რუსული "სუ"-ები სირიაში მაინც ჩაფრინდნენ - რატომ დარჩა აშშ-ს დაზვერვა გაოგნებული?
28-09-2015
რუსული "სუ"-ები სირიაში მაინც ჩაფრინდნენ - რატომ დარჩა აშშ-ს დაზვერვა გაოგნებული?
აშშ-ის დაზვერვა შეიძლება გაოგნებულიც დარჩა, როდესაც 21 სექტემბერს კოსმოსიდან, სადაზვერვო თანამგზავრიდან, სირიაში, ქ. ლატაკიის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, რუსული საბრძოლო ავიაციის მთელი არმადა დააფიქსირა.

სადაზვერვო ფოტოსურათზე კარგად ჩანს, რომ ამ აეროდრომზე მოსკოვმა სწრაფად გადაისროლა ოთხი გამანადგურებელი CУ-30CМ, 12 მოიერიშე СУ-25 და ამდე­ნივე საფრონტო ბომბდამშენი СУ-24М. გარდა ამისა, რუსეთმა სირიის ამავე აეროდ­რომზე ასევე ჩაიტანა МИ-8 და МИ-24 ტიპის 15 შვეულმფრენი, 9 ცალი Т-90 ტიპის ტანკი, 36 ჯავშანმანქანა და საზენიტო-სარაკეტო სისტემის რამდენიმე დანადგარი.

სირიაში, დასავლეთისთვის მოულოდნელად, 30-მდე რუსული საბრძოლო თვითმფრინავის გამოჩენა, NATO-სთვის გამაოგნებელი უნდა იყოს.
როგორც "კვირის პალიტრის" წინა ნომერში ვვარაუდობდით, საბრძოლო თვითმფრინავების სირიაში გადასასროლად მოსკოვმა ირან-ერაყის საჰაერო მარშრუტი გამოიყენა და თანაც, სამხედრო ეშმაკობაც იხმარა: თურქეთში განთავსებულ ამერიკულ რადარებს თვითმფრინავების მაღალ სიმაღლეზე ფრენა რომ არ დაეფიქსირებინათ, საბრძოლო "სუ"-ები
უზარმაზარი სატრანსპორტო Ан-124-ის სიახლოვეს, რამდენიმე მეტრში, მიფრინავდნენ, რაც ამერიკული რადარის ეკრანზე აისახება, როგორც ერთი "რუსლანის" ფრენა.

ინტერნეტით გავრცელდა ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც - ერაყის თავზე, დიდ სიმაღლეზე, სატრანსპორტო თვითმფრინავს "ჩახუტებული" რუსული საფრონტო ბომბდამშენები СУ-24М-ები მიფრინავენ. საინტერესოა, როგორ ჩააღწიეს ირანამდე რუსულმა თვითმფრინავებმა. ალბათ, კასპიის ზღვიდან, რადგან საქართველოს ცაში მათი გამოჩენა შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუსეთმა, ირანმა და სირიამ ბაღდადში შექმნეს ცენტრი, სადაც თავი უნდა მოუყარონ იმ შიიტებს, რომლებიც "ისლამურ სახელმწიფოს" ხმელეთზე შეებრძოლებიან, ჰაერიდან კი მათ სირიაში გადასროლილი რუსული საბრძოლო ავიაცია დაეხმარება.
თუმცა, ქ. ლატაკიის აეროდრომზე თავმოყრილი რუსული თვითმფრინავები "ისლამური სახელმწიფოსთვის" საუკეთესო სამიზნეა, თუკი ისინი ამ აეროდრომს ჰაუბიცებისა და მით უმეტეს - ნაღმსატყორცნების გასროლის მანძილზე მიუახლოვდებიან.
05 ნოემბერი 2015 08:28
რუსეტი ჩატრეულია ამ ომში და აუცილებლად წააგებს
კლავიატურას ძვალი არ აქ
17 ოქტომბერი 2015 10:56
რუსეთს ისევ ტერორისტები ჯობიან ხო ამ აზრამდე მივიდა ჩვენი საზოგადოება ტეხავს ... ეს უკვე არაადამიანურია.იმედი მაქ თქვენნაირების წილი არც ისე ბევრია. ტერორისტებს არ რუსეთთან ომში და არც არავისთან ომში ნორმალური საზოგადოება მხარს არ დაუჭერდა.
axla iwyeba ar daviwyeba.
16 ოქტომბერი 2015 17:14
ამერიკამ გაუჩალიჩა რუსებს,მაგარი ჭკვიანები არიან.დოლარი გაამყარეს.ეკონომიკა ყვავის,სამხედრო ტვალსაზრისით რუსეთი ცამორჩება 50წლით მინიმუნ,ახლა ჩუმად როგორც ხდებოდა ავღანეთში აწვდიდა სტინგერებს,ისე მოიქცევა რუსების სუებს მალე ნახავთ დანარცხებუსლს,აი ეს არის ქვეყანა ტვინით ომი ყველაზე მეტი ეფექტურია,რუსეთი შიმშილობს რუბლი დავარდნილია,ამას დაემატა ახალი მტერი,ახლა წავა მეტროებში ბათქა ბუქი,კენიელმა აჯობა პატარა კაცს,ამიტომაც არის მსოფლიოში ნომერი 1 ყველაფერში.წინ მაგარი ამბები იქნება კიდევ.

რედაქტორის რჩევით