1 000 რუსული დაბომბვა და მიწისქვეშა "ვირთხები"
26-10-2015
1 000 რუსული დაბომბვა და მიწისქვეშა "ვირთხები"
რუსული საავიაციო დაბომბვები სირიაში არც ისე ეფექტურია, რადგან "ისლამური სახელმწიფო" მიწისქვეშა გვირაბებს აფარებს თავს

30 სექტემბერს, სირიაში საჰაერო დაბომბვების დაწყებიდან სამი კვირის შემდეგ, რუსეთის ავიაციამ ათასამდე საბრძოლო გაფრენა განახორციელა და 900-მდე ობიექტი დაბომბა. მიუხედავად ასეთი, ერთი შეხედვით, შთამბეჭდავი ციფრებისა, რუსული ავიაციის დარტყმებმა "ისლამური სახელმწიფო" წელში ვერ გატეხა.

მართალია, რუსული სახელმწიფო პროპაგანდა ყოველდღიურ ინფორმაციას ავრცელებს ასეულობით განადგურებულ ისლამისტზე, მაგრამ სინამდვილეში, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს რუსული ავიაციის დაბომბვების შედეგად ნაკლები დანაკარგი აქვთ, რადგან
ერთ ეფექტურ ტაქტიკურ მეთოდს იყენებენ - მათ წინასწარ აქვთ გათხრილი ღრმა მიწისქვეშა გვირაბები საცხოვრებელი კორპუსების, სკოლებისა და საავადმყოფოების ქვეშაც კი, რაც მათი გადარჩენის შანსს ზრდის.

საომარი მოქმედებების დროს მიწისქვეშა გვირაბებს ვიეტნამელებიც იყენებდნენ და ავღანელებიც, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში ეს ტაქტიკური ქმედებები ისე დახვეწეს, რომ საჰაერო დაბომბვის
დროს მიწისქვეშა გვირაბებში ისლამისტები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. მართალია, არსებობს ბუნკერსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბები, რომლებიც მიწაში რამდენიმე ათეულ მეტრ სიღრმეზე ჩასვლის შემდეგ ფეთქდება, მაგრამ ყველა მიწისქვეშა გვირაბის დაბომბვა შეუძლებელია (ამასთან, ბუნკერსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბები ჩვეულებრივ მსხვრევად-ფუგასურზე ძვირი ღირს). და თანაც, თუკი გვირაბი მართლაც სკოლის ან მით უმეტეს - მეჩეთის ქვეშაა, მის დაბომბვას ვერც რუსი და ვერც ამერიკელი პილოტი ვერ გაბედავს, რადგან ამას მუსლიმური სამყაროს მკვეთრი უარყოფითი რეაქცია მოჰყვება. მიწისქვეშეთიდან "კალაშნიკოვიანი" "ვირთხების" გამოდევნის ერთადერთი საშუალება სახმელეთო ოპერაციების ჩატარებაა.
my
09 ნოემბერი 2015 09:22
ხუსეინი,კადაფი, გაანადგურა ამერიკამ მარტო იმიტო რო ასე სურდა და ნუ გავიწყდებათ რო ამ ორი ქვეყნის ლიდერების უკან მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა. ასადი რო მიაყოლონ ამით არაფერი შეიცვლება ეს უკვე ფაქტია .... ისე რო მოეშვით ამ ამერიკის უკანალში ქექვას თორე საერთოდ დავკარგე წარმოდგენა ყველაფერზე.. და კიდე ამერიკა ბომბავსო რო იძახით რას ბომბავს ???? დგეში 1ბომბს აგდებს ან კვირაში ????
saba
02 ნოემბერი 2015 14:39
სირიაში ომი უკანასკნელი გაფართხალებაა რუსების!!!
dato
29 ოქტომბერი 2015 23:05
რუსეთი ტერორისტებს კიარ ბომბავს არამედ ასად უხანგრძდლივებს ყოფნას.იმ ასადმა რომელმაც საკუთარ ხალხს გამოუცხადა ბრძოლა.250000 ათას ადამიანს ჩააცვა შავი და გაანადგურა ლამაზი წარმატებული ქვეყანა.ასეთი ასადები საქართველოშიც ბევრია.საკუთარ კეთილდგეობას წინ აკენებენ ვიდრე ქვეყანას.მაგრამ ქართAველებსაც გვყვას არწუხაძეები და ყორგანაშვილები.

რედაქტორის რჩევით