ცხინვალელი და სოხუმელი სეპარატისტები უკრაინელების მხარდამჭერ ქართველ მებრძოლებზე ნადირობენ?!
ცხინვალელი და სოხუმელი სეპარატისტები უკრაინელების მხარდამჭერ ქართველ მებრძოლებზე ნადირობენ?!
"ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, რომ ის ქართველი ოფიცრები, ვინც უკრაინაში საომრად გაემგზავრებოდნენ, უკრაინის მოქალაქეობასა და სხვა პრივილეგიებს მიიღებდნენ"

"უკრაინაში, სავარაუდოდ, ხუთი ქართველი კი დღემდე სეპარატისტების ტყვეა"

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ კიევი ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს, მიუხედავად გამოცხადებული ზავისა, ადამიანები მაინც იღუპებიან.
პრორუსმა სეპარატისტებმა ზავის პერიოდში ახალ ტაქტიკას მიმართეს - ისინი აღარ იყენებენ მსხვილკალიბრიან არტილერიას, სამაგიეროდ, სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებს გზავნიან უკრაინელი სამხედროების
კონტროლირებად ტერიტორიაზე მოულოდნელი თავდასხმებისა და აფეთქებების მოსაწყობად.

18 დეკემბერსაც სეპარატისტებმა სამხედრო ეშმაკობა გამოიყენეს და სასწრაფო დახმარების მანქანით შეაღწიეს ქ. სჩასტეს საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სადაც უკრაინელი დაჭრილი სამხედროები მკურნალობენ. პრორუსმა დივერსანტებმა საავადმყოფოს ტერიტორიაზე სროლა ატეხეს. ორმხრივ სროლაში ხუთივე პრორუსი სეპარატისტი გაანადგურეს, თუმცა, სამწუხაროდ, დაიღუპა უკრაინული ბატალიონის -
"აიდარის" ორი მებრძოლიც, სამი კი დაიჭრა.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ორი დაღუპულიდან ერთი, რომლის მეტსახელი იყო "ჩუჟოი", ქართველი ალექსანდრე გრიგოლაშვილი აღმოჩნდა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სერჟანტი გახლდათ, 2-წლიანი კონტრაქტით იმსახურა ქუთაისის მე-3 ქვეით ბრიგადაში, სადაზვერვო დანაყოფში და ერაყში ქართულ სამხედრო კონტინგენტში ყოფნაც მოასწრო.

ალექსანდრე გრიგოლაშვილმა უკრაინის გასათავისუფლებლად მხოლოდ ორი თვე იბრძოლა, თუმცა, ალბათ, ამ მცირე პერიოდშიც დიდი დახმარება გაუწია და თავისი სადაზვერვო გამოცდილება გაუზიარა "აიდარის" ბატალიონის მებრძოლებს.

სამწუხაროდ, ეს უკრაინაში დაღუპული მესამე ქართველია - მანამდე კიევში, მაიდნის მოვლენების დროს ტრაგიკულად დაიღუპნენ ზურაბ ხურცია და დავით ყიფიანი, რომლებიც სიკვდილის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ "ზეციური ასეულის გმირის" ორდენებით დააჯილდოვა. სავარაუდოდ, უკრაინის ხელისუფლება არც ალექსანდრე გრიგოლაშვილის თავდადებას დაივიწყებს. ქართველ სამხედროს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა და კარგი იქნება, თუ არც საქართველოს დაავიწყდება ისინი.

დღეს უკრაინის აღმოსავლეთში რამდენიმე ათეული ქართველი იბრძვის, სავარაუდოდ, ხუთი ქართველი კი დღემდე სეპარატისტების ტყვეა. ძნელია იმის მტკიცება, რომ პრორუსი სეპარატისტები, მათი მხარდამჭერი რუსი სამხედროები და სპეცსამსახურები, ასევე მათ მხარეს მებრძოლი "ჩვენებური" - ცხინვალელი და სოხუმელი - სეპარატისტები მაინცდამაინც უკრაინელების მხარდამჭერ ქართველ მებრძოლებზე ნადირობენ, თუმცა უდავოა, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში ისინი ქართველების მიმართ განსაკუთრებულ სისასტიკეს გამოიჩენენ.
ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, რომ ის ქართველი ოფიცრები, ვინც უკრაინაში საომრად გაემგზავრებოდნენ, უკრაინის მოქალაქეობასა და სხვა პრივილეგიებს მიიღებდნენ.
სააკაშვილის ამ ინიციატივას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მკაცრი პასუხი მოჰყვა და ექსპრეზიდენტი ქართული არმიის შესუსტებაშიც კი დაადანაშაულეს.
თადარიგში მყოფ ქართველ ოფიცერსა თუ სერჟანტს ვერავინ დაუშლის უკრაინაში საბრძოლველად წასვლას, მაგრამ თუკი ამას შეიარაღებული ძალების მოქმედი სამხედრო მოსამსახურე გადაწყვეტს, მას კონტრაქტის დარღვევისა და დეზერტირობისთვის გასამართლება არ ასცდება. ამასთან, უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში ის დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას.

როგორც ჩანს, ზამთარში უკრაინის აღმოსავლეთში აქტიური  საბრძოლო მოქმედებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა, მომავალი წლის გაზაფხულიდან სიტუაცია, ალბათ, კვლავ დაიძაბება. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ გადაიტანს ზამთარს რუსეთის ეკონომიკა და რა ბედი ეწევა რუბლს.
მკითხველის კომენტარი (23)
aragveli
11 იანვარი 2015 16:22
ვფიქრობ უნდა აღვადგინოთ და დასაწყისისთვის შეძლებისდაგვარად გავშალოთ პარტიზანულ-დივერსიული მოძრაობა აფხაზეთში და სამაჩაბლოში განლაგებული რუსეთის სამხედრო და პრორუსული სამხედრო ფორმირებების წინააღმდეგ. უნდა ვაიძულოთ რომ, შიშით ბაზებიდან თავი ვერ გამოყონ
giorgi
03 იანვარი 2015 18:07
"lia


25 დეკემბერი 2014 10:08
მთავარი გავიწყდებათ ,საქართველოს კანონმდებლობით 7 წელი ეკუთვნის ციხე დაქირავებულ მებრძოლებს."

----აი ტიპიური პუწინის დაქირავებული!
ზურა
29 დეკემბერი 2014 15:20
ეს შუაშისტები რა!...
რა შუაშია აქ სააკაშვილი?! დღევანდელმა მთავრობამ მოუწოდოს და მაშინაც წავლენ, ვინ უშლით ხელს. მეორეც სად ნახეთ მისი მოწოდება, ფულს დაგირიგებთო, ასე ჭორებს რო იმეორებთ, კაცები ხო ხართ!?

თუ იმაზე თანხმდებით, რო უკრაინაში ჩვენი ბრძოლაცაა, მაშინ დააფასეთ ყველა ის, ვინც ამას აკეთებს და ამას მოგიწოდებთ გინდ სააკაშვილი იყოს და გინდ პეტრე. და ობსესია ნუ გჭირთ მიშაზე. ბიძინამ რა მოგიწოდათ ერთ, ის თქვით!
სირცხვილია
oeoe
29 დეკემბერი 2014 14:40
არანაირად არ შეიძლება ისეთი კაცის გამტყუნება,რომელიც დასახმარებლად მიდის.მაგრამ მიშას დაძახილზე,ნამდვილად არ წავიდოდი.მიშას გამოა,რომ იქ წასული ქართველები ყველა მიშისტი ჰგონიათ.კარგი იქნება თუ ქვეყანა გაგზავნის პატიოსან ჟურნალისტს,რომელიც იქიდან დააფიქსირებს,რომ მიშას გამო არაა ეს ხალხი ჩასული,მათ ალაპარაკებს და ერთს კარგადაც შეუკურთხებს.მაგ ტანჯული ხალხისთვის მართლა ღირს ბრძოლა,მაგრამ მათ მთავრობაში გველები შეიყვანეს.
na.
29 დეკემბერი 2014 13:47
დიდება საქართველოს გმირ მებრძოლებს!
vaxo
28 დეკემბერი 2014 16:17
ჩვენთვის თავდაცვის ერთადერთი საშუალება არის ჩვენი შეურიგებლობა მტრისადმი. უკრაინაში მებრძოლი ქართველები არიან ჩვენი შეურიგებლობის ნიმუშები. თუ შევურიგდით მტერს ნელნელა პრობლემა მოდუნდება და ბოლოს საერთოდ მოიხსენბა და ყველა დაივიწყებს სოხუმს და ცხინვალს. ამიტომ Bრძოლაა საჭირო მუდმივად და ყველგან. როგორც მაბიბდა ჩერჩილი თუ წარაქცია მტერმა, წამოდექი და ისევ ეკვეთე, კიდევ თუ წაგაქცია კიდევ წამოდექი და ეკვეთე და ასე გამარჯვებამდე. სეაა ერთადერთი რეცეპტი
simartle
27 დეკემბერი 2014 20:36
დრევანდელი მთავრობისა და ოცნების დიდი უმრავლესობა საკმაოდ დიდი თანხის გამო გაეყიდა რუსებსა და ბიძინას.აი ეს 10 ლარიანი კომენტატორები რომ ჰყავთ ქოცებს დაქირავებული,ერთი მათი სახეები მანახა.სუფრასთან კი სვამენ ალბათ ყანწებს სამშობლოს სადღეგრძელოაბს და ისე,დღე,10 ლარის გულისთვისთვის ეშმკსაც კი მიჰყიდიან სულს.
aragus
26 დეკემბერი 2014 12:27
eex-ს. პარტიზანული ჯგუფების შექმნის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ ისევ გააკეთებს კომენტარს რომელიღაც ვაი მინისტრი და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს უწოდებს. ერთმანეთი თუ არა, სამშობლო მაინც შევიცოდოთ.
eex
26 დეკემბერი 2014 00:32
აცხონოს ღმერთმა ყველა დაღუპული ქართველი.რამდენიმე ათეული იბრძვისო უკრაინაში.არადა მათ რომ აქ შეექმნათ პარტიზანული ჯგუფები და სამშობლოში ეომათ ოკუპანტების წინააღმდეგ ხომ ჯობდა?ერთი ტყვიაც არ გავარდნილა მათ წინააღმდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ქართველები რა დღეში ყავთ.მაგრამ ჩვენ სხვის ომში უნდა დავიღუპოთ მაინცდამაინც...
zaza
25 დეკემბერი 2014 23:18
ნათელში იყოს,მარადიული ხსოვნა..
karguna,lia-ს არ გრცხვენიათ/ვინ ხართ?საიდან ხართ ?არც მორალი ,არც აზროვნება....
-ვის წინააღმდეგ იბრძოდა და იურიდიულად დღეს რა მდგომარეობაში ვართ რუსეთთან ვერ ტვინავთ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა კრიმინალის დონე საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა კრიმინალის დონე საქართველოში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა