"სმაილა" - "ის მშვიდობის დესპანი უნდა ყოფილიყო"
28-09-2015
"სმაილა" - "ის მშვიდობის დესპანი უნდა ყოფილიყო"
"კარგად გვესმოდა, სადაც მიდიოდა და საზეიმო სახეები ვერ გვექნებოდა. რა გჭირთ, ბიჭებო, "სმაილა" მალე დაგიბრუნდებათო. ვერ აგვისრულა დანაპირები, მარადიულ ღიმილად დარჩა!"

22 სექტემბერს ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი 31-ე ქართველი მსხვერპლია ავღანეთის მიწაზე. ის მუდამ ღიმილიანი იყო, - ასე იხსენებენ ჯარში, სამეგობროში, სამეზობლოში, ამიტომაც შეარქვეს "სმაილა".

იმ საბედისწერო დღეს, მორიგი პატრულირებისას, ქართველ სამხედროებს პირდაპირი ცეცხლი გაუხსნა
ჩასაფრებულმა მოწინააღმდეგემ და სერჟანტი პაატა როსტობაია დაიჭრა. ვასილ ყულჯანიშვილი თანამებრძოლის გადარჩენას ცდილობდა. დაჭრილის­ დამცველისთვის ნასროლი ტყვია საბედისწერო აღმოჩნდა. ვასო 8 აგვი­სტოს 21 წლის გახდა. 20 ოქტომბერს სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო. სამწუხაროდ, თანამებრძოლმა გიორგი ყორღანა­შვილმა ავღანეთიდან ვადაზე ადრე ჩამოაცილა.

რუსთავში, აზოტის ქარხნის საერთო საცხოვრებლის მეცხრე სართულზე, ერთი
ციდა ბინაში გაზარდა დედამ ორი პატარა ბიჭი, ვასილი და მისი ძმა. ვასილმა სკოლის დამთავრებისთანავე ჯარს მიაშურა, სურდა პროფესიონალი სამხედრო გამხდარიყო. მისი ძმაც ჯარშია, სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდის...

ავღანეთიდან ჩამოსვენებულ ცხედარს განსაკუთრებული პატივით შეხვდა რუსთავი.­ თანაქალაქელებმა და სამხედროებმა რუსთავის შესასვლელიდან ვასილის სახლამდე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. დაღუპული ჯარ­ისკაცი აეროპორტიდან შს სამინისტროს ესკორტმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, მინისტრის მოადგილეებმა და შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნებმა მიაცილეს შინ. 29 სექტემბერსაც ერთად გააცილებენ უკანასკნელ გზაზე.

დედა ძალიან ახალგაზრდაა, მომცრო ტანის, მაგრამ ძალიან დიდი ჩანდა ავღან­ეთიდან შვილის ცხედრის ჩამოსვენების მოლოდინში."მასთან გასაუბრება ვერ გავ­ბედეთ, ერთდროულად უბედურიც იყო და ამაყიც...
ვასოს მეგობარი გიორგი ხარებაშვილი­ იხსენებს: "ვასოს სიკვდილით თითქოს ნაადრევად დავბერდით. ისეთი სიცოცხლით სავსე, მხიარული იყო, ვერც დავუშვებდი, რომ შეიძლებოდა ხიფათს გადაჰყროდა.

სკოლის დასრულებისთანავე ჯარს მიაშურა. მიუხედავად იმისა, რომ ტანად პატარა იყო, სპორტით გატაცებული ყოველთვის გამოირჩეოდა ფიზიკური ძალით, მაგრამ უფრო ძლიერი სუ­ლი ჰქონდა. მიუხედავად იმისა­, რომ ძმა ერთი წლით უფროსია, ვას­ილი ცდილობდა ყველაზე ეზრუნა, დედაზეც და ძმაზეც. ცოლის შერთვას აპირებდა. შეყვარებული ჰყავდა. მე ახალ ბინას ვიყიდი, იმ სახლს კი, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, შენ დაგიტოვებო, ჰპირდებოდა ძმას. არ დასცალდა".
"ვასილის სიკვდილით ჩვენი ბავშვობა დასრულდა. უზომოდ კეთილი ბიჭი იყო. რა თქმა უნდა, საუკეთესო მონაცემები ჰქონდა და იმიტომ წაიყვანეს იქ, სადაც მხოლოდ ძლიერები მიჰყავთ. ვიცოდით, რომ კარგად ისროდა, კარგი მეომარი იქნებოდა, მაგრამ მისი მუდმივად ღიმილიანი სახე და მეომრის ბუნება ვერაფრით მივუსადაგეთ ერთმანეთს.

ის სადმე მშვიდობის დესპანი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ სხვაზე არანაკლები ჯანი ჰქონდა, არასდროს ჩხუბობდა. ჩვენ გავაცილეთ ავღანეთში. კარგად გვესმოდა, სადაც მიდიოდა და საზეიმო სახეები ვერ გვექნებოდა. რა გჭირთ, ბიჭებო, ყველაფერი კარგად იქნება, "სმაილა­" მალე დაგიბრუნდებათო. ვერ აგვისრულა დანაპირები, მარადიულ ღიმილად დარჩა. მადლობა დედამისს, რომ ჩვენ ასეთი მეგობარი, ქვეყანას კი გმირი აჩუქა!" - ამბობს ვასოს მეგობარი გოგიტა­ ხაჩიძე.

იმ წუთიდან, როდესაც ოჯახმა ვასილის­ გმირულად დაღუპვის ამბავი შეიტყო,­ მათ კორპუსთან ჯარისკაცების საპატიო ყარაული დაწესდა. სამხედრო პირები ოჯახის წევრებთან ერთად იღებდნენ სამძიმრებს.

თვალში საცემი იყო ბავშვების განსაკუთრებული ყურადღება ჯარისკაცების მიმართ. გოგონებს მათთან საგულდაგულოდ დაკრეფილი ბროწეულები მიჰქონდათ. მათ ბავშვურ გულისხმიერებაში იკითხებოდა, რომ იციან
ჯარისკაცის ღვაწლის ფასი.

უკანასკნელი სურვილი

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ვასილ ყულჯანიშვილს თანამებრძოლებისთვის შეუთავაზებია, ბრიტანეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველთა მხარდასაჭერად ვიდეორგოლი გადავიღოთ და გავუგზავნოთო. სამწუხაროდ, არც ამ ოცნების ასრულება დასცალდა. ამიტომაც თანამებრძოლებმა აქციეს მისი ჩანაფიქრი რეალობად და სრულიად საქართველომ ნახა ქართველი ჯარისკაცების სევდაშერეული, მაგრამ მაინც ომახიანი შეძახილი ავღანეთიდან. საპასუხოდ ბორჯღალოსნებმა არგენტინასთან თამაში ვასილის ხსოვნას მიუძღვნეს.
gega
19 ოქტომბერი 2015 10:05
თქვე მართლა ურჯულოებო და გაუნათლებელო ხროვავ, თქვენი სულებია ჩაძაღლებული თორემ ამ ბიჭის სამუდამოდ დარჩება გმირად ისტორიაში.
Anti Kufar
15 ოქტომბერი 2015 16:35
Talibanebma Jojoxetshi gaushves kide erti Kaafiri (urjulo)
Ic bin Shadidi Mujaxed
15 ოქტომბერი 2015 16:32
Es erti da sxva mravali!chaazagles kiev erti Qartveli Teroristi Avganetshi!

რედაქტორის რჩევით