მოსკოვში სტალინის პორტრეტებს ჰკიდებენ, გორში კი მის ძეგლს რაკეტა ესროლეს... - კვირის პალიტრა

მოსკოვში სტალინის პორტრეტებს ჰკიდებენ, გორში კი მის ძეგლს რაკეტა ესროლეს...

მოსკოვის მერიის გადაწყვეტილებით, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 65 წლის აღსანიშნავად, რუსეთის დედაქალაქში 9 მაისამდე იოსებ სტალინის

უზარმაზარი პორტრეტები დაიკიდება, რათა რუსმა ხალხმა იცოდეს, თუ ვისი ხელმძღვანელობით დაამარცხა საბჭოთა კავშირმა ფაშისტური გერმანია.

რუსეთის ხელისუფლების გადასაწყვეტია, თავის დედაქალაქში ვის პორტრეტებს დაჰკიდებს, მაგრამ რას ერჩოდნენ მშვიდობიან გორს - მის ცენტრში ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების "ისკანდერის" ტიპის ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც ამ ქალაქში დაბადებული იოსებ სტალინის ძეგლის წინ აფეთქდა, რაზეც ეს ფოტოფაქტიც მიუთითებს...