არ ჩაითრიოთ პოლიტიკურ თამაშებში ქართული არმია...
04-05-2015
არ ჩაითრიოთ პოლიტიკურ თამაშებში ქართული არმია...
24-წლიან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მე-17 თავდაცვის მინისტრი ჰყავს, ამჯერად მანდილოსანი

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9-წლიან პერიოდს იმიტომაც ვაკრიტიკებდით, რომ მათ ამ პერიოდში შვიდი თავდაცვის მინისტრის შეცვლა მოასწრეს, ხოლო 2004 წელი სულაც რეკორდული გამოდგა - იმ წელს თავდაცვის მინისტრის სავარძელი ოთხმა ადამიანმა მოირგო, თუმცა, არა, მორგება სცადა და ვერ მოირგო.
"ქართული ოცნება" მესამე წელია, ქვეყანას მართავს და უკვე მესამე თავდაცვის მინისტრს ნიშნავს. პრეტენზიები, რომ თინათინ ხი
დაშელი სუსტი სქესის წარმომადგენელია, ჯარში არ უმსახურია და სამხედრო საქმის არაფერი იცის, უსაფუძვლოა, რადგან თავდაცვის მინისტრის პოსტი პოლიტიკური თანამდებობაა და მთავარია, ის კარგი მენეჯერი იყოს, ჯარს კი გენშტაბმა და მისმა  უფროსმა უნდა მიხედონ.

პრობლემა გახლავთ თავდაცვის მინისტრების თითქმის ყოველწლიური ცვლა (მინდია ჯანელიძემ ამ პოსტზე ნახევარი წელიც ვერ გაძლო), რითაც "ქართული ოცნება" "ნაციონალურ
მოძრაობას" დაეწია და შეიძლება გადაასწროს კიდეც.

თავდაცვის მინისტრების ასეთი ხშირი ცვლა ცუდად მოქმედებს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის განწყობასა და მათ საბრძოლო სულისკვეთებაზეც კი.

მინდია ჯანელიძის გადაყენება უცნაური და ყველასთვის მოულოდნელი იყო. 30 აპრილს თავდაცვის სამინისტროს სააქტო დარბაზში ქართული არმიის 24 წლისთავის აღსანიშნავი კონცერტი მიმდინარეობდა, რომელსაც პრეზიდენტი - შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, თავდაცვის მინისტრი, გენშტაბის უფროსი, უცხოეთის სამხედრო ატაშეები და რაც მთავარია, ოფიცრები ესწრებოდნენ. სწორედ ამ დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურმე, მოქმედი მინისტრი, ფაქტობრივად, უკვე შეუცვლიათ დეპუტატ თინათინ ხიდაშელით. იქ შეკრებილი ქართველი ოფიცრების თვალებში მე დაბნეულობა და გაურკვევლობა ამოვიკითხე...
ნუთუ არ შეიძლებოდა,  თავდაცვის მინისტრი მაინცდამაინც ქართული არმიის დაბადების დღეს არ შეეცვალათ? რა გრძნობა გაუჩნდებათ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც არმიის შექმნის დღეს დილით ერთი მინისტრი ულოცავს, საღამოს კი სხვა მინისტრი ჰყავთ?

სპონტანურობა ქვეყნის მართვაში და მით უმეტეს - სახელმწიფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ძალზე საშიშია. "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ ამ ნაკლით გამოირჩეოდა, თუმცა, როგორც ჩანს, არც "ქართული ოცნება" აკლებს ხელს...
კაკო
22 მაისი 2015 09:44
ვაი და უი ოცნების ამომრჩევლებს ნაციონალები 1000–ჯერ ჯობს ოცნებას უბრალოდ გვრცხვენია და ვერ ვამხელ ხმა ოცნებას რომ მივეცი
mixeili
17 მაისი 2015 13:02
ახლა ესენიც იმხ ხრიკებს მიმარტავენ როგორც 2010 ცელს ნაცებმა გაგვატავისუფლეს პენსიას მიგწეული ოფიცრები. ახლა კონტრაკტს აგარ უგრდზელებენ ვისაც პენსიამდე ერტი კონტრაკტის ვადა დარცატ .გრცხვენოდეტ კაცი სიცოცხლეს სცირავ და ტკვენ ასე უმადურად ეკცევიტ.




vaja 17
06 მაისი 2015 11:31
რა ქვეყანაცაა, ისეთიც ჯარია! რაც ჯარია, ისეთივე მინისტრია!

რედაქტორის რჩევით