აგვისტოს ომი მეექვსე წელია, თავის საიდუმლოებებს ინახავს
04-08-2014
აგვისტოს ომი მეექვსე წელია, თავის საიდუმლოებებს ინახავს
რუსეთ-საქართველოს ომის მეექვსე წლისთავზეც უპასუხოა კითხვები: რატომ დავთმეთ თითქმის უბრძოლველად კარგად გამაგრებული კოდორის ხეობა? რატომ არ მოვინდომეთ ახალგორისთვის ბრძოლა? ვისი უპასუხისმგებლობითა და დანაშაულის გამო დარჩა საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება ალაფად მოწინააღმდეგეს?
მართალია, თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ახალმა ხელმძღვანელობამ აგვისტოს ომის ფაქტებზე უწყებრივი მოკვლევა ჩაატარა და შედეგებს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას თქმით, მთავრობას გაუგზავნიან, მაგრამ სავარაუდოდ, ამ მოკვლევის მხოლოდ მცირე ნაწილი თუ გახდება საჯარო და ისიც - მოგვიანებით.
ასეთი უწყებრივი მოკვლევა,
ბუნებრივია, პასუხს ვერ გასცემს მთავარ კითხვებს, რომლებიც დღემდე აწუხებს საზოგადოებას და რომლებიც აგვისტოს ომამდე, ომის დროსა და მის შემდეგ ქვეყნის უმაღლესი პირების - პრეზიდენტის (შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის), მაშინდელი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების და ზოგიერთი გავლენიანი პოლიტიკოსის მოქმედებას ან უმოქმედობას უკავშირდება.

ჩვენ ყურადღების გამახვილება
შეგვიძლია ერთ საიდუმლო ფაქტზე, რომლის შესახებ აქამდე არ დაგვიწერია: 2008 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად დამუშავდა გეგმა, რომლის თანახმად, შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმებს თავდაცვის საბრძოლო დანაყოფებთან ერთად ახალგორის რაიონში უნდა განეხორციელებინათ შეტევა, რათა კვლავ შესძლებოდათ ამ რაიონის კონტროლი, თუმცა მერე რატომღაც ჩანაფიქრი აღარ განახორციელეს.

ყველაზე გულსატკენია კოდორის ხეობის თითქმის უბრძოლველად დათმობა, არადა, იქ მასშტაბური საფორტიფიკაციო სამუშაოები იყო ჩატარებული. ხეობაში შეზიდული გახლდათ დიდძალი საჭურველი და საწვავი. ამაში რამდენიმე ათეული მლნ ლარი დაიხარჯა და თითქოს ყველაფერი იყო მზად იმისთვის, რომ კოდორის ხეობის დამცველებს მოწინააღმდეგე დიდხანს შეეჩერებინათ, თუმცა, ყველაფერი სხვანაირად, ჩვენთვის სავალალოდ დამთავრდა.

თუმცა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, თითქოს ჩვენი გაკეთებული შემოვლითი გზით ოჩამჩირესთან სადესანტო ხომალდებიდან გადმოსხმული რუსი მედესანტეები ისარგებლებდნენ (ისინი გალის გავლით ზუგდიდში შევიდნენ), კოდორის ხეობის დამცველებს ზურგიდან დაარტყამდნენ და მათ ალყაში მოაქცევდნენ. ამ მოსაზრების მომხრეებს მიაჩნიათ, რომ კოდორის ხეობიდან ქართველი პოლიციელებისა და სამხედროების დროულმა გამოყვანამ ისინი დაღუპვასა და ტყვეობას გადაარჩინა.

თავდაცვის უწყებაში ჩატარებული მოკვლევა, მართალია, პოლიტიკურ კითხვებს ვერ გასცემს პასუხს, მაგრამ მან აუცილებლად ნათელი უნდა მოჰფინოს არანაკლებ სატკივარს: რატომ ჩავაბარეთ მოწინააღმდგეს გორის სატანკო ბატალიონის, საარტილერიო ბრიგადის და 1-ლი ქვეითი ბრიგადის, ასევე - სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ათობით ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა, საზენიტო-სარაკეტო "ბუკები", ასობით ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა და რამდენიმე ათასი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის - ახალნაყიდი ამერიკული ავტომატური კარაბინები?

ამ კითხვებზე პასუხების მიღება არა მარტო ახალ ხელისუფლებას, არამედ საზოგადოებასაც სჭირდება, რათა ვიცოდეთ, როგორც გადასახადის გადამხდელებმა, ჩვენი გაცემული თანხა მართლა ჩვენი სამშობლოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას მოხმარდა თუ ზოგიერთი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსისა და სამხედროს გამოისობით მოწინააღმდეგეს ალაფის სახით დარჩა.
giga
09 ივნისი 2015 10:48
მეორე ქვეითი ბრიგადის ათობით ტანკი? აქ კუ უკვე ნამდვილად ცდებით პატივცემულო, სხვა ინფორმაცია რასაც წერთ არ ვიცი რამდენად სეესაბამება სიმართლეს მაგრამ მეორე ქვეით ბრიგადაზე ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ეგ ინფორმაცია ტყვილია
datiko48
13 აგვისტო 2014 04:58
ელემენტარული ცნებით,ვისაც გააჩნია რეალობის აღთქმა 08.08.08. რომ შეთითხნილი და შეთანხმებული იყო ამერიკას,რუსეთს და ჟიზოიდ ებრაელ=ყევერ მიშას შორის რა ეჭვი გეპარებათ?26-მაის ჩამოდის ბუში[შვილი]და აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,შემდეგ ჩადის სოჭში და ლილიპუტას ხვდება აგარაკზე,მიტაცებულ ქართულ მიწაზე,ხოლო ოლიმპიადის გახსნის დღეს დაწყებული"ომის"დღეს,რაუშენბუში+ყევერი,ტოვებს "პროტესტის" ნიშნად ოლიმპიადას და მიეთრევა 666+ამერიკაში.ეს ყველაფერი რომ შეთანხმებული იყო დღევანდელი გადასახედიდან ვინც ვერ აღითქვამს,ისეთივე ნაძირალაა როგორც დღევანდელი და გუშინდელი მმართველთა ხროვის მონა!"სამი რამ აკლია ქართველს:ეროვნული შეგნება,რეალობის ალღო და შრომის უნარი,-ძალიან ცოტა ჰკლებია,არ ვიცი რაღა შერჩა?-მადა,ზარმაცობა და ოცნება!"--მიხეილ ჯავახიშვილი.სამწუხაროდ დღეს,დაფუძვნებული გუშინდელი დღიდან,ბოროტება დგას წინა ხაზზე,ჩვენ დაგვავიწყდა სიკეთის გზით სვლა ამ ქვეყანაზე,დამკვიდრებული სატანა გვებრძვის ჩვენ მართლმადიდებლებს,რომ წაგვშალონ როგორც ერი და დამკვიდრდეს მაღალ დონეზე გარყვნილება და სექტანტიზმი,რაც სახეზეა დღევანდელ საქართველოში,სამწუხაროდ."ანტიქრისტე დაბადებულია და მისი ბაჭედი არა მარტო უხილავად,არამედ ხილულადაც დაესმება ადამიანს ხელზე და შუბლზე"...
zaza
07 აგვისტო 2014 11:44
გაიყიდა 80 მლნ დოლარად????????

რედაქტორის რჩევით