გასაიდუმლოებული ქართული იარაღი
01-06-2015
გასაიდუმლოებული ქართული იარაღი
ძალზე მოულოდნელი გახლდათ, რომ 26 მაისს სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრმა "დელტამ" საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების რამდენიმე ათეულ საგამოფენო ეგზემპლარს შორის აქამდე გასაიდუმლოებული ორი ახალი პროექტიც წარმოადგინა.

ჩვენ ვიცოდით, რომ ეს პროექტები არსებობდა, მაგრამ მათზე არასოდეს გვისაუბრია. მათი სახალხოდ გამოფენის შესახებ გადაწყვეტილება, ალბათ, დღესასწაულის წინ მიიღეს და თანაც არა "დელტას", არამედ - ქვეყნის ხელმძღვანელების დონეზე.

ეს არის უპილოტო (უფრო სწორად - დისტანციურად მართვადი) შვეულმფრენი და 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი, რომელსაც მნიშვნელოვნად აქვს შემცირებული
გასროლისას წარმოქმნილი უკუდარტყმის ძალა, რაც ბორბლებიან და მუხლუხებიან შასიზე მისი დამონტაჟების საშუალებას იძლევა.
"დელტას" უპილოტო შვეულმფრენი შექმნილია ამერიკული კომპანია ღოტორჭაყ-ის Eხეც 162F ტიპის მსუბუქი შვეულმფრენის ბაზაზე და ორადგილიანი კაბინის ადგილზე დამონტაჟებულია დისტანციურად მართვის რადიოელექტრონული აპარატურა, ბორტებზე კი ორი ტყვია­მფრქვევი "მინიგანი" და ორი უმართავი რაკეტების გასაშვები
ბლოკი კიდია.

უპილოტო შვეულმფრენისთვის ასეთი ნომენკლატურის შეიარაღება შეიძლება გამართლებული არც იყოს, რადგან ერთი "მინიგანის" სროლის ტემპი 3000-დან 6000 გასროლამდეა წუთში და 680 კგ-იანი უპილოტო საჭირო ვაზნების რაოდენობის მარაგს ვერ ზიდავს.

ალბათ, უპრიანი იქნებოდა, თუკი მას უპილოტო სადაზვერვო-დამრტყმელი შვეულმფრენის ფუნქცია ექნებოდა და რამდენიმე კმ-ის სიშორიდან "ჰაერი-მიწა" კლასის მართვადი რაკეტებით კონკრეტული სამიზნის წერტილოვანი განადგურება შეეძლებოდა, მაგალითად, კუმულაციურქობინიანი რაკეტით მოწინააღმდეგის ტანკს გამოიყვანდა მწყობრიდან, ხოლო მსხვრევად-ფუგასური ან თერმობარული ქობინით აღჭურვილი მართვადი რაკეტით ტერორისტების რომელიმე ლიდერის მზეს ჩაასვენებდა.

უპილოტო შვეულმფრენის ტვირთამწეობა 238 კგ-ს არ აღემატება, ხოლო ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 3 კმ-ია. თუკი "დელტას" უპილოტო, მაგალითად, ისრაელის წარმოების შპიკე-Eრ-ით აღიჭურვება (თითოეული რაკეტის მასა მხოლოდ 33 კგ-ია), მაშინ მას 8 კმ-ის სიშორიდან შეეძლება მოწინააღმდეგის ტანკის აფეთქება, ისე, რომ თვითონ არ აღმოჩნდეს მტრის ახლო მანძილზე მოქმედების საჰაერო თავდაცვის სისტემების ცეცხლქვეშ.
უპილოტო სადაზვერვო-დამრტყმელ შვეულმფრენებს დიდი მომავალი აქვს, რადგან მათ ოპერატიულად გამოსაყენებლად საჭირო არ არის ასაფრენი ზოლი, რაც აუცილებელია, მაგალითად, უპილოტო თვითმფრინავისთვის.
ქართული არმია უპილოტო საფრენი აპარატების დიდ უკმარისობას განიცდის და "დელტასთან" ერთად შეიძლებოდა უპილოტო შვეულმფრენის გაუმჯობესება, მაგრამ ამისთვის სახელმწიფოებრივი აზროვნება და დიდი მონდომებაა საჭირო.

"დელტას" გასაჯაროებული მეორე საიდუმლო პროექტი მობილური 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნია და არანაკლებია მისი პერსპექტივაც. ნაღმსატყორცნები დღემდე საარტილერიო შეიარაღების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური კომპონენტია, განსაკუთრებით - ჩვენნაირი მთაგორიანი რელიეფის პირობებში. თუმცა, ბუქსირებადი ნაღმსატყორცნის საცეცხლე პოზიციიდან მოხსნას რამდენიმე წუთი სჭირდება, რაც საკმარისია მოწინააღმდეგისთვის ზუსტი კონტრსაბატარეო ცეცხლის გახსნისთვის, მით უმეტეს, თუკი მის განკარგულებაში თანამედროვე რადიოლოკაციური საშუალებებია.

ამიტომაც ნაღმსატყორცნი, რომელიც მანქანის ძარაზეა დამონტაჟებული და იქიდან ისვრის, უფრო მობილურია და უფრო სწრაფად ტოვებს საცეცხლე პოზიციას. თუმცა, 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნებიდან მაქსიმალურ მანძილზე ნაღმის გასროლის მომენტში წარმოიქმნება უზარმაზარი უკუდარტყმის ძალა, რომელ­საც თვითმავალი შასი ვერ უძლებს. სწორედ ამ პრობლემის გადასაწყვეტად "დელტას" კონსტრუქტორებმა დაამზადეს ნაღმსატყორცნის გასროლისას წარმოქმნილი უკუდარტყმის ძალის მნიშვნელოვნად შემამცირებელი ჰიდრავლიკური მოწყობილობა, რაც 8X8 ტიპის ბორბლებიან შასიზე ამ მობილური ნაღმსატყორცნების განთავსების შესაძლებლობას იძლევა.
დღეს მობილურ ნაღმსატყორცნებზე დიდი მოთხოვნაა სხვადასხვა ქვეყნის არმიებში და ამ შეიარაღების მსოფლიოს ბაზარზე ძალზე აქტიურობენ ისრაელი SPEAR-ისა და სინგაპური SRAMS-ის ტიპის მობილური ნაღმსატყორცნებით, რომლებსაც მნიშვნელოვნად აქვთ შემცირებული უკუდარტყმის ძალა. შეძლებს თუ არა "დელტას" ანალოგიური დანიშნულების მობილური ნაღმსატყორცნი მათთვის კონკურენციის გაწევას, მომავალი გვიჩვენებს.
kaco
08 ივნისი 2015 11:01
ტუ საიდუმლოა, რაგას აკვეკნებტ,მტერი ვერ ცაიკიტხავს?
mindia
05 ივნისი 2015 17:54
kanonmorchili mokalake-ს

ინამუსე და "კანონმორჩილი მოლაქლაქის" სახელით მაინც გამოაქვეყნე შენი სისულელეები!
geo
04 ივნისი 2015 23:50
შენი საკუთარი ქვეყანა როგორ არ უნდა გიყვარდეს? აქ ზოგიერთების კომენტარს რომ ვკითხულობ ერთი და იგივე სახელით სულ ქვეყნის საწინააღმდეგოდ გამოდიან და ბარბაროსების მხარეს იჭერენ ვფიქრობ ესენი ქართველები არ არიან რუსი შეიძლება იყოს ან სომეხი საქართველოში მაცხოვრებელი და ქართული სახელებით შემოდიან!

რედაქტორის რჩევით