Ge-31 "ბორა" - ახალი ქართული მოიერიშე თვითმფრინავი არც ერთი რუსული ნაწილით!
10-08-2015
Ge-31  "ბორა" - ახალი ქართული მოიერიშე თვითმფრინავი არც ერთი რუსული ნაწილით!
Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა, რომელსაც 1978 წლიდან მხოლოდ თბილისის საავიაციო ქარხანა აწყობდა, შეიძლება ახალი სიცოცხლე შეიძინოს, რაც მის კონკურენტუნარიანობას შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაზრდის.

ერაყში, "ისლამურ სახელმწიფოსთან" მიმდინარე ბრძოლებში კვლავ გამოჩნდა Су-25 მოიერიშეების საბრძოლო ეფექტურობა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან მსოფლიოში მხოლოდ ორი სპეციალიზებული რეაქტიული მოიერიშე თვითმფრინავი არსებობს - პოსტსაბჭოური Су-25 და ამერიკული A-10A, რომლის შექმნაშიც ჩვენმა თანამემამულე ალექსანდრე ქართველიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა.

პენტაგონი, რომელიც აქამდე A-10A-ების ჩამოწერას აპირე­ბ­და, ახლა მის
მოდერნიზაციაზე ფიქრ­ო­ბს, რადგან ეს შედარებით იაფი საბრძოლო თვითმფრინავი ძალზე ეფექტურია ლოკალ­ურ ომებში.
იგივე ითქმის ჩე-25-ზეც, რომელსაც თითქოს უპერსპექტივო მომავალი ჰქონდა, რადგან რუსეთ-საქართველოს ურთულესი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისი აწყობის გაგრძელება "თბილავიამშენში" წარმოუდგენელი ჩანდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასე არ ფიქრობენ თავად "თბილავიამშენში". "კვირის პალიტრას" სააქციო საზოგადოება "თბილავიამშენის" გენე­რა­ლურმა
დირექტორმა ნოდარ ბერიძემ განუც­ხადა, რომ საწარმო იწყებს Су-25-ის კარდინალურად ახალი, მოდერნიზებული ვარიანტის შექმნას, რომელსაც არც ერთი რუსული ნაწილი არ ექნება და შესაბამისად, "თბილავიამშენი" აღარ იქნება დამოკიდებული რუსული ემბარგოს აკრძალვებზე.

ახალ მოიერიშე თვითმფრინავს Ge-31 Bora დაერქმევა, სადაც Ge საქართველოს ნიშნავს, 31 - თბილისის საავიაციო ქარხნის ყოფილ ნომერს, ხოლო "ბორა" ქართულად მტაცებელი ფრინველის ერთ-ერთი სახეობაა, ძერას ჰგავს.
"თბილავიამშენის" გენდირექტორის განცხადებით, "ბორას" ფიუზელაჟს, ფრთებს, კილს Су-25К-სა და Су-25Т მოდიფიკაციებიდან აიღებენ და საქართველოშივე დაამზადებენ. რაც შეეხება თვითმფრინავის რადიოელექტრონულ და ნავიგაციის სისტემებს, მათ დასავლეთის ქვეყნების ფირმებისგან შეიძენენ, რისი გამოცდილებაც "თბილავიამშენს" უკვე აქვს "სკორპიონისა" და "მიმინოების" ვარიანტების დამზადების პროცესში.

ყველაზე რთული შესაბამისი რეაქტიული ძრავების მოძიება იქნება, რომლებიც მინიმალური გადაკეთების შემდგომ უნდა ჩაეტიონ იმ მოტოგონდოლებში, რომლებშიც დღეს Су-25-ის Р-195 ტიპის რეაქტიული ძრავებია განთავსებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალ მოიერიშეს ხელახლა დასჭირდება აეროდინამიკური კვლევები, რაც დიდ დროსა და თანხებთანაა დაკავშირებული.

ძრავების ჩანაცვლებისთვის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება ფრანგულ და იტალიურ ფირმებთან, ისევე როგორც მფრინავის კატაპულტის სავარძლის რუსულის ბრიტანულით შეცვლის თაობაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა "ბორას" დაცვის გაძლიერებას რადიოლოკაციური და სითბური დამიზნების საზენიტო რაკეტებისგან.
ქართველი სპეციალისტების თქმით, "ბო­­რას" უნდა შეეძლოს როგორც საბჭოთა, ისე NATO-ს სტანდარტის შეიარაღების გამოყენება.

"თბილავიამშენის" იდეა ძალზე საინტერესოა და Су-25-მა შეიძლება მართლაც შეი­ძინოს ახალი სიცოცხლე და აღადგინოს თვითმფრინავმშენებლობის მდიდარი ტრადიციები საქართველოში, თუმცა, ეტყობა, "თბილავიამშენს" ამისთვის არაერთი სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური (მათ შორის, შიდასახელმწიფოებრივი) ბარიერის გადალახვა მოუწევს.
91ირაო
16 სექტემბერი 2016 04:38
და თუ გასაიდუმლა, ვერც გავიგებტ ამას ვერავინ, მატ6 სჰორის ის ქარტველები რომლებიც უცხოეტიდავ ზოველდგე ვკიტხულობტ მანდაურ ამბებს.
იქნებდა რომელიმე ჩვენგანს შეუძლია მსგავს ფირმებთან ურთიერთობაში შეცვლა და ბორას დახმარება:

და საერტოდ რატო უნდა გავასაიდუმლოტ ის რომ ჩვენს მოცინააღმდეგე მტერს ტუნდაც ინტელექტუალურად უკვე გადაუსწარით .

მიმიხვდებოდით ლოგიკა რომელი მხრითკენაა. :0)

უზეჭკვიანეს ქართველ ერს, ჩვენს შემოქმედ დედაენას და მშვიდობაის გურულად გუმარჯოს კახური ღვინითააოო !! ვოტ!
...
15 სექტემბერი 2016 12:52
წარმატებები!
მაინტერესებს ,სახელმწიფოს არა აკვს უფლება ასეთი სერიოზული ინფორმაცია გრიფიტ საიდუმლოდ დატოვოს?
qartveli
14 სექტემბერი 2016 23:39
warmatebebi qartuls yvelafers!

რედაქტორის რჩევით