პუტინმა უკრაინას ახალი ძალით შეუტია
26-01-2015
პუტინმა უკრაინას ახალი ძალით შეუტია
დონეცკის აეროპორტის აღების შემდეგ პრორუსი სეპარატისტები და რუსი სამხედროები დებალცევოში უკრაინელების ალყაში მოქცევასა და მარიუპოლიზე შეტევას გეგმავენ

242-დღიანი ბრძოლის შემდეგ უკვე თითქმის მიწასთან გასწორებული დონეცკის აეროპორტის ორივე ტერმინალი პრორუსმა ტერორისტებმა დაიკავეს. მართალია, ახლა დონეცკის აეროპორტს თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა დაკარგული აქვს, რადგან მისი ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ფაქტობრივად, ფრონტის ხაზზეა და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, უკრაინელი "კიბორგების" მიერ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე მისმა დაცვამ დადებითი შედეგი მაინც გამოიღო - შარშან
აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში ილოვაისკისთან "ტომარაში" მოყოლილი უკრაინული დანაყოფების განადგურების შემდეგ დონეცკის აეროპორტის დაცვა უკრაინის არმიისთვის პრესტიჟის საქმედ იქცა.

დღეს უკრაინის არმია ახალი დიდი საშიშროების წინაშე დგას - დებალცევოსთან ის შეიძლება ახალ "ტომარაში" აღმოჩნდეს და ილოვაისკის ტრაგედია გამეორდეს, რადგან დებალცევოსთან ფრონტის ხაზი გასწორებული არ
არის და უკრაინელების საბრძოლო პოზიციებს მტერი სამი მხრიდან უტევს.

დებალცევოს გარდა, უკრაინელთა მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა სამხრეთით - ქ. მარიუპოლს რუსული არტილერია განუწყვეტლივ ბომბავს და სავარაუდოდ, მის ალყაში მოქცევასა და აღებას აპირებს.
მარიუპოლის დაკარგვა უკრაინელებისთვის უდიდესი დარტყმა იქნება, რადგან ამით მოწინააღმდეგეს საშუალება მიეცემა, აზოვის ზღვის სანაპიროს გასწვრივ სახმელეთო დერეფანი გაჭრას ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულამდე, რის შემდეგაც რუსეთი ნიკოლაევისა და ოდესის მიმართულებით იერიშის გაგრძელებას და სეპარატისტულ დნესტრისპირეთში გასვლას ეცდება.

მიუხედავად იმისა, რომ მინსკის მოლაპარაკებებმა ოფიციალურ კიევს სულის მოთქმის, ჯარების გადაჯგუფებისა და არმიის შედარებით გაძლიერების საშუალება მისცა, ახალი წლის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ პუტინის რეჟიმი უკან დახევას არ აპირებს და ვა-ბანკზე მიდის. მას სურს, უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, კატასტროფის წინაშე დააყენოს.

ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთიდან კვლავ დაუბრკოლებლად შედის საბრძოლო ტექნიკა, ტყვია-წამალი და ცოცხალი ძალა. თუ ამას არ აღკვეთს, ამ ომში უკრაინა დამარცხდება.
უკრაინისთვის ერთ-ერთ გამოსავლად შეიძლებოდა ქცეულიყო დასავლეთის სამხედრო-ტექნიკური დახმარება, მაგრამ როგორ შეიძლება "ჯაველინების" მიწოდებაზე ლაპარაკი, როდესაც აშშ-ის ხელისუფლებამ დღემდე ოფიციალურად არ გაავრცელა სადაზვერვო დოკუმენტური მასალები იმის შესახებ, თუ როგორ გზავნის მოსკოვი დონბასში ტანკებს თუ "გრადებს" და როგორ იბრძვის უკრაინის არმიის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების 8-9-ათასიანი საბრძოლო დაჯგუფება ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტების მხარდამხარ.
მიუხედავად ასეთი შეუპოვრობისა, უკრაინა თუ მარტო დარჩება, რუსეთთან ომში დამარცხდება, რადგან მოსკოვი, სხვა რომ არაფერი, კიევს მატერიალური რესურსით მოუგებს. უკრაინას სასწრაფოდ გვერდით დადგომა სჭირდება, რაც უპირველესად აშშ-ს შეუძლია. თუ პრეზიდენტ ბარაქ ობამას ხელისუფლება გააქტიურდება და უკრაინას დაეხმარება, ეს იქნება სიგნალი ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყნისთვისაც, რომლებიც, სავარაუდოდ, თეთრ სახლს მიჰბაძავენ. სამწუხაროდ, პირველი ნაბიჯის გადადგმას ჯერჯერობით არავინ აპირებს, არადა, უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, ტერიტორიულ მთლიანობას (ანექსირებულ ყირიმზე ახლა საუბარიც აღარ ღირს) საფრთხე ემუქრება, თუმცა, რა გვიკვირს - ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, საქართველომ ხომ უკვე გამოსცადა თავის თავზე?!
odabade
03 თებერვალი 2015 11:11
giga 180 000-იანი ჯარი საქართველოს რომ ყოლოდა, მოსკოვს დავანგრევდით
------------------------------------------------------------

ბევრია/ ამდენი არც უნდა.

2008 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალები. რომლებიც შემოვიდა საქართველოში შეადგენდა 16 ათას. აქედან 8 ათასი შემოვიდა აფხაზეთიდან/.

JimUK
03 თებერვალი 2015 05:28
თქვენ კი გენაცვალეთ ბიჭებო! სტრატეგიული აზროვნებით კეისარს, სტალინს და ნაპოლეონს არ ჩამოუვარდებით -:)...
მოსკოვს დაბომბავთ ან თქვენ ან უკრაინა?! ხოდა მეტი ხომ არაფერი უნდა ვანიას! მოგილოცავთ მესამე მსოფლიო ომს!
- რუსეთს დააქუცმაცებენ! იაპონია, ჩინეთი, ყველა მესაზღვრე ქვეყანა ჯავრს იყრის!
- მაგრამ?! ჩვენ და უკრაინას მიწასთან გაგვასწორებს!
- ატომური ომით დაგვირგვინდება ასეთი მსოფლიო პოლიტიკა, და მაინტერესებს რომელ პლანეტაზე ვაპირებთ 100-წლიანი მივლინებით გადაბარგვას!
- ჯირინოვსკის, პუტინს და ედინაია როსიას დასაკარგი აღარაფერი აქვთ თუ ექნებათ.
- ევროპა ისეთი მშიშარაა, რომ ჩვილი ბავშვებივით ატირდებიან!
- თქვენ ძმებო რაებს უბერავთ? კატოკივით გადაგვივლიან!
- კიდევ ხერხი სჯობია, დიდი სიბრძნე და ეშმაკობაა საჭირო!
- უკრაინას მხოლოდ ამ ეტაპზე პროვოცირების ხერხებია აქვს დარჩენილი!
- შტატებმა უნდა დართოს ნება იარაღზე და დიდძალი თანხები წაახმაროს $20 მილიარდი, რომ სასწრაფოდ დაქირავებული ჯარის რიხცვი გაზარდონ!!! დიდი ცოცხალი ძალების დაკარგვის შემდეგ, წავა ყოყმანი და ტემპების შენელება რუსეთის მხრიდან! ასევე ეკონომიურად ბანკროტი იქნება ერთ წელიწადში!
- ობამა არის ვაცი! როდესაც მაკკეინი დამარცხდა მაშინ დავზარალდით ძლიერ ჩვენც და უკრაინაც!
- ომის განხილვა აქ და ტელევიზორის ეკრანებზეა იოლი! აბა
საბრძოლველად მოუწოდეთ უბალო მომკვდავთ და ნახავთ, რომ 1,000 კაციდან ერთი თუ გამოვა საკუთარი სურვილით...
- ჩამოფრინდით მიწაზე.
- ამერიკა და ევროპა არ არის სულელი ბავში და ემოციებს აყოლებული. კარგად იციან რაც უნდათ, და როგორ მიაღწიონ! დაველოდოთ სულ ცოტა, იმედია რაღაც არაორდინალური უნდა მოხდეს, რომ რუსეთი დაფერთხონ...
glaxuna
02 თებერვალი 2015 18:14




რუსეთს დ ა ი შ ლ ე ბ ა მარტივ მამრავლებად,

ეს ომი ამ სიძულვილზე,ძალადობასა და უსამართლობაზე დაფუძნებული 5 საუკუნოვანი იმპერიის ბოლო ს ა შ უ ა ლ ე ბ ა ა,მისი დღეგრძელობისათვის...

დასავლეთი უკვე უკან ვერ დ ა ი ხ ე ვ ს,მუდამ ვერ გააგრძელებს ამ გონება და აზროვნებაშეზღუდულ უნგრო-ფინელების და თათარ-მონღოლების შთამომავლობასთან კ ო მ პ რ ო მ ი ს ე ბ ს,ვითაც თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს და აქედან წარმოშობილ პასუხისმგებლობის ე შ ი ნ ი ა თ,მიტომ მუდამ ბელადების და იმპერატორების ძიებაში არიან,და მის გადასფარად... მუდამ სხვათა დადანაშაულებას ც დ ი ლ ო ბ ე ნ და მისთვის ომებს და სისხლისღვრებს აწარმოებენ,

უაღრესად ათეისტურმა რუს
ხალხად წოდებულმა, ქრისტიანული ,,მმართლმადიდებლობა,, მხოლოდ ს ა შ უ ა ლ ე ბ ა დ აქცია დაპყრობითი ომების წარმოებისათვის,მუდმივი ომებისა და სისხლისღვრისათვის...

21-ე საუკუნეშიც კი...

და საქართველოც და უკრაინაც სწრაფად განვითარდებიან,როგორც თანამედროვე ,მუდმივ პროგრესირებადი,ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ვ ი სახელმწიფოები...

ბიზანტია,რომ ნადგურდებოდა,საქართველო მერე შეიქმნა უ ძ ლ ი ე რ ე ს ი სამეფო-სახელმწიფო,თან ერთადერთი ქრიასტიანული და ძლიერ ავტორიტეტული მცირე აზიაში...

მერე რაც მოხდა,ეს ახალი ვარვარი-მონღოლების შემოსევებს მოყვა,

მაგრამ დღეს სულ სხვა ვითარებაა,

დასავლეთის პ ი რ დ ა პ ი რ ი შეხშეწყობით საქართველო ისევ შეიქმნება,ძ ლ ი ე რ ი და ა ვ ტ ო რ ი ტ ე ტ უ ლ ი სახელმწიფო და რაც უფრო დრო გავა,მით უფრო მძლავრი შეიქმნება და დანარჩენი კავკასიური სახელმწიფოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს,მ შ ვ ი დ ო ბ ი ს განმამტკიცებელებს და კ ა ვ კ ა ს ი უ რ ი ფედერაცია თუ არა, კავკასიური თანამეგობრობა მაინც ჩამოყალიბდება ევრო კავშირის შემადგენლობაში,

ევროპელ ერებთან შედარებით თვითმყოფადი ბუნებით,მაგრამ თავისუფლებისა და სამართლიანობის,ანუ საერთასორისო სამართლებრივი ნორმების ამღიარებელნი და მტკიცედ დამცველნი...

სწორედ მისი ეშინია რუს-მონღოლეთს და ... ... ...ომების გარდა ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი ს პროპაგანდას მუდმივად და განუწყვეტლივ ეწევიან,არა მარტო კავკასიურ მცირედ განსხვავებულ ერებს შორის,არამედ თავად თითოეულ ერში...

გ ვ ა ხ ს ო ვ დ ე თ მუდამ ქართველობავ...

ყველაზე დიდი ც ო დ ვ ა - შ ი შ ი ა,

ყველაზე დიდი შეცდომა -- უ ი მ ე დ ო ბ ა ა,

ყველაზე დიდი სისუსტე -- სს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი ა

მთავარია ჩვენს ჩრდილოელ ,საქართველოს ისტორიაში საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ი ს ყველაზე დაუნდობელი მტრის თანამედროვე ი ა რ ა ღ ი ს..ს ი ძ უ ლ ვ ლ ი ლ ი ს დამკვიდრების უ ფ ლ ე ბ ა არ მივცეთ,

(რასაც ეწევა არსებული ხელისუფლება-მისთვის დღეს 200 სერიალის გადაღებას აპირებენ...იმის მაგივრად,რომ ეკონომიკური,ფინანსური,სოციალური მდგომარეობის გამოსწორებასა და დაპირებების შესრულებაზე ი ზ რ უ ნ ო ნ და იმოქმედონ....)

ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი ს პროპაგანდა ავღვკვეთოთ და ქართული საზოგადოება მ ზ რ უ ნ ვ ე ლ ი,მამაცი და შეუპოვარი შ ე ი ქ მ ნ ა ს და...

თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის,

წინაპართა მსგავსად!!!

რედაქტორის რჩევით