"თალიბები" შეტევაზე გადავიდნენ - ქართველ სამხედროებს მეტი სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ
31-08-2015
"თალიბები" შეტევაზე გადავიდნენ - ქართველ სამხედროებს მეტი სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ
ავღანეთში, სადაც "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში 900-მდე ქართველი სამხედრო იმყოფება, სიტუაცია იძაბება

ავღანეთის ჰილმენდის პროვინციის ქალაქი მუსა-კალა თალიბებმა დაიპყრეს. ამერიკული ავიაციის შეტევამ, რასაც 40-მდე თალიბი მებრძოლი შეეწირა, შედეგი ვერ გამოიღო - თალიბები კონტროლირებად ტერიტორიებს აფართოებენ.

ჰილმენდის პროვინცია ავად მოსაგონრად რჩება ქართული არმიისთვის, რადგან იქ ჩვენი 29 მებრძოლი დაიღუპა. ამჟამად ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისია მიმდინარეობს, რომელშიც 900-მდე ქართველი სამხედროა ჩართული. ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებას იცავს. მათთან
ერთად არის ეროვნული გვარდიის გაძლიერებული ოცეულიც. მაზარი-შარიფში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაშია მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრები ასეული, ქაბულში კი "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბბინას 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეული იცავს.
ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თალიბები იმ პროვინციებშიც გააქტიურდნენ, სადაც ქართველი სამხედროები არიან, თუმცა, მოსალოდნელია,
მალე ასეც მოხდეს.
ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ თუკი ISAF-ის მისიის დროს საერთაშორისო ძალების საერთო რაოდენობა 100 ათასს აღემატებოდა, დღეს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მხოლოდ 13 ათასამდე სამხედროა დარჩენილი, რაც ავღანეთის დიდი ქალაქების გასაკონტროლებადაც კი არ არის საკმარისი. ავღანური არმიისა და პოლიციის ნდობაც არ ღირს, რადგან ყველა საპასუხისმგებლო მომენტში შეიძლება "თალიბების" მხარეს ავღანური ბატალიონებიც კი გადავიდნენ.
Aასე იყო 26 წლის წინ, ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოსვლის შემდეგ და ალბათ, ეს მოხდება ამერიკული და კოალიციის სხვა ქვეყნების (მათ შორის - საქართველოს) დანაყოფების გამოსვლისთანავე.
11
16 სექტემბერი 2015 22:15
უფალმა გადმოხედოს ჩვენს ჯარისკაცებს და განსაცდელი აარიდოს. მშვიდობით დაბრუნდით ბიჭებო ჩვენ ვამაყობთ თქვენით.
zviadi 2-s vetanxmebi
13 სექტემბერი 2015 22:30
მართალი ხარ ზვიად. თუნდაც ის გავიხსენოთ როგორი ღალატით მოკლეს საქართველოს მეფე გიორგი, მერამდენე სამწუხაროდ არ მახსოვს
77
09 სექტემბერი 2015 10:20
დარწმუნებული ვარ არავის უხარია ჯარისკაცების ავღანეთში გაგზავნა,ყველაზე კარგი ვარიანტია საერთოდ არ იყოს ომი არსად,მაგრამ ადამიანების უგუნურობა,მის გენეტიკაში ჩადებული ნუდმივი ნაკლია.ჩვენ რომ გვინდა დაგვეხმარონ და გვერდში დაგვიდგნენ,ჩვენც გვერდსი უნდა დაუდგეთ,ახლა ბევრი იტყვის აღშფოთება-შეშფოთების მეტი ვინ რა გაგვიკეთაო,ძალიან ბევრი,პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა,ფინანსური დახმარება,ჯარის აღჭურვა, გაწვრთნა,ეს ყველაფერი ციდან არ ცვივა,რაღაცა ჩვენც უნდა გავაკეთოთ,მზამზარეულს არავინ მოგვართმევს,ჩვენგანაც უნდა იყოს სასარგებლო ქმედებები.საბჭოთა კავშირის დროს 300-მდე ქართველი დაიღუპა ავღანეთში,გაბედავდით რამეს თქმას?ისე არაა ჩემი მტერი,რამე გეთქვათ,თანაც არანაირი დივიდენდი იმ ომისგან საქართველოს არ მიუღია.

რედაქტორის რჩევით