რუსული ბირთვული შანტაჟით დაშინებულნი...
23-03-2015
რუსული ბირთვული შანტაჟით დაშინებულნი...
ოკუპირებული აფხაზეთიდან და ანექსირებული ყირიმიდან კრემლი ბირთვულქობინიანი რაკეტებით NATO-ს შავიზღვისპირა ქვეყნებს დაემუქრება...

"როგორც მე რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით გავიგე, მათ ანექსირებულ ყირიმში განათავსეს რაკეტები, რომლებითაც ბირთვული იარაღის გადატანაც შეიძლება და  NATO-ს წევრ ქვეყნებსაც ადვილად მისწვდებიან, რადგან ეს რაკეტები 500კმ-ზე მიფრინავს," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ერთი წლის წინ ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფების გადასროლა და რაც მთავარია, ბირთვული ძალების სრულ მზადყოფნაში მოყვანა აღიარა.

აშშ-ის
ხელისუფლებამ ანექსირებულ ყირიმში რუსული ბირთვული იარაღის გამოჩენის შესაძლებლობის გამო ჩვეული შეშფოთება გამოხატა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა კი, როგორც იტყვიან, ცეცხლზე ნავთი დაასხა - ყირიმი რუსეთის ნაწილი გახდა და ჩვენ, როგორც ბირთვული სახელმწიფო, ბირთვულ იარაღს იქ განვათავსებთ, სადაც მოგვესურვებაო.

დასავლეთის შეშფოთება-აღშფოთება დაგვიანებულია, რადგან შავი ზღვის
აკვატორიაში ბირთვული ქობინების გადამტანი რაკეტები ჯერ კიდევ 2007 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა. მაშინ რუსეთის არმიამ ოკუპირებულ აფხაზეთში მალულად შემოიტანა და ოჩამჩირის რაიონში გადამალა რამდენიმე ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი Точка-У.

2008 წლის 9 აგვისტოს ოჩამჩირიდან სწორედ ამ "ტოჩკებმა" გაუშვეს ფოთის  მიმართულებით სამი ორტონიანი ბალისტიკური რაკეტა, რომელთა კასეტური ქობინების აფეთქებას მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა.
რუსულ Nჯხრფ-ე-ზე კასეტური და მსხვრევად-ფუგასური ქობინების გარდა, სამი სახის ბირთვული ქობინის დაყენებაც შეიძლება. მათ შორის არის 10-დან 100 კილოტონამდე სიმძლავრის АА-60 და განსაკუთრებული მნიშვნელობის ბირთვული АА-86.

საბედნიეროდ, აგვისტოს ომის დროს ქართული ქალაქებისთვის ბირთვულქობინიანი რაკეტები არ უსვრიათ, თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთის სამხრეთ ნაწილში, მაგალითად, ოტობაიასთან განთავსებული Точка-У-ს ბირთვულქობინიანი რაკეტა ფრენის მაქსიმალურ მანძილზე - 120კმ-ზე - NATO-ს წევრი თურქეთის ჩრდი­ლოეთ ნაწილს სწვდება.

ექვსი წლის წინ ამ რეალურ საშიშროებას NATO-ს ხელმძღვანელობა არ შეუშფოთებია. დასავლეთში მხოლოდ მას შემდეგ აფორიაქდნენ, რაც რუსული ბირთვულქობინიანი რაკეტები ყირიმის ნახევარკუნძულზე გამოჩნდა.
დღეს რუსეთის ბირთვულქობინიანი რაკეტები შავი ზღვის აკვატორიის ქვეყნებს უფრო დიდ საფრთხეს უქმნის, რადგან ანექსირებულ ყირიმში მოსკოვი მოძველებული Точка-У-ების ნაცვლად თანამედროვე Bცრფყლტჰ-ვ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსების განთავსებას აპირებს, რომლებსაც ბირთვულქობინიანი რაკეტების გაშვება 500კმ-ზე შეუძლიათ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ანექსირებული ყირიმის უკიდურესი დასავლეთი ნაწილიდან - ოლენივეკადან რუსული "ისკანდერის" ბირთვულქობინიანი რაკეტა 500კმ-ის რადიუსში NATO-ს წევრ რუმინეთს დედაქალაქამდე - ბუქარესტამდეც კი მისწვდება (სადაც აშშ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კომპონენტების განთავსებას აპირებს), რომ აღარაფერი ვთქვათ სტრატეგიული მნიშვნელობის რუმინულ პორტ კონსტანცაზე, რომელიც შავ ზღვა­ში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ტვირთების ძირითადი სატრანზიტო ბაზაა.
დამშვიდებული ვერც NATO-ს მეორე შავიზღვისპირა ქვეყანა - ბულგარეთი იქნება, რადგან სევასტოპოლის რაიონიდან ბირთვულქობინიანი რუსული "ისკანდერები" ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არანაკლებ მნიშვნელოვან სტრატეგიულ საზღვაო პორტებს - ვარნასა და ბურგასს ემუქრებიან.

მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს წევ­რი თურქეთი ბოლო დროს რუსეთს მეტის­მე­ტად "ჩაეხუტა", ანკარაში არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ანექსირებულ ყირიმში განთავსებული ბირთვულქობინიანი რუსული­ "ისკანდერები" თითქმის სტამბოლს სწვდება­.

ოკუპირებული გალის რაიონის სამხრეთ ნაწილში რუსული "ისკანდერების" განთავსების შემთხვევაში, მათი ბირთვულქობინიანი რაკეტები 5000 კმ-ის რადიუსში სწვდება თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის დიდ ნაწილს, ერზურუმის ჩათვლით.

გასულ კვირას რუსეთში გამართული სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლებისას მოსკოვმა განაცხადა, რომ კალინინგრადის ოლქშიც აპირებს დიდი სადესანტო ხომალდებით "ისკანდერების" გადასროლას, რაც იმას ნიშნავს, რომ "ისკანდერების" ბირთვულქობინიანი რაკეტის 500 კმ-იანი მოქმედების ზონაში NATO-ს წევრი ბალტიისპირპეთის სამი ქვეყნის - ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის - გარდა ხვდება პოლონეთის დიდი ნაწილი, ჩეხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი და რაც მთავარია, გერმანიის აღმოსავლეთი.

როგორც ჩანს, დასავლეთ ევროპის ქვეყნები მხოლოდ მაშინ გრძნობენ რუსული ბირთვულქობინიანი რაკეტების საშიშროებას, როცა ისინი მათ ტერიტორიებს ემუქრება, 2008 წლის აგვისტოში კი, როდესაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ბირთვული ქობინების გადამტანი 20-ზე მეტი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა (Точка, Точка-У და ორი Искандер-ი) გამოიყენა, NATO-ში ვერ მიხვდნენ, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა...
Shermadini
20 აპრილი 2015 12:01
დათვის ჩრდილშიც არსებობენ ფრენასმოწყურებული თაგუნიები
gia
12 აპრილი 2015 17:06
რუსეთი- ბოროტების იმპერია!
Gim
12 აპრილი 2015 16:13
ყველა გაძლიერებულ სახელმწიფოს მსოფლიოზე ბატონობის სურვილი ავტომატურად უჩნდება. ეს ადამიანთა მოდგმისათვის დამახასიათებელი უარყოფითი თვისებაა, რომელსაც ვერაფერს ვუშველით დედამიწაზე არსებული შეგნების თანამედროვე დონით. მშვიდობისათვის აუცილებელია არსებობდეს ბალანსი, ანუ ერთმანეთის შემაკავებელი ურთიერთგანადგურების შიში. არ შეიძლება ერთმა ძალიან დაასუსტოს მეორე და სხვები. კერძოდ, არ შეიძლება გაზულუქებულმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან დაასუსტოს რუსეთი და დაარღვიოს ბალანსი. ამას შესაძლოა უკონტროლო პროცესები და დედამიწაზე სისცოცხლის მოსპობა მოჰყვეს. ამიტომ,კარგია, რომ დავაყენეთ ერთი ადგილი და მუდმივად აღარ ვეტენებით იქ, სადაც რუსებზე ვიეტნამის ომის შემდეგ დაბოღმილი, გარეკილი მაკკეინი და მისი მონა და ნახევრად გიჟი, მიშას მსგავსი არსებები მოგვიწოდებენ.

რედაქტორის რჩევით