ამერიკული მფრინავი "მტაცებელი"ევროპიდან დაიცავს NATO-ს
31-08-2015
ამერიკული მფრინავი "მტაცებელი"ევროპიდან დაიცავს NATO-ს
პენტაგონმა ევროპაში პირველად გადმოისროლა მე-5 თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავები - F-22 Raptor-ები

28 აგვისტოს გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, ოთხი "რეპტორი" დაეშვა. მიუხედავად მათი რაოდენობის სიმცირისა, ევროპაში მე-5 თაობის ამერიკული გამანადგურებლების - F-22 Raptor-ების - გამოჩენა პოლიტიკური თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ამით თეთრი სახლი აჩვენებს თავის მზადყოფნას, დაიცვას ევროპელი პარტნიორები რუსული სამხედრო აგრესიისგან.
დღეს მსოფლიოში "რაპტორი" ბრძოლისთვის მზადმყოფი ერთადერთი მე-5 თაობის გამანადგურებელია. რუსული T-50 და ჩინური J-20 ჯერჯერობით მხოლოდ გამოცდებს გადის.
F-22
Raptor-ის მთავარი უპირა­ტე­­სობა ის არის, რომ­­ ის "სტელსის"­ ტექნოლოგიით არის­ დამზადებული და მისი შემჩნევადობა რადიოლოკატორით დასხივებისას მხოლოდ 0,0001 კვმ-ია (ანუ ისეთივე, რაც ბილიარდის ბურთს ექნებოდა), ამავე კლასის რუსული Cу-27-ის ანალოგიური მაჩვენებელი კი 12 კვმ-ს აღწევს. ამიტომ რუსული "სუები" და "მიგები" თავიანთი საბორტე რადილოკატორების ეკრანებზე "რაპტორს"
გვიან აღმოაჩენენ, მაშინ, როდესაც მას უკვე გაშვებული ექნება "ჰაერ-ჰაერი"კლასის მართვადი რაკეტები.
აAმერიკელებმა 187 სერიული "რაპტორი" დაამზადეს. ის ყველაზე ძვირი გამანადგურებელია მსოფლიო ავიაციის ისტორიაში - თითოეული მათგანის დამზადებას 150 მლნ დოლარამდე დასჭირდა.
ოთხი "რაპტორის" ევროპაში გადმოსროლა შეიძლება სტრატეგიული თვალსაზრისით დღეს ვერაფერს ცვლის, მაგრამ მათი პილოტები A გაეცნობიან NATO-ს წევრი ქვეყნების გეოგრაფიულ მდებარეობას, რელიეფის თავისებურებებს, რაც აამაღლებს "რაპტორების" საავია­ციო ესკადრილიების საბრძოლო მზადყოფნას ევროპის ცაში ეფექტურად სამოქმედოდ.
1941
23 სექტემბერი 2015 11:20
ეგენი ძველებია F 32 გამოსული
რეზო
05 სექტემბერი 2015 19:55
vajaaa,movedi vajaaa))) aba shen is mitxari amerikuli kalbasi jobia tu rusuli? shen ra ici tankebis da tvitmprinavebis? tagvs romeli upro uyvars eg gecodineba. amerikuli yveli tu rusuli?
abc
05 სექტემბერი 2015 19:06
ვასო F-117 გამანადგურებელი არ არის...

რედაქტორის რჩევით