C-300-ები ირანს, MиГ-31-ები სირიას - რუსეთმა ისრაელს "შეუსრულა"
24-08-2015
C-300-ები ირანს, MиГ-31-ები სირიას - რუსეთმა ისრაელს "შეუსრულა"
ისრაელმა რუსეთის გამო საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შეჩერებით ბევრი ვერაფერი მოიგო, პირიქით, მას სირიიდან რუსული
MиГ-31-ები დაემუქრებიან...


ისრაელმა 2008 წლის აგვისტოს ომის წინ საქართველოსთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა თითქმის შეწყვიტა, რისი მთავარი მიზეზიც რუსეთის ინტერესების გათვალისწინება გახლდათ.
სავარაუდოდ, მაშინ ამ ორი სახელმწიფოს ლიდერებს შორის არაოფიციალური გარიგება შედგა - ისრაელი აღარ დაეხმარებოდა ქართულ არმიას, სამაგიეროდ, რუსეთი შეაჩერებდა ირანისთვის C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიყიდვას.
ეს გარიგება რამდენიმე წელი მოქმედებდა, მეტიც - ისრაელმა საქართველოზე დიდი ბაზარი
იშოვა რუსეთის სახით და მას 400 მლნ დოლარის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები მიჰყიდა.
ისრაელში იმედი ჰქონდათ, რომ კრემლიც შეასრულებდა საიდუმლო პირობას, მაგრამ მწარედ მოტყუვდნენ - თუკი ადრე რუსეთი ირანისთვის C-300 სისტემის სამი დივიზიონის მიყიდვას აპირებდა, ახლა წლის ბოლომდე თეირანს 4 დივიზიონს მიაწვდის.
ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემაში
რუსული C-300-ების გამოჩენის შემდეგ ისრაელის გენერლებს ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე წარმატებული საჰაერო შეტევების იმედი კარგა ხანს აღარ უნდა ჰქონდეთ.
თითქოს ირანის პრობლემა არ ჰყოფნიდეს, კრემლმა ისრაელს კიდევ ერთი სიურპრიზი მოუმზადა - რუსეთმა სირიის პრეზიდენტ ასადს 6 ცალი ზებგერითი გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი MиГ-31 გაუგზავნა.
MиГ-31 Uმსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ გზაგადამჭრელად ითვლება. მას "ჰაერი-ჰაერი" კლასის მართვადი რაკეტებით 120 კმ-ის სიშორიდან შეუძლია მოწინააღმდეგის საფრენი აპარატების ჩამოყრა.
ბუნებრივია, ასეთი შორს მსროლელი და ძვირად ღირებული რაკეტებით პრეზიდენტი ასადი შეიარაღებულ ოპოზიციას ხმელეთზე ვერ შეუტევს. სირიის შეიარაღებაში გამოჩენილი MиГ-31-ები უპირველესად იმ F-15 და F-16 ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენებისთვის გახდება საშიში, რომლებითაც ისრაელი დროდადრო სირიის სამხედრო ობიექტებს ბომბავს.
ისე, მთლად დალხენილი არც თურქი პილოტები უნდა იყვნენ, რადგან მათაც განახორციელეს რამდენიმე საჰაერო დარტყმა იმ ქურთულ დანაყოფებზე, რომლებიც სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და კვლავაც აპირებენ ასეთი საჰაერო ოპერაციების გამეორებას.
ფაქტობრივად, რუსეთის ხელისუფლება ირანსა და სირიაში შორი მოქმედების საბრძოლო საშუალებების შეტანით აშკარად ცვლის ძალთა თანაფარდობას.
gizo
16 სექტემბერი 2015 00:47
შეიდზლება ჩვენმა შვილთაშვილებმა აპატიონ რუსეთს რაც მათ გაკეთეს და აკეთებენ ჩვენს სამშობლოში მაგრამ ჩვენ როგორ უნდა დავივიცყოთ ჩვენი დზმები და დები რომლთა სხეულები ჯერ არც კი გაცივებულა.
77
09 სექტემბერი 2015 10:42
qutaisel-ს, შე კაცო კი ხია 2 ატომური ბომბი ამერიკამ,გცოდნია ეს,მაგრამ რატომ ხია ის არ გცოდნია,ამას კომუნისტების დროს არ გეუბნებოდნენ,ამერიკის იმპერიალიზმის საგინებლად უნდოდათ ეს ფაქტი,თორე იაპონელების სიკვდილი სულ ცალ ფეხზე ეკიდათ.ახლა მაინც ქვეყანა ობიექტური ინფორმაციაა და წაიკითხე,ვინ დაგიხია წიგნი,ან გამოგირტო კომპიუტერი,რო არ იცი ის რაც უნდა იცოდე.ამერიკას ომი იაპონიამ დაუწყო,პირიქით კი არ მომხდარა,უარი რომ შეუთვალა კაპიტულაციაზე კუთხეში მიმწყვდეულმა იმპერატორმა,3მილიონი ამერიკელი ჯარისკაცის სიკვდილს ამერიკელებმა 200 000 იაპონელის სიკვდილი არჩია და სწორიც ქნა,აბა ჟუკოვივით ხო არ შეახოცავდა მილიონებს.გერმანელებმა ვალად მიიღეს დახმარება თუ საჩურად,გამოიყენეს ჩვენსავით კი არ შეაჭმევინეს ჩინოვნიკებს.
ლილი
04 სექტემბერი 2015 02:51
ამბროსი,თქვეი აზრით საამურია ცხოვრება საქართველოში.ხალხი რომ უმუშევარია,უსახლკაროა,მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში რომ არის მიმოფანტული მოსამსახურეებად და მომვლელებად,ახალგაზრდა ემიგრანტთა უმრავლესობა უცხო ქვეყანაში რომ დამკვიდრდა სამუდამოდ და მათ ადგილს,ფუძეს, საქართველოში გადამთიელი უჯიშო რომ ეუფლება,ხალხის დიდი ნაწილი მათხოვრებად რომ აქციეს,და უამრავი სხვა,__ეს თქვენთვის არაფერს ნიშნავს?

რედაქტორის რჩევით