ერთ დღეს დაკარგული ორი თვითმფრინავი
08-06-2015
ერთ დღეს დაკარგული ორი თვითმფრინავი
2015 წლის 4 ივნისი შეიძლება შავი ასოებით ჩაიწეროს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ისტორიაში, რადგან ამ დღეს ორი საბრძოლო თვითმფრინავი, გამანადგურებელი МиГ-29КУБ და საფრონტო ბომბდამშენი Су-34, დაკარგეს. თუმცა ორივე საავიაციო შემთხვევა შეფასდა როგორც ავარია, რადგან ორივე თვითმფრინავის ეკიპაჟები (4 მფრინავი) გადარჩნენ.

4 ივნისს, შუადღისას, ასტრახანის ოლქში ორმა პილოტმა კატაპულტირება განახორციელა მართვადაკარგული МиГ-29КУБ ტიპის გამანადგურებლიდან. თვითმფრინავი მიწას დაენარცხა და აფეთქდა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური МиГ-29КУБ ტიპის ორადგილიანი გამანადგურებელი რუსეთმა 2011 და 2014 წლებშიც დაკარგა.
ეს გამანადგურებლები ავიამზიდის გემბანიდან ასაფრენად შეიქმნა. ინდოეთმა რუსეთს 46 ასეთი თვითმფრინავი დაუკვეთა, თუმცა სამი გამანადგურებლის ჩამოვარდნამ ინდოელი სამხედროები უნდა დააფიქროს.
იმავე 4 ივნისს, თითქმის იმავე დროს, ვორონეჟის ოლქში აეროდრომზე დაშვებისას, სავარაუდოდ, დიდი სიჩქარის გამო, რაც პილოტების შეცდომით იყო გამოწვეული, ვეღარ მოასწრო დამუხრუჭება და გადაბრუნდა რუსეთის
საბრძოლო ავიაციის სიამაყე, უახლესი საფრონტო ბომბდამშენი Су-34. თვითმფრინავი დაიმტვრა, თუმცა არ აფეთქებულა. ეკიპაჟის ორივე წევრი გადარჩა.

სხვათა შორის, ბევრი ინფორმაცია გამოჩნდა იმის შესახებ, რომ აგვისტოს ომის დროს, თბილისის ზღვის ჩრდილოეთ მხარეს, მთაზე მდგარი ქართული სამოქალაქო რადიოლოკაციური სადგური სწორედ იმ ანტისარადარო მართვადმა რაკეტამ ააფეთქა, რომელიც რუსულმა Су-34-მა გამოუშვა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ერთ დღეს, 2008 წლის 9 აგვისტოს, საქართველოსთან ომში რამდენიმე საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგეს: ერთი შორი მოქმედების ბომბდამშენი Ту-22М3, ერთი საფრონტო ბომბდამშენი Су-24М და ორი მოიერიშე Су-25.
lamara
14 ივნისი 2015 13:01
რუსებს ტექნიკაც უამრავი აქვთ ჯარიც უამრავი ყავტ აგრესიაც დიდი აქვთ , ადამიანობა აქვთ ცოტა. ჩვენ ქართველები ცოტანი ვარტ მაგრამ სული, გული, ადამიანობა და ერთობა უნდა გვქონდეს დიიდი . ჩვენ გავიმარჯვებთ
ამირანი
13 ივნისი 2015 22:57
რუსეთუმეებო რად გიხარიათ რუსეთის სიძლიერე? და რად არ გიხარიათ საქართველოს ისტორიული მტრის და წამგლეჯის თუნდაც მცირედი წარუმატებლობანი? სირცხვილია ეს თქვენთვის. ისიც ნათქვამია ზღვა წვეთით დაილიაო. ის კი ჭეშმარიტებაა, რომ ბოროტება საბოლოოდ ვერ გაიმარჯვებს, და თუ გაიმარჯვებს, მაშინ სამყაროს დედა ეტირება და მასთან ერთად ბოროტების დამქაშებსაც, ე.წ რუსეთუმეებსაც
სიმართლე
11 ივნისი 2015 21:59
ინფორმაცია წაიკითხეთ და დასკვნა თავად გააკეთეთ. ჟურნალისტი რა შუაშია? ეს ჩასაფრებული ხალხი თავის თავის ლუსტრაციას აეთებს. უკვე მერამდენედ. ირაკლი კი უკვე 26 წელია მხოლოდ სიმართლეს წერს!

რედაქტორის რჩევით