აზერბაიჯანს ფლოტის გაძლიერებაში თბილისიც დაეხმარა
16-03-2015
აზერბაიჯანს ფლოტის გაძლიერებაში თბილისიც დაეხმარა
აზერბაიჯანმა ისრაელის წარმოების სარაკეტო კატარღები ბაქოში საქართველოს გავლით ჩაიტანა

სოფლიოსა და უპირველესად, ევროპის ყურადღება შავი და აზოვის ზღვების  აკვატორიებისკენ არის მიპყრობილი, სადაც რუსეთ-უკრაინის გამოუცხადებელი ომი მიმდინარეობს. ერთი წელი ხდება კრემლის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიიდან.

ამის ფონზე მეტ-ნაკლებად ჩრდილში ექცევა კასპიის ზღვის აკვატორიაში განვითარებული მოვლენები. კასპიისზღვისპირა ქვეყნები - რუსეთი, ყაზახეთი, ირანი, თურქმენეთი და აზერბაიჯანი დაინტერესებულნი არიან, რაც შეიძლება მეტი ნავთობისა და გაზის საბადოები აკონტროლონ, ეს კი არ გამორიცხავს საშიშროებას, რომ ადრე
თუ გვიან მათ შორის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყოს არა მარტო ხმელეთზე, არამედ - ზღვაზეც.
ალბათ ამიტომაც ეს ქვეყნები ცდილობენ, კასპიის ზღვაში თავიანთი სამხედრო-საზღვაო ძალები განაახლონ და გააძლიერონ.

მაგალითად, 10 მარტს ირანმა კასპიის ზღვაში თავისი ყველაზე დიდი სამხედრო ხომალდი, მსუბუქი ფრეგატი ჩაუშვა, რომელიც შეიარაღებულია ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით. რუსეთს
კასპიის ზღვა­ში ორი თანამედროვე სადარაჯო ხომალდი ჰყავს, რომელთაგან ერთი - `დაღესტანი~ მძლავრი ფრთოსანი რაკეტებით არის  აღჭურვილი.
რუსეთისა და ირანისგან განსხვავებით, თურქმენეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი თანამედროვე სამხედრო ხომალდებს ვერ აწარმოებენ და იძულებული არიან, ისინი სხვა ქვეყნებში შეიძინონ. თუმცა, იმის გამო, რომ კასპიის ზღვა სხვა ზღვებს არ უერთდება, საზღვარგარეთ ნაყიდი კატარღები ამ ქვეყნებში მდინარეებითა და სახმელეთო გზებით შეაქვთ.

შარშან ასე მოიქცა აზერბაიჯანიც, როდესაც სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაში ისრაელის წარმოების თანამედროვე კატარღები მიიღო.
ბაქომ დასახმარებლად თბილისს მიმართა, რათა ებრაული კატარღები მთელი საქართველოს გავლით ფოთის პორტიდან აზერბაიჯანში გადაეტანათ. ეს სატრანზიტო პროცესი ნაწილობრივ გასაიდუმლოებული იყო, თუმცა, ვინც ღამით საქართველოს გზებზე მცურავი საშუალებით დატვირთულ უზარმაზარ ლაფეტს დაინახავდა, ადვილად მიხვდებოდა, რომ ეს უცნაური ტვირთი აზერბაიჯანისთვის იყო განკუთვნილი.

ისრაელის წარმოების კატარღები ბაქოსთან ახლოს, დასახლება ტიურკანში, გემთსაშენ ქარხანაში ჩაიტანეს, სადაც ისინი ააწყვეს და შემდეგ კასპიის ზღვაში ჩაუშვეს.
გაყიდულები
13 აპრილი 2015 15:03
ჩვენ რა, მერე ჯიბის გასქელება, ვაი შავო ზღვაო უპატრონოდ რჩები მაგრამ არაუშავს აზერები დაგვეხმარება მათი ტექნიკა რომ მოძველდება კიდევ გავისქელებთ ჯიბეს და გავატარებთ. კარგად გვიმყოფოს აზერები რასაც მეტს შეიძენენ მით კარგია ჩვენთვის დიდხანს გავძლებთ
geronimo
23 მარტი 2015 21:22
ყვავს რა ქონდა ბუს გაჰქონდაო საქაველოს ხომ ყავს ფლოტი
okribeli
21 მარტი 2015 00:04
ემიგრანტი, რა ოროსანი არსება ხარ ქიმიაში. კაცპიის ზღვა შავ ზღვაზე დიდია.

რედაქტორის რჩევით