რუსული C-300-ები, ირანი, მოტყუებული ისრაელი და დაჩაგრული საქართველო?!
20-04-2015
რუსული C-300-ები, ირანი, მოტყუებული ისრაელი და დაჩაგრული საქართველო?!
თელ-ავივმა თბილისს შეიარაღების მიყიდვა იმ იმედით შეუწყვიტა, რომ მოსკოვი თეირანს საზენიტო C-300-ებს არ მისცემდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მწარედ შეცდა...

13 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც შეეხება არაერთი ქვეყნის, უპირველესად კი " ირანის, ისრაელისა და თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებსაც კი.
კერძოდ, ვლადიმირ პუტინმა ემბარგო მოხსნა ირანისთვის რუსული C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიყიდვას, რითაც ისრაელის ხელისუფლებას თავზარი დასცა.
თელ-ავივში არ ელოდნენ, რომ ბოლო დროს მათ პარტნიორად ქცეული მოსკოვი ირანისთვის
მძლავრი საზენიტო სისტემების მიყიდვას მაინც გადაწყვეტდა.

ყველაფერი 2007 წელს დაიწყო, როდესაც ირანი რუსეთს 800 მლნ დოლარის საფასურად С-300 МПУ-1 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ხუთი დივიზიონის შეძენაზე შეუთანხმდა. თეირანს მაშინ (და ახლაც) ჰაერივით სჭირდებოდა საზენიტო სისტემა, რომელსაც საჰაერო სამიზნის ჩამოგდება 150 კმ-ის სიშორეზე და 27კმ-ის სიმაღლეზეც შეეძლო,
რითაც საიმედოდ ჩაკეტავდა ირანის საჰაერო სივრცეს, განსაკუთრებით კი " ატომური რეაქტორებისა და სხვა ბირთვული ობიექტების ზემოთ.

ისრაელი, დიდი ხანია, ეჭვით უყურებს­ ირანის ბირთვულ პროგრამას და ემზადება, წერტილოვანი საჰაერო დარტყმები მიაყენოს ირანის იმ ობიექტებს, სადაც, თელ-ავივის აზრით, ბირთვული იარაღის კომპონენტები მზადდება. ისრაელის ავიაციამ 1981 წლის 7 ივნისს უნაკლოდ შეასრულა წერტილოვანი ანტიბირთვული საჰაერო ოპერაცია და ბაღდადის სიახლოვეს ასამოქმედებლად გამზადებული ერაყის ბირთვული რეაქტორი გაანადგურა.
მაგრამ ასეთი წარმატებული ოპერაციის გამეორება ისრაელის საბრძოლო ავიაციას ძალზე გაუჭირდება (ან შეიძლება ვერც შეძლოს), თუკი ირანის ბირთვულ ობიექტებს რუსული C-300 МПУ-1-ები დაიცავენ (თავად C-300-ების დასაცავად ირანმა ჯერ კიდევ 2006 წელს რუსეთისგან შეიძინა ახლო მოქმედების რადიუსის Тор-М1 ტიპის 29 ცალი საზენიტო-სარაკეტო სისტემა), ამიტომაც თელ-ავივი ყველა გზას ეძებდა, რომ ირანში რუსული С-300-ები არ გამოჩენილიყო.

თუკი დავუჯერებთ WikiLeaks-ის მიერ მოპოვებულ და გავრცელებულ ინფორმაციას, 2010 წელს რუსეთსა და ისრაელს შორის საიდუმლო გარიგება შედგა, რომლის თანახმადაც, რუსეთი თავს შეიკავებდა ირანისთვის ჩ-300-ების  მიწოდებაზე, სამაგიეროდ, მზად იყო, გადაეხადა ერთი მლრდ დოლარი იმ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებში, რომლებსაც ისრაელი უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავების წარმოებაში იყენებდა.
მოსკოვის კატეგორიული მოთხოვნა იყო, ისრაელს შეეწყვიტა საქართველოსთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა და უპირველესად, საზენიტო-სარაკეტო შპყდერ-ის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების " LAR-160-ების მიწოდება ქართული არმიისთვის, რომელთა სიმწარე რუსმა პილოტებმა და ქვეითებმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იწვნიეს.

WikiLeaks-ის გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, თითქოს ისრაელმა რუსეთს ის საიდუმლო კოდებიც გადასცა, რომლებითაც საქართველოსთვის მიყიდული უპილოტო Hermes-450-ები იმართებოდა, ეს კი რუს სამხედროებს ოკუპირებული აფხაზეთის თავზე სამი ასეთი აპარატის ჩამოგდებაში დაეხმარა.
დაეჯერება თუ არა WikiLeaks-ს, თქვენ გადაწყვიტეთ, მაგრამ ფაქტია, რომ 2010 წელს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მოულოდნელად შეაჩერა ირანისთვის C-300-ების გადაცემა, მიუხედავად იმისა, რომ თეირანს თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა. კრემლში ეს იმით ახსნეს, რომ რუსეთმა გაითვალისწინა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციები, თუმცა, გაეროს სანქციები კრძალავდა ირანისთვის მხოლოდ შემტევი ტიპის იარაღის მიყიდვას, საზენიტო C-300-ები კი თავდაცვითი დანიშნულების საბრძოლო ტექნიკაა და მოსკოვს მის გაყიდვაზე უარის თქმას არავინ აიძულებდა.

ამ საინტერესო გადაწყვეტილებამდე (საინტერესო იმიტომ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ თვითონ გაუმკაცრა სანქცია ირანს, რაც არალოგიკურად მოჩანდა) ცოტა ხნით ადრე, 2009 წელს, ისრაელმა დაიწყო რუსეთისთვის სხვადასხვა ტიპის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავების მიყიდვა (მაგალითად, 2009 წელს ისრაელის კონცერნმა IAI-მ რუსეთს 53 მლნ დოლარის ღირებულების უპილოტოების პირველი საცდელი პარტია " 10 ცალი " მიაწოდა. 2010 წელს კი იმავე კონცერნმა ხელი მოაწერა რუსეთთან ახალ ხელშეკრულებას, რომელიც სამი წლის განმავლობაში 400 მლნ დოლარის უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატების მიწოდებას ითვალისწინებდა).
ამის შემდეგ სიმართლეს ჰგავს ისრაელისა და რუსეთის საიდუმლო შეთანხმება, რომლითაც პირველ რიგში ირანისა და საქართველოს ინტერესები შეილახა.

2014 წლის აგვისტოში, როდესაც უკრაინაში ცხარე ბრძოლები მიმდინარეობდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად მოსთხოვა ქვეყნის ყველა კომპანიას, სასწრაფოდ შეეწყვიტათ მოლაპარაკებები რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვის თაობაზე (სხვათა შორის, თელ-ავივმა უპილოტოების მიყიდვაზე უკრაინასაც უარი უთხრა).

შეიძლება ეს გადაწყვეტილებაც გახდა ერთ-ერთი საბაბი, რომ ადრე დადებული საიდუმლო შეთანხმება მოსკოვში ძალადაკარგულად ჩათვალეს და ირანისთვის შეპირებული C-300-ების მიყიდვა მაინც გადაწყვიტეს.
ასეა თუ ისე, რუსული C-300-ების ირანში წელსვე გამოჩნდება, რაც, ფაქტობრივად, დაასამარებს ისრაელის იმედს, წერტილოვანი საჰაერო დარტყმებით ჩააცხროს ირანის ბირთვული ამბიციები.

საბოლოოდ კი ისრაელი მოტყუებული დარჩა, რადგან ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებიც გაუზიარა რუსეთს და ირანში რუსული C-300-ების განთავსებასაც ხელი ვერ შეუშალა. სამაგიეროდ, რუსეთმა ისრაელის უპილოტოების ბაზაზე საკმაოდ მაღალი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების უპილოტო სადაზვერვო აპარატები შექმნა, რომლებსაც აქტიურად და ეფექტურად იყენებს როგორც უკრაინის არმიის წინააღმდეგ დონბასში, ისე საქართველოს თავზე სადაზვერვო ფრენებისთვის...

P.S. ისრაელის მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუკი რუსეთი მაინც მიაწვდის C-300-ებს ირანს, სამაგიეროდ, ისრაელი უპილოტოებსა და სხვა იარაღს მიჰყიდის უკრაინასა და საქართველოს.

მოტყუებულმა ისრაელმა შეიძლება ბევრი რამ მოიმოქმედოს და არც ჩვენ გვაწყენდა ადრე ნაყიდი საზენიტო-სარაკეტო Spyder-ების არსენალის შევსება ინფრაწითელი დამიზნების "პითონებისა" და მით უმეტეს " რადიოლოკაციური დამიზნების "დერბის" ტიპის საზენიტო რაკეტებით, რომლებიც 15-20 კმ-ის რადიუსში და 9 კმ-ის სიმაღლემდე საიმედოდ ჩაკეტავდნენ ქართულ ცას. თუმცა, არცთუ სახარბიელო რეალობის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი, ალბათ, კვლავ ტკბილ ოცნებად დარჩება.
soso
07 მაისი 2015 20:53
რეზო მე არავარ პრორუსი, ქართველი ვარ. თავს პატრიოტად ვთვლი და წინა პლანზე ჩემი ქვეყნის ინტერესებს ვაყენებ და არა ამერიკელებისას ან რუსებისას . ეს შენაა ჩვენს შორის რომ აღიარე პრო-ამერიკულობა. შავით თეთრზე გიწერია პრო-ამერიკელი ვარო და მე მაბრალებ სხვა ქვეყნის პროობას? :D

რაც შეეხება ამერიკელების და ინგლისელების დახმარებას საბჭოთა კავშირს ეს ახალი არაა და ამერიკა იმიტომ ეხმარებოდა საბჭოეთს რომ გერმანიის ეშინოდა. თან იარაღს აწვდიდა სტალის და ამავე დროს სახმელეთო ოპერაციიის დაწყებას აჭიანურებდა ჩერჩილი ესაო და რაც მეტი რუსი და გერმანელი დაწყდება ჩვენთვის მით უკეთესიო (მათ შორის ქართველიც). კი ბატონო ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა ვინც ატომური ბომბი მშვიდობიანი ქალაქების თავზე ჩამოაგდო მაგრამ იმაში დარწმუნებული ხარ რომ იაპონია ამერიკამ ააყვავა და არა იაპონელების შრომისმოყვარეობამ და ინტელექტმა? სასაცილოა ამერიკელებს მიაწერდე იაპონელების წარმატებას. შვედები და დანიელებიც ამერიკელებმა ააყვავეს ხო? ვაბშემ ამერიკა ხომ არაა სამყაროს მზე შენთვის

ამერიკის და დასავლეთის პარტნიორობის რა მოგახსენო დაასახელე ერთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან რომელი ააყვავეს მაგათ. შენ თუ გგონია რუმინეთში ან ბულგარეთში ჩვენზე უკეთესი ცხოვრების დონეა ძაან ცდები. ალბანეთზე და ასეთ ჩაქცეულ ქვეყნებზე აღარაფერს ვამბობ არადა იმათ მაინც არაფერს უშლის რუსი.უბრალოდ ევრპის ეკონომიკა ისეა მოწყობილი მანქანათმშენებლობაში გერმანიაა მონოპოლისტი, სოფლის მეორნეობაში და ტურიზმში იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი და საქართველოს ნაირ ქვეყნები მომხარებლები იქნებიან და მევალეები ამ ქვეყნების, პირდაპირ არავინ დაგვიმონებს მაგრამ იმაზე უარეს დღეში ვიქნებით ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს

ბოლოს რომ ამბობ ჩემტვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ძეხვი და პურიო შენ პირადად არ გრცხვენია ჩვენი თანამემამულეები ევროპასა და თურქეთში რომ არიან წასულები, ქალები მოსამსახურეებად და მომვლელებად მუსაობენ ხოლო მამაკაცები იპარავენ და მათხოვრობა ნარმკომანიით გააქვთ თავი? ესაა შენი საოცნებო დემოკრატია? თუ შენი ცხვირის იქით ვერ ხედავ ვერაფერს?
rezo
05 მაისი 2015 08:07
აშკარად პრორუსია სოსო არ ეტყობა როგორ ტექნიკურად მოყავს მაგალითები და ამართლებს რუსეთის პოლიტიკას მეგობრების მიმართ?ეგრე ამერიკამ იაპონიას 2 ატომური ბომბი ესროლა მარა ეხლა სადაა იაპონიაამერიკის დახმარებით?ანდ დაგუგლე ლენდ ლის გაფორმებული 1941 წელს და ნახავ ომი როგორც მოიგო სსრკ-მ.და ჩემი დასკვნა კიდევ ისაა,რომ სანამ უნიტაზზე ფეხებით დადგომას,ქუჩაში მოფსმას,უფასო ფულის ლოდინს და ტრუბით ქვეყნის აშენებას არ გადავეჩვევით არამედ,იქამდე არც ამერიკა და არც საფრანგეთი არ დაგიყენებს პარტნიორად.რუსეთი კი იცოცხლე ერთი სული აქვს.
rezo
05 მაისი 2015 08:01
მითხარით ერთი მიზეზი რის გამოც ამერიკამ უნდა მიგვიღოს და დაგვაფასოს,ისეთები როგორებიც დღეს ვართ?ჯერ იყო და მიშა ძლივს მოვიცილეთ და რეებიც აკეთა ყველას ახსოვს,ეხლაა და ეს ხიხო გვაზის თავზე და იქიდან ანგრევს ქვეყანას.ხალხმა ჯერ ის ვერ გაიგო რომ ბუნებაში უფასო ფული არ არსებობს და შენ გინდა რომ ამერიკამ გვერდში დაგიყენოს?ჯერ სარკეში ცავიხედოთ როგორები ვართ და მერე გამოვხატოთ ჩვენი პრეტენზიები.სხვათაშორის პრო დასავლურმა აზროვნებამ ძალიან შეცვალა ქართველი ერი,თორე ხომ არ დაგავიწყდათ 25 წლის ქართველი ერთმანეთს რომ ესროდა?ან შევარდნაძის პერიოდი?და კიდევ,კომუნისტების დროს რომ ვცხოვრობდით ისე მე არ მინდა ცხოვრება.ჩემთვის თავისუფლება და დემოკრატია უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე ძეხვი და პური.ან რა უფლება გვქონდა კარგი ცხოვრების მაშინ?ამდენი ხალხი დაგვიხოცეს კომუნისტებმა 70 წლის მანძილზე და მაინც მაგათ ვემსახურებოდით და გვიხაროდა ასანთი ერთი კაპიკი ღირსო.რავი აბა,კაცი შპალიერს და კაფელს ვერ იყიდიდი წესიერს თუ სპეკულიანტებისგან არ აიღებდი.ეს იყო მაგარი ქვეყანა?ზატო ბაღია უფასო ხო?

რედაქტორის რჩევით