რა შეუძლიათ რუსულ საზენიტო რაკეტებს ქართულ ცაში...
09-03-2015
რა შეუძლიათ რუსულ საზენიტო რაკეტებს ქართულ ცაში...
ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე სომხეთში, გიუმრიში დაწყებული რუსული საჰაერო თავდაცვის დანაყოფების მასშტაბური სწავლება აჩვენებს, როგორ აკონტროლებს მოსკოვი საქართველოს საჰაერო სივრცის უდიდეს ნაწილს...


4 მარტს რუსეთის საჰაერო-თავდაცვის ძალებმა ჩრდილო კავკასიაში, ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ასევე, გიუმრის სამხედრო ბაზაზე ფართომასშტაბიანი სწავლებები დაიწყეს, რომელშიც 2 ათასამდე სამხედრო და 500 ერთეული ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას. 12 პოლიგონზე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან: Игла-დან, საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო  Тунгуска-დან, საზენიტო-საარტილერიო Шилка-დან, საზენიტო-სარაკეტო С-300В,
Стрела-10, Тор-იდან და Оса-დან განხორციელდება რეალური სროლები საჰაერო სამიზნეების მიმართულებით.

ამ ინფორმაციამ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. საქართველოს მთავრობამაც გააპროტესტა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არმიის მოქმედება, მაგრამ შეშფოთება-აღშფოთება ვერაფერს ცვლის, რადგან ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდგარი რუსეთის მე-7 და მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზები მუდმივად ახორციელებენ წვრთნებსა და
სწავლებებს, რაც მათი ყოველწლიური საბრძოლო მომზადების კურსით არის გათვალისწინებული და თუ არ გვინდა, ქართულ მიწაზე რუსი ტანკისტებისა თუ მეზენიტეების წვრთნებს ვუყუროთ, ამ ორივე საოკუპაციო სამხედრო ბაზას საქართველო უნდა დავატოვებინოთ. სხვა შემთხვევაში ყველაფერი ძველებურად იქნება...

რაც შეეხება რუსეთის არმიის საჰაერო თავდაცვის ძალებს, მათ, სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლიათ. მართალია, ეს საჰაერო თავდაცვის ძალებია, მაგრამ მათ შეუძლიათ, თითქმის მთლია­ნად ჩაკეტონ ქართული ცა და საფრენ აპარატებს ჩამოგდებით დაემუქრონ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ფართომასშტაბიან სწავლებაში მონაწილე საზენიტო კომპლექსებს შორის რატომღაც არ ასახელებს Бук-М1-ს (შეიძლება შარშან უკრაინაში სწორედ ასეთი რუსული "ბუკით" მალაიზიის სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდების გამო არ სურთ ამ სახელის ხსენება), თუმცა, ცხინვალის რეგიონში განთავსებული მე-4 რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზის შეიარაღებაში უნდა იყოს Бук-М1 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, ისევე, როგორც Тунгуска, Стрела-10МЗ, Шилка, Зу-23-2, Оса-АКМ-ი და ათობით Игла.

აფხაზეთში მე-7 რუსული საოკუპაციო სა­­მ­ხედრო ბაზის შეიარაღებაშია Тунгуска-ს,­­­ Стрела-10МЗ-ის, Игла-ს და შორსმოქმედი С-300-ის კომპლექსები, რომლებიც გუდაუთაში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩაიტანეს.

საქართველოს სამხრეთ საზღვრის სიახლოვეს მდებარე გიუმრის 102-ე  რუსულ სამხედრო ბაზაში С-300В ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოდან იდგა, ორი წლის წინ კი მათ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით რუსეთიდან სომხეთში ჩატანილი მოდერნიზებული Бук-М1-2-ები დაემატა.
ეს ჩამონათვალი იმიტომ დაგვჭირდა, რომ მკითხველმა წარმოიდგინოს, რომელი მხრიდან და რა საშუალებებით აკონტროლებს რუსეთი საქართველოს საჰაერო სივრცეს.

თუკი რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალები С-300 ПМУ-2 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს გუდაუთიდან გალის რაიონში ჩამოიყვანენ, მათ 200 კმ-ის რადიუსში შეეძლებათ საშუალო და მაღალ სიმაღლეებზე მფრენი ობიექტების დაზიანება, ანუ საჰაერო სივრცის გაკონტროლება თითქმის მთლიანი დასავლეთ საქართველოს თავზე, ბათუმისა და ქუთაისის ჩათვლით.

ოკუპირებული ახალგორის რაიონიდან რუსული Бук-М11-ის საზენიტო რაკეტები 40 კმ­­-მდე, თბილისამდე წვდება, თუმცა, რუს გენერლებს შეუძლიათ ოკუპირებულ ცხინვალში რამდენიმე საათში С-300-იც გადაისროლონ და მთელი აღმოსავლეთ საქართველოს ცა სამიზნეში ამოიღონ.

რაც შეეხება გიუმრის 102-ე რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსებულ С-300В ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, სომხეთ-საქართველოს საზღვართან გადასროლის შემდეგ მათი საზენიტო რაკეტები ქართულ ცაში 75-100კმ-ის სიღრმეში მყოფ თვითმფრინავებს დაემუქრებიან და ამასთან, შეუძლებელს გახდიან მარნეულის საჰაერო ბაზიდან ქართული მოიერიშეების აფრენას.

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე გიუმრის სამხედრო ბაზაზე განთავსებული რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები დიდ საშიშროებას წარმოადგენს, რადგან მათ საქართველოს საჰაერო სივრცის (მათ შორის სამოქალაქო და ჰუმანიტარული რეისების) სრულად ჩაკეტვა შეუძლიათ.
გიგა
18 მარტი 2015 00:46
STALINIST, soso და DDD ერთი და იგივე ხარ დაბალი გონებრივი მონაცემებით. ძალიან ადვილია შენი გამოჭერა. დარწუმნებული ვარ ერთი და იგივე IP-ი გაქვს.

ცოტა მეტი ტვინი რომ გქონდეს, უკეთესად შეინიღბებოდი.

მაგრამ რაზე უნდა გელაპარაკოთ? არცერთ ჩემ კითხვას პასუხი არ გაეცით ,,არცერთმა" თავად კი უაზროდ მისტირი რუსეთს.
STALINIST
17 მარტი 2015 08:00
soso

იმენა უვიცია რეებს წერს აზრი აქვს მაგასთან საუბარს
soso
16 მარტი 2015 11:26
გიგა

რა ერთი და იგივე პირი ..... რეებს ბოდავ

ჯერ ერთიც საერთოდ ვერ გაგიგია ცემი ნატქვამი. მე ვტქვი რომ წინა თაობის გამანადგურებლები იყვნენ უძლური თანამედროვე საჰაერო დაცვასთან ამიტომ სეიმუშავეს მეხუთე თაობობის ნაკლებ შემჩნევადობის გადამადგურებლებითქო. წინა თაობა კიდე F 16 და F 15 ია

მერეც აზრზე არახარ შენ რაღაც რაღაცეების. F 117 ჩამოაგდეს 1961 წელს სემუშავებული С-125 ით

ხოლო შენს მიერ ნახსენები AN/SQS-23 ამერიკული საზღვაო ბაზირების ჰოდროაკუსტიკური სადგურია. არაფერი არ იცი შენ გეტყობა კოჭებში

რედაქტორის რჩევით