ივანიშვილის რეზიდენციაზე თვალი მერაბიშვილის გარდა ახალაიასაც სჭერია
08-06-2015
ივანიშვილის რეზიდენციაზე თვალი მერაბიშვილის გარდა ახალაიასაც სჭერია
სპეცტექნიკის გამოყენებით ახალაია და მერაბიშვილი უკვე ერთმანეთსაც კი უთვალთვალებდნენ და ზვერავდნენ

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "პალიტრა TV-"ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა, რომ არ იცის, რა მოუხერხოს იმ ძალზე ძვირად ღირებულ სპეცაპარატურას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის სათვალთვალოდ შეიძინა ყოფილმა ხელისუფლებამ და დღეს ის თავდაცვის სამინისტროს არაფერში სჭირდება.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია აპარატურის დასახელება (უფრო მეტიც, ხაზი გაუსვა, რომ თავდაცვის სამინისტროში არავინ იცის, რა ჰქვია მას), თუმცა, სავარაუდოდ, ლაპარაკი უნდა იყოს ოპტიკურ-ელექტრონული თვალთვალისა და
ინფორმაციის მოპოვება-დამუშავების ერთიან სისტემაზე, რომელსაც სპეცსამსახურები ხშირად იყენებენ ობიექტის საცხოვრებლის სათვალთვალოდ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

თუკი დავუჯერებთ თავდაცვის მინისტრს, გამოდის, მისი ერთ-ერთი წინამორბედის, ყველაზე დიდი ალბათობით კი ბაჩო ახალაიას, მინისტრობის დროს თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის საფასურად შეიძინა ეს სისტემა კონკრეტული მიზნისთვის - ეთვალთვალა მაშინდელი
ოპოზიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისთვის სოლოლაკში.

ამაში რაღაც ახა­ლი და სენსაციური არაფერია, რადგან ჯერ კიდევ 2012 წლის 19 ნოემბრის "კვირის პალიტრის" ნომერში გამოქვეყნებულ ექსკლუზიურ სტატიაში "ივანიშვილის სასახლეს შსს ტელეანძიდან უთვალთვალებდა", დაწვრილებით ვწერდით, თუ რა ტექნიკური საშუალებებით ზვერავდა ივანიშვილის რეზიდენციას ტელეანძიდან შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი.

კერძოდ, შსს-ს სპეციალისტებმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ფუნიკულიორზე, ტელეანძის სამუშაო სათავსების ფანჯრებთან დაამონტაჟეს მძლავრი ტელეობიექტივით აღჭურვილი ციფრული ფოტოაპარატი, რომელიც ტელეანძიდან აფიქსირებდა დაახლოებით 1260 მეტრით დაშორებულ ივანიშვილის რეზიდენციაში შესულ და ეზოში მოსიარულე ყველა პირის სახეს. მიღებული ინფორმაცია მუშავდებოდა და შსს ივანიშვილის ყველა სტუმრის ვინაობას იგებდა.

წესით, პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ივანიშვილის რეზიდენციაზე თვალთვალის შესახებ შსს-ს ინფორმაციაც საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ საქმეში ახალაიას მიერ თავდაცვის სამინისტროს ჩართვაც უფრო იმაზე მიუთითებს, რომ მერაბიშვილსა და ახალაიას შორის უკვე შავ კატას გაერბინა და ისინი ერთმანეთს აღარ ენდობოდნენ. მეტიც, სპეცტექნიკის გამოყენებით ახალაია და მერაბიშვილი უკვე ერთმანეთსაც კი უთვალთვალებდნენ და ზვერავდნენ.
maia
21 ივნისი 2015 02:52
nino

უკაცრავად მაგრამ თქვენ ვის დაკარგვიხართ.
თქვენ გგონიათ რომ რამე გაგეგებათ,და ცდილობთ სხვებს ასწავლოთ ვინ რამდენი ხანი უნდა გაატაროს კომპიუტერთან
ყველა თავისებურად უყურებს ამ საკითხს და მიეცით თუ შეიძლება საშუალება თავისი აზრის გამოხატვის.
ნინო თქვენნაირმა ხალხმა ქართველმა თუ უცხოელმა ძალიან გადაღალა საზოგადოება.
nino
20 ივნისი 2015 09:54
შე საცოდაო ტამუნა,უკვე აღარაფერი გეშველება.მიშას იდეის-ახალი ადამიანის ჩამოყალიბების შესახებ-უკვე შეკმნილია შენი სახიტ.''ღამირა' ხარ,ეროვნებადაკარგული.დზალიან სამწუხაროა.გირჩევ ,წაიკიტხო დიდი ვაჟას წერილი კოსმოპოლიტიზმზე,ტყ, რასაკვირველია კარტულად იცი კიტხვა.დაფიკრტი და მარტო კომპიუტერს ნუ უზიხარ.იკიტხე სხვა ერების ისტორიები და მაშინ იკნებ დააფასო კიდეც,და შეიყვარო კიდეც კარტველები,რასაკვირველია,ტუ ეროვნაბიტ კარტველი ხარ.წარმატებებს გისურვებ.
გამარჯვებულებს არ ასამართლებენ!!!
19 ივნისი 2015 10:46
რა იპოვა ტელეგრეიკა მოსხმულმა თავდაცვის მინისტრმა გაირკვევა ალბათ როდისმე....რატომ ალასანიამ ვერ იპოვა ან ჯანელიძემ ესეც გაირკვევა. მიშა რო გასმენინებდათ პატარკაციშვილის თუ გამსახურდიას ინსტრუქციებს მომიტინგეებისადმი: როგორ შევარდნილიყვნენ პარლამენტის შენობაში და ასე შემდეგ....რა თქმა უნდა აზრი არა აქვს თქვენთვის. ყოველი სიტყვა ოპოზიციის მიერ ნათქვამი, პრემიერის მიერ განიხილება როგორც "სახელმწიფო გადატრიალების მცდლობა" და ის თვეობით ქუჩაში დგომა, კარვები თუ საკნები ქვეყნის აღმშენებლობა იყო არაა? გამარჯვებულებს არ ასამართლებენო....გერმანიას რო ომი მოეგო როგორ გგონიათ ჰიტლერი სტალინს თუ ჟუკოვს არ გაასამართლებდა გენოციდისთვის? ამისათვის მარტო გულაგები და დახვრეტილი პოლონელი ოფიცრები იკმარებდა... თვალი გაახილეთ, წავა ბიძინა, ეს მოხდება ადრე თუ გვიან და დაინახავთ ამათ ნამოქმედარსაც და დამიჯერეთ არც თქვენ დაიჯერებთ და მაშინ ჩვენ გაგვატარეთ.

რედაქტორის რჩევით