ქართულ ბატალიონებს "ჩვენებური" ომებისთვისაც მოამზადებენ?!
ქართულ ბატალიონებს "ჩვენებური" ომებისთვისაც მოამზადებენ?!
საქართველო-NATO-ს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა რუსეთს გააღიზიანებს.

27 აგვისტოს კრწანისში გაიხსნება საქართველო-NATO-ს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელთან დაკავშირებითაც პოლიტიკური სპეკულაცია უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს.
ამ ცენტრის მიზანი იქნება ბატალიონის დონის დანაყოფის გაწვრთნა და მისი საბრძოლო შესაძლებლობების შეფასება. აქ შეიძლება მომზადდნენ როგორც ქართული არმიის, ისე NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო დანაყოფები.
რაღაც ამისმაგვარი საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს,­ კერძოდ, საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, რომელსაც NATO-ს "პარტნი­ორობა მშვიდობისათვის­"
პროგრამის სერტიფიკატი­ აქვს მიღებული და ყოველ­წლიურად რამდენიმე ათე­ულ სამხედროს ამზადებს ზაფხულსა და ზამთარში მთაგორიან რელიეფზე საბრძოლო მოქმედებებისთვის. ქართველი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედროების გარდა, მომზადებას, მაგალითად, სომეხი მედესანტეებიც გადიან.
საჩხერის სამთო მომზადების სკოლას არასდროს გამოუწვევია გაღიზიანება მეზობელ რუსეთში, მაგრამ საქართველო-NATO-ს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების
ცენტრის გახსნა განსაკუთრებულ უარყოფით რეაქციას იწვევს რუსეთის ხელისუფლებაში.
მოსკოვში თვლიან, რომ ეს ერთობლივი ცენტრი სხვა არაფერია, თუ არა შეფარული NATO-ს სამხედრო ბაზა რუსეთის სამხრეთ საზღვართან.
შეიძლება გულის სიღრმეში ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილს სურს, ეს ცენტრი მართლაც აღმოჩნდეს NATO-ს სამხედრო ბაზა, რომელიც შეაჩერებდა რუსული სამხედრო აგრესიის შესაძლო განახლებას, მაგრამ ამ ცენტრში მხოლოდ სამხედრო დანაყოფებს­ გაწვრთნიან და მას არ ექნება საბრძოლო შენაერთის ამოცანები.
მეორე მხრივ, თუკი ამ ცენტრში ეფექტურად დაიწყო ქართული ქვეითი ბატალიონების გაწვრთნა და თანაც არა მარტო ისეთი ასიმეტრიული საბრძოლო მოქმედებებისთვის, რაც ავღანეთშია, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
წვრთნისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა სასურველია ქართული საბრძოლო დანაყოფები მოამზადოს სავარაუდო მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო კოლონებთან ბრძოლისთვის, მისი არტილერიისა და ავიაციის თავდასხმის მოსაგერიებლად, რასაც ავღანეთში გაგზავნილ ქართულ ბატალიონებს არავინ ასწავლიდა.
მკითხველის კომენტარი (5)
mzirals!!!:)))
18 სექტემბერი 2015 09:50
როგორ გეტყობა რო საერთოდ არ გაგაჩნია მიწიერი და პრაქტიკული აზროვნება . ქართულ არმიას ბრძოლები და ვარჯიშიკი არა მხოლოდ (რიცხოვნება) თU გააძლიერრებს ანუ ბლომად რო ვიყოთ ერი რაც არ მოხდება არასდროს თუნდაც საუკუნეები გავიდეს:)) ეს იმიტომ რომ ქართველებს ერთმანეთის დაჭმის მეტი არაფერი გვეხერხება ძვუირსფასოო:).
DAVID-S
04 სექტემბერი 2015 17:57
სხვას რო უყურებ შენ რატო არ ესვრი?
mzirali
04 სექტემბერი 2015 07:54
კარგია რომ გაიხსნა მაგრამ აამაღლებს კი ეს ქართული არმიის შესაძლებლობებს. ?!!!
david
28 აგვისტო 2015 00:16
ვაი თქვენ პატრონს.ნატოს ლიტერატურა და ცენტრი გადარჩენს საქართველოს და დაუბრუნებს აფხაზეთს.არ დაიღალეთ ამდენი ტყულებით,ნატოს კიარა თალიბანის ბრძოლის ტაკტიკა გადარჩენს საქართველოს,ცხრა ძმა ხერხეულძეს რო ეფიქრა იმდროის ნატოს მაგვარი გადარჩენდა--- მაშვინ დღეს საქართველო კი არ იქნებოდა .პარტიზანული ომი იხსნის ამ ქვეკანას და სიმართლის გზაზე სიარული.ხვალ ჩამოვა ამერიკელი და იმ ბანერებს რუსებს ურტყამენ ტავში. სასაცილოა სატირალი რო არ იყოს ..ერთი ადამიანი არ მოინახა ვითომ საზგვარი რო არის სიმბოლურად რო ესროლოს და რაზეა ლაპარაკი ჩვენ არ ვიმსახურებთ ქვეყანას და იმ გმირი წინაპრების სახელის ხსენებას.
შოთა
26 აგვისტო 2015 12:19
აი დარდი თუ რესეთში გაღიზიანდებიან. არავის წააკვნიტონ. რუსეთი არის ხულიგნების, ბანდიტების, უკულტურო მასების ჭაობი რომელსაც არ უწერია დიდი დრო. დაიშლება ეგ მახინა. თანამედროვე სამაყაროში მაგ სუნიანების ადგილი უკვე აღარ არის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
10-12-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები