ქართულ ბატალიონებს "ჩვენებური" ომებისთვისაც მოამზადებენ?!
24-08-2015
ქართულ ბატალიონებს "ჩვენებური" ომებისთვისაც მოამზადებენ?!
საქართველო-NATO-ს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა რუსეთს გააღიზიანებს.

27 აგვისტოს კრწანისში გაიხსნება საქართველო-NATO-ს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელთან დაკავშირებითაც პოლიტიკური სპეკულაცია უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს.
ამ ცენტრის მიზანი იქნება ბატალიონის დონის დანაყოფის გაწვრთნა და მისი საბრძოლო შესაძლებლობების შეფასება. აქ შეიძლება მომზადდნენ როგორც ქართული არმიის, ისე NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო დანაყოფები.
რაღაც ამისმაგვარი საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს,­ კერძოდ, საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, რომელსაც NATO-ს "პარტნი­ორობა მშვიდობისათვის­"
პროგრამის სერტიფიკატი­ აქვს მიღებული და ყოველ­წლიურად რამდენიმე ათე­ულ სამხედროს ამზადებს ზაფხულსა და ზამთარში მთაგორიან რელიეფზე საბრძოლო მოქმედებებისთვის. ქართველი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედროების გარდა, მომზადებას, მაგალითად, სომეხი მედესანტეებიც გადიან.
საჩხერის სამთო მომზადების სკოლას არასდროს გამოუწვევია გაღიზიანება მეზობელ რუსეთში, მაგრამ საქართველო-NATO-ს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების
ცენტრის გახსნა განსაკუთრებულ უარყოფით რეაქციას იწვევს რუსეთის ხელისუფლებაში.
მოსკოვში თვლიან, რომ ეს ერთობლივი ცენტრი სხვა არაფერია, თუ არა შეფარული NATO-ს სამხედრო ბაზა რუსეთის სამხრეთ საზღვართან.
შეიძლება გულის სიღრმეში ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილს სურს, ეს ცენტრი მართლაც აღმოჩნდეს NATO-ს სამხედრო ბაზა, რომელიც შეაჩერებდა რუსული სამხედრო აგრესიის შესაძლო განახლებას, მაგრამ ამ ცენტრში მხოლოდ სამხედრო დანაყოფებს­ გაწვრთნიან და მას არ ექნება საბრძოლო შენაერთის ამოცანები.
მეორე მხრივ, თუკი ამ ცენტრში ეფექტურად დაიწყო ქართული ქვეითი ბატალიონების გაწვრთნა და თანაც არა მარტო ისეთი ასიმეტრიული საბრძოლო მოქმედებებისთვის, რაც ავღანეთშია, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
წვრთნისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა სასურველია ქართული საბრძოლო დანაყოფები მოამზადოს სავარაუდო მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო კოლონებთან ბრძოლისთვის, მისი არტილერიისა და ავიაციის თავდასხმის მოსაგერიებლად, რასაც ავღანეთში გაგზავნილ ქართულ ბატალიონებს არავინ ასწავლიდა.
mzirals!!!:)))
18 სექტემბერი 2015 09:50
როგორ გეტყობა რო საერთოდ არ გაგაჩნია მიწიერი და პრაქტიკული აზროვნება . ქართულ არმიას ბრძოლები და ვარჯიშიკი არა მხოლოდ (რიცხოვნება) თU გააძლიერრებს ანუ ბლომად რო ვიყოთ ერი რაც არ მოხდება არასდროს თუნდაც საუკუნეები გავიდეს:)) ეს იმიტომ რომ ქართველებს ერთმანეთის დაჭმის მეტი არაფერი გვეხერხება ძვუირსფასოო:).
DAVID-S
04 სექტემბერი 2015 17:57
სხვას რო უყურებ შენ რატო არ ესვრი?
mzirali
04 სექტემბერი 2015 07:54
კარგია რომ გაიხსნა მაგრამ აამაღლებს კი ეს ქართული არმიის შესაძლებლობებს. ?!!!

რედაქტორის რჩევით