გაგრა - დებალცევოში
23-02-2015
გაგრა - დებალცევოში
უკრაინის არმიის წარუმატებლობა შეიარაღების სიმცირით კი არა, გენშტაბის სისუსტითაა განპირობებული

168 დაღუპული, 112 ტყვედ აყვანილი, 29 უგზო-უკვლოდ დაკარგული უკრაინელი მებრძოლი - აი, უკრაინის არმიის პირადი შემადგენლობის არასრული საბრძოლო დანაკარგი, რაც დებალცევოს ჯერ შენარჩუნებას, ხოლო შემდეგ ალყის გარღვევას მოჰყვა. სამწუხაროდ, ეს არ არის საბოლოო მონაცემები, რადგან დებალცევოს რაიონში საბრძოლო მოქმედების ადგილზე ჯერ კიდევ პოულობენ უკრაინელი სამხედროების გვამებს...

პრორუსმა სეპარატისტებმა და რუსეთის რეგულარული არმიის საბრძოლო დანაყოფებმა მინსკში ხელმოწერილი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და
დაპირისპირებული ძალების დაშორიშორების შესახებ იმავე დღეს დაარღვიეს და სამდღიანი გააფთრებული შეტევის შემდეგ დებალცევოს რა­იონი დაიპყრეს.
როგორ ჰგავს­ ეს ყველაფერი 23 წლის წინანდელ გაგრის ტრაგედიას! მაშინაც, 1992 წლის 3 სექტემბერს, მოსკოვში ხელი მოეწერა შეთანხმებას აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ 1-ელ ოქტომბერს აფხაზმა სეპარატისტებმა, ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულებსა და
რუსეთის არმიის სამხედრო ინსტრუქტორებთან ერთად შეუტიეს ისედაც ბლოკადაში მოქცეულ გაგრის რაიონს და აიღეს.

დონეცკის განადგურებული აეროპორტის დანგრეული ტერმინალებისა და დებალცევოს პოტენციური `ტომრის~ შესანარჩუნებლად უზარმაზარი რესურსების დახარჯვა და ასეულობით მებრძოლის გაწირვა უკრაინის ხელისუფლებისა და გენშტაბის დიდი შეცდომა იყო. დებალცევოს სარკინიგზო კვანძის აფეთქება ადრევე შეიძლებოდა, რის შემდეგაც უკრაინული დანაყოფები დატოვებდნენ დებალცევოს რაიონს და ფრონტის ხაზს გაასწორებდნენ. შედეგად უკრაინის არმიას დებალცევოში აღარც რამდენიმე ასეული დაღუპული, ტყვედ ჩავარდნილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული ეყოლებოდა და არც 200 ერთეულამდე საბრძოლო ტექნიკასა და ავტოტრანსპორტს (რომ აღარაფერი ვთქვათ ტყვია-წამლის დიდ მარაგზე) დაუტოვებდნენ მოწინააღმდეგეს...
უკრაინის არმიის მთავარი პრობლემა არა სათანადო შეიარაღების არქონა, არამედ სუსტი მართვაა. უკრაინული გენშტაბი ოპერაციების დაგეგმისთანავე მარცხდება მოწინააღმდეგესთან, რომელსაც, რა თქმა უნდა, არა დონბასელი მეშახტეები, არამედ რუსეთის გენშტაბი მართავს. შეიძლება არც კიევსა და არც დასავლეთში ამის აღიარება არ სურთ, მაგრამ რუსული სამხედრო ხელოვნება ჯერჯერობით კვლავ იმარჯვებს...
ანა
02 მარტი 2015 23:18
ასეთი ღრმა ანალიზით გამსჭვალული კომენტარების გაცნობას მართლა რომ არაფერი სჯობია. რუსეთი რომ ძლევამოსილი სახელმწიფოა, მერედა მაგაზე ვინ დაობს. პერიოდული ბრძოლების წაგება აბა აქ რა მოსატანია. მაგალითად გავიხსენოთ რუსეთის ბოლო წარმატებული ომები, თუ ბრძოლები სამაჩაბლოში, აფხაზეთში, თან ისეთი კეთილია, ეგრევე საზღვრებმოშლილ ,,დამოუკიდებლობას“ და კიდევ დროშის ფრიალის უფლებას აძლევს მარიონეტებს. დავუმატოთ უკრაინის მოვლენები. ანუ, რუსეთის არმია იმდენად პროგრესული გახდა, რომ ბრძოლებში ისე იღებს მონაწილეობას , თვითონაც კი არ იცის ამის შესახებ. ჰო და ახლა რა მაინტერესებს. ეს ყველა, ან თითქმის ყველა ომში ძლევამოსილი არმიის მფლობელს და ,,გამარჯვებულ“ სახელმწიფოს, ასევე უმდიდრესს ბუნებრივი რესურსებით და დღევანდელ მსოფლიოში უდიდესს საზღვრებით რატომ უნდა ჰქონდეს მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 3%, წარმოებაში 5%, დემოგრაფიის კუთხით იყოს კატასტროფის ზღვარზე, სიკვდიალონობით პირველ ადგილზე მსოფლიოში ალკოჰოლის მოხმარებით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვით, მიგრაციით რეკორდებს ხსნის, აღარ ვაგრძელებ ისეთ პრობლემებზე საუბარს, როგორიცაა ყბადაღებული ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება. სიცოცხლე იქ ჩირადაც არ ფასობს. მოკლედ აბა ვის გინდათ ასეთ ,,წარმატებულ“ ქვეყანაში ცხოვრება? გზა დამილოცნია. ისე, მეცოდებიან მაგრად ეს რუსები, არ ახარებენ ეს მასონები და კაპიტალისტები, თორემ აქამდე ხომ სამოთხეს ააშენებდნენ და ჩვენც გვასიამოვნებდნენ თავიანთი ნასუფრალით. მაინც როგორ უშლიან ხელს განვითარებაში არა? მე პირადად იმას ვჩივი , mzirali-მ ახსენა ეგ სისტემური პრობლემა და სამწუხაროდ აქ იმდენად რუსულენოვან მოსახლეობას არ ეხება, რამდენადაც ქართულენოვანს, კიდევ იმას ვჩივი რომ დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული უახლესი ისტორია შესწავლილი არ არის, არც დაშვებული შეცდომები გაანალიზებული, არც დამნაშავეები დასჯილი თუ არა , შესწავლილი მაინც მათი საკითხი. თავს ტყუილად ვიმშვიდებთ რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. ისევ სხვების დაკრულზე ვცეკვავთ, თან ძალიან უნიჭოდ. ნეტა რატომ დავხოცეთ ჩვენი გოგო-ბიჭები?
DDD: არ ვიცი საიდან გაქვთ ამდენი განათლება გათვითცნობიერება რუსულ საბრძოლო სულში და ა. შ. მაგრამ ჩემთვის რუსული ,,საბრძოლო სულია“ უდანაშაულო ხალხის ხოცვა, პერიოდული პროვოკაციებით ნერვებზე თამაში, პრინციპი ძალა ჩემია და რასაც მინდა იმას გავაკეთებ, ქალების ციხეში გამოკეტვა და ბოლოს: http://www.segodnya.ua/regions/odessa/v-odesse-mat-poprosila-pokazat-vsem-izurodovannoe-lico-pogibshego-syna-18-594963.html მე ვაღიარებ რუსთა ასეთ ძლევამოსილებას, მაგრამ ვერ ვივიწყებ საქართველოს ისტორიას და მაგრად შემრცხვება, როცა ჩემს წინაპრებს შევხვდები და ვეტყვი, რომ საქართველოსთვის არაფერი გამიკეთებია.
soso
01 მარტი 2015 07:47
გიგა

ტიპიური ქართველი ურაპატრიოტი ხარ. რა შუაშია აქ რუსეთუმე? ან ვინაა რუსეთუმე? სინამდვილეზე თვალი უნდა დავხუჭოთ? გულისმარევი და სასაცილო ის ადამიანები არიან ვინც რეალობას ობიექტუტრად ვერ აფასებს. რუსეთი რომ შენზე ძლიერია, ხოლო სამხედრო წარსულით თუ აწმყოთი (ტექნიკური ჩამორჩენილობის მიუხედავად) ბარეორ მისზე განვითარებულ სახელმწიფოს ჯობია მაგას რად უნდა ტვინიკოსობა. შენ თუ მარტო იაპონია რუსეთის ომი იცი სადაც რუსეთი დამარცხდა მოდი ჩამოგითვლი სხვებსაც რომ თავი სხვებზე ჭკვიანი ან სხვებზე პატრიოტი არ გეგონოს. იმედია მიმიხვდები სარკაზმს :D

1536 - 1538 წლებში რუსეთმა წააგო ომი ლიტვასთან
1558-1583/4 წლებში რუსეთმა ომი წააგო პოლონეთ - ლიტვის და შვედეთის სახელმწიფოებთან
1609-1617/18 ისევ ამ ორ სახელმწიფოსთან წააგო (პოლონეთ - შვეციასთან)
1632-1634 სმოლენსკისთვის ომში დამარცხდა პოლონეთტან
1656-1661 დამარცხდა ომში შვედეთთან ბალტიისპირეთში
1711 დამარცხდა თურქეთთან ომში
1805-1807 კატასტროფული მარცხი იწვნია საფრანგეთთან ომში იმის მიუხედავად რომ კოალიციაში იყო ინგლისთან, ავსტრიასთან და სხვებთან
1853-1856 ყველასთვის ცნობილი ყირიმის ომი
1904-1905 რუსეთ იაპონიის ომი
1914-1917 პირველი მსოფლიო ომი
1919-1920 საბჭოთა კავშირ პოლონეთის ომი რომელშიც დამარცხების შემდეგ საბჭოთა კავშირმა პოლონეთს დაუთმო დასავლეთ უკრაინა და დასავლეთ ბელორუსია
..........

ეხლა დამისახელე იმპერია რომელსაც უომია და არ დამარცხებულა რომაელები მაგალითად კანესთან, თუ მონღოლები ჯალალ ედ დინთან ფარვანთან ბრძოლაშილ, ნაპოლეონი ლეიფციგთან, ჰიტლერი სტალინგრადთან ..... ეხლა ამით დავამტრკიცოთ რომ სუსტი იმპერიები იყვნენ თუ ჩვენ ყველა მათზე ძლიერები ვიყავით ოდესმე? ნუ ეხა სუფრაზე ამას დაამტკიცებს ზოგ ზოგიერთი უვიცი მათზე უფრო უვიცთან მაგრამ რეალობა სულ სხვაა. რუსებს კიდე ჯერ გადამწყვეტი ბრძოლები არ წაუგიათ არასდროს ისე რომ მათი სახელმწიფოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი დამდგარიყო. ხოლო პატარ პატარა დამარცხებები გამოწვეული იყო რიგი მიზეზებით. თუნდაც ყირიმის ან იაპონიის ომების მაგალითზე ეს ძირითადად ტექნიკური ჩამორცენის (ასევე ჩამორცენა მართვა ორგანიზებაში) ბრალი იყო. მაგრამ სწავლობდნენ შეცდომებზე. აი ურაპატრიოტი ქართველები კი რომ ვაკვირდები არაფერს სწავლობენ
zaza
01 მარტი 2015 03:37
დდდ-ს
ფინეთს 43-ში ცხვირით ადენინა?ეს მაშინ,როცა სრულად მიიღო ლენლ-ლიზით დახმარება!10-მილონიან სსრკ არმიას მთლიანად აშშ აჭმევდა-ამარაგებდა!სად იყო ,,დიდი სტალინის,,უძლეველი არმია 41-42წწ-ში?ვერ ხვდებით(ან შეგნებულად ცრუობთ)რომ რუსეთი ომებს იგებდა უზარმაზარი ტერიტორიების ,ცივი ზამთრის ხარჯზე(ნაპოლეონთან,გერმანიასთან),თორემ ბრძოლებს აგებდა....ბოროდინოზე რუსეთი დამარცხდა!
-უკრაინაში რუსეთის არმიას მოხალისეები ებრძვიან,თორემ კორუფციაში ჩამხრჩვალ უკრაინას სად ყავდა არმია?100დოლარი უკრაინელი ოფიცრის ხელფასი იყო....

რედაქტორის რჩევით