებმა არ მოიპარეს. ყველაზე საოცარი ის გახლდათ, რომ "იოსებ სტალინი" აკუმულატორების დაყენებისთანავე დაიქოქა და პოსტამენტიდან თავად "ჩამოცოცდა".
არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ "იოსებ სტალინით" პრორუსმა ტერორისტებმა 1-ლი ივლისის შეტევა მოიტანეს უკრაინელი სამხედროების საგუშაგოზე სოფელ
ულიანოვკასთან, რის შედეგად სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და ამდენივე დაიჭრა.

ნაალაფარი "იოსებ სტალინის" შემოწმების შემდეგ უკრაინელმა სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ ტანკის კოშკურაზე დაყენებული მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან ტერორისტები ნამდვილად ისროდნენ, ახლა კი არკვევენ, გამოიყენეს თუ არა "იოსებ სტალინის" 122 მმ-იანი კალიბრის ქვემეხი ჭურვების გასასროლად.
ამ სამუზეუმო "იოსებ სტალინის" კორპუსის შუბლა ჯავშნის სისქე - 110 მმ, ხოლო მისი დახრის კუთხე 72 გრადუსი გახლავთ და თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებისთვისაც კი მისი აფეთქება არცთუ იოლია.

პ.ს. სანამ "იოსებ სტალინს" ისევ კვარცხლბეკზე დააბრუნებენ, უკრაინელმა სამხედროებმა ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მნიშვნელოვან და შესაძლოა, ერთ-ერთ გადამწყვეტ წარმატებას მიაღწიეს - მათ შუაზე გახლიჩეს ტერორისტული ორგანიზაციების - "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" და "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" მიერ აქამდე კონტროლირებადი ტერიტორია, რამაც უკრაინის ხელისუფლებას ხელი უნდა შეუწყოს დონეცკისა და ლუგანსკის გათავისუფლებაში.

პ.ს.ს. 2 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს დონეცკის ჩრდილოეთი გარეუბანი და სროლა უკვე ქალაქის ცენტრში ისმოდა.
SDI
05 აგვისტო 2014 21:23
საინტერესო ეპიზოდია სამხედრო ისტორიისთვის,მას აუცილებლად მოიხსენიებენ ჩვენი შთამომავლები. ბარაქალა უკრაინელ გმირებს!!!!აი ასე,ცივი წყალი მათ,ვინც უკრაინელების სისუსტეებს ხშირად უსვამდა ხაზს,შუათითი კი მაგ ფაშისტებს!!!
alfa
05 აგვისტო 2014 19:16
განა მარტო ეს? ეგ მოვლილი მაინც იყო და სადღაც ტყეღრეში ნაგდები დაქოქეს უპრობლემოდ. http://www.youtube.com/watch?v=yyz5va7vr10
mzirali
04 აგვისტო 2014 18:06
ომის დროს ყველალაფერი შეიძლება გამოიყენო თუ გჭირდება , მაგრამ საკვირველი მაინც ის არის რომ პოსდამენტზე ამდენი წლების დგომის შემდგომ თუ როგორ დაიქოქა. ეს მიუთითებს იმაზე თუ მარტლაცდა რა დონეზე იყო საბჭოტა კავშირში სამხედრო მრეწველობა . ბარაქლა იმ ინჯინრებს, მუშებს ვინც ასეთ პროდუქციას უშვებდა/ იმედია აწი ეს ტანკი მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატი იქნება , მაგრმ ვიციტ კი კიდევ რა მოხდება და ხომ არ დაქოქავს ვინმე ამ ტანკს...

რედაქტორის რჩევით