NATO-ს სწრაფად დასახმარებლად მზად ვართ, მაგრამ საქართველოს, თუნდაც აუჩქარებლად, ვინ დაეხმარება?
08-12-2014
NATO-ს სწრაფად დასახმარებლად მზად ვართ, მაგრამ საქართველოს, თუნდაც აუჩქარებლად, ვინ დაეხმარება?
ალიანსი სწრაფი რეაგირების ძალების რეფორმირებას იწყებს

თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ასეულმა "ალფამ" NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვისთვის მზადება დაასრულა. სამხედრო მოსამსახურეების მომზადება გასული წლის აგვისტოდან დაიწყო და მიმდინარეობდა როგორც ჩვენთან, ისე გერმანიაში.

ქართული საბრძოლო დანაყოფი 2015 წელს NATO-ს რეაგირების ძალებში - NRF-ში რომ გაწევრდებოდა, ჯერ კიდევ შარშან, ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს გადაწყდა, რაც მაშინ საქართველოს ალიანსში გაწევრების გზაზე გადადგმულ
დიდ ნაბიჯად შეფასდა.

თუმცა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ნატო-ს ხელმძღვანელობამ, ბოლოს და ბოლოს, გამოიღვიძა და სწრაფი რეაგირების ძალების სასწრაფო რეფორმირება გადაწყვიტა. თუკი დღემდე ალიანსის რეაგირების ძალები - ნრფ-ი ძირითადად იმით ამაყობდა, რომ "კატრინას" ქარიშხლის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობდა, ამიერიდან NATO-ს სწრაფი რეაგირებისთვის ნამდვილად ბრძოლისუნარიანი და ოპერატიულად
მოქმედი შენაერთები სჭირდება, რომლებსაც შესაძლო საფრთხეებზე რეაგირება უმოკლეს პერიოდში შეეძლებათ, მაგალითად, ალიანსის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში - ბალტიისპირეთში, თუკი იქ რუსული ტანკები შეიჭრებიან.
2015 წლის ბოლომდე ალიანსის შემადგენლობაში უნდა ჩამოყალიბდეს ძირითადად გერმანელი, ჰოლანდიელი და ნორვეგიელი სამხედროებით დაკომპლექტებული 3-4-ათასიანი სწრაფი რეაგირების შენაერთი (შეიძლება ბრიგადის სახით). რა თქმა უნდა, ერთი ბრიგადისხელა ოპერატიულად მოქმედი შენაერთი ვერ გაუმკლავდება იმ საფრთხეს, რაც რუსეთიდან შეიძლება დაემუქროს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგს, თუმცა, ეს, ეტყობა, დასაწყისია.
თავიდანვე დაგეგმილი იყო, რომ ქართული სამხედრო დანაყოფი ალიანსის რეაგირების ძალებში მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა, თუკი ბრიუსელმა ნრფ-ის რეფორმირება გადაწყვიტა, ქართული სამხედროებიც შეიძლება ნატო-ს ახალი ტიპის სწრაფი რეაგირების იმ ძალებში აღმოჩნდნენ, რომელთაც წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის ნაცვლად საბრძოლო მოქმედებებში მოუწევთ მონაწილეობა.

ეს, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია (თუნდაც იმიტომ, რომ უკვე მომზადებულ ერთ ასეულს სხვა ქართული საბრძოლო დანაყოფებიც შეიძლება დაუდგნენ გვერდით), მაგრამ ჩვენს მკითხველს, ალბათ, გაუჩნდება კითხვა: კარგი, ბატონო, ვეხმარებოდით ამერიკელებს ერაყში, NATO-ს - კოსოვოსა და ავღანეთში, ფრანგებს - ცენტრალურ აფრიკაში და ახლაც გვერდით დავუდგებით ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებს, მაგრამ საქართველოს კიდევ რომ გაუჭირდეს (როგორც 2008 წლის აგვისტოში), NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები გამოეშურებიან ჩვენს დასაცავად?!
კახა
14 დეკემბერი 2014 15:46
საქართველომ თავად უნდა შექმნას მძლავრი სამხედრო სამრეწველო კომპლექსი და დელტა უნდა გაძლიერდეს კიდევ...უნდა გაიზარდოს ქვეყანაში სპეცდანიშნულების ბრიგადების ჩამოყალიბება და ხარისხზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები და არა რაოდენობაზე...უმთავრესია კარგი შეიარაღება,21-ე საუკუნის ეკიპირებით და მომზადების მაღალი დონე! უნდა შეიქმნას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის და ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები,რადგან დასავლური ქვეყნები რუსების შიშით თუ შანტაჟით არ გვაძლევენ ამ ძალზე საჭირო იარაღს,რათა თავი დავიცვათ.....
კახა
14 დეკემბერი 2014 15:41
2008 წლის აგვისტოს ომში ნატო,რომ დახმარებოდა საქართველოს სამხედრო ძალებით მაშინ ჩატრეული იქნებოდა 3_ე მსოფლიო ომში რაც მსოფლიოს მიიყვანდა კატასტროფის წინაშე...პუტინი რომ შეეჩერებინათ ეს ნამდვილად კარგი იქნებოდა დიპლომატიურად.1 დღე-ღამეში ჩავკეტავდით როკის გვირაბს და ცხინვალის გაწმენდა საათების საქმე იქნებოდა...აუცულებელია რომ მინიმუმ 4 ბრიგადა დაემატოს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და რაც შეიძლება სასწრაფოდ,სპეცდანიშნულების ბრიგადა შერჩეული მკაცრი კონტროლით და ფსიქოლოგთა დაკვირვებით,მაქსიმუმ 100 მილიონი დოლარი დაუჯდეს მისი შექმნა და გაწვრთნა,ნუ ყველანაირი ხარჯები...კახეთის მხარე მთლად მოშიშვლებულია და ამ ხელისუფლება ყურს არ იფხანს რომ მინიმუმ 1 ბრიგადა ჩააყენოს თუნდაც ლაგოდეხის რაიონში სადაც საბჭოთა კავშირის პერიოდში იდგა მსოფლიოს ერტ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი და საუკეთესოდ აღჭურვილი სპეცდანიშნულების 45 ბრიგადა...მართალია სასაზღვრო პოლიცია დგას თუმცა მათი მომზადება საკმაოდ დაბალია და ისინი ვერვითარ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ თუნდაც რუს და თუნდ აზერბაიჯანელ სამხედროებს...არადა ეს რაიონი ორ საქართველოს მეზობელ ქვეყანას ესაზღვრება.სასწრაფოდაა ჩასატარებელი რეფორმა და სასაზღვრო პოლიცია უნდა გადაკეთდეს ახალ სამინისტროდ ან( გამოეყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს)ახლო მომავალში რომ შეიქმნება უშიშროების სამინისტრო იმას დაექვემდებაროს ფუნქციურად...ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილ ,,მსტოვართა ინსტიტუტს"ევალებოდა საზღვრების კონტროლი და ინფორმაციების მოპოვება უცხო ქვეყნების შესახებ.
jimni
11 დეკემბერი 2014 23:01
საქართველო როგორც სახელმწიფო არსებობს ზუსტად ამერიკის და დასავლეთ ევროპის როგორც ეკონომიკური დახმარების ასევე პოლიტიკური მხარდაჭერის ხარჯზე, რუსეთუმეებმა გაიხსენონ საბჭოთა წყობილების დამხობის შემდეგ თუ რა გაგვიკეთა რუსეთმა კარგი, ის რომ გვიბომბავდა სოფლებს და ქალაქებს და ძალით გვართმევდა ტერიტორიებს ამის გამო? რუსეთის გავლენიანი პოლიტიკოსები საქართველოს როგორც სახელმწიფოს დაშლას გეგმავენ და თითოეულ რეგიონებს ცალცალკე მიიერთებენ ისევე როგორც აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს, ის ვინც რაგაც ნაბოდვარ ევრაზიულ კავშირზე საუბრობს ის რუსეთის ფსბს აგენტია მეტი არაფერი

რედაქტორის რჩევით