"დაუნდობლები" - გაიცანით ქართული არმიის მრისხანე იარაღი!
"დაუნდობლები" - გაიცანით ქართული არმიის მრისხანე იარაღი!
ბევრმა არ იცის, რომ თბილისის ერთ-ერთ უბანში ყოველდღე წვრთნიან განსაკუთრებული საბრძოლო უნარ-ჩვევების მქონე სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების მაჯისცემას 24 საათის განმავლობაში აყურადებენ.

ამ ელიტური­ სამხედრო დანაყოფის შესახებ სრული წარმოდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გქონდეს, თუ მათი თანამებრძოლი ხარ. ამიტომაც იძულებული გავხდი, წვრთნებზე დამკვირვებლის როლს დავჯერებოდი და სპეცრაზმელთა ნაამბობის მიხედვით მომეთხრო, ვინ არიან "დაუნდობლები" - ხუმრობით ასე ეძახიან ერთმანეთს მებრძოლები, რომელთაც მოდუნების უფლება­ არა აქვთ.

სპეცრაზმელებს არავინ მიმართავს გვარით ან
სახელით. აქ ყველას თავისი კოდური მეტსახელი აქვს, რომელიც შესაძლოა ციფრებში გამოიხატებოდეს. მაგალითად, ჩემს მეგზურს "21" ჰქვია. ასევე მმასპინძლობენ "ზულუ" და სპეცრაზმელთაგან ერთადერთი, ვისი ვინაობის გამჟღავნების უფლებაც მაქვს - სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური დიმიტრი კიკნაძე.

სვენებ-სვენებით 16-მეტრიანი კედლის კენწეროში ავდივარ და გამარჯვების ნიშნად ხელს ვადებ კედლის
ზედა ძგიდეს

სპეცდანიშნულების ჯგუფი სამ ნაწილად­ იყოფა: მოიერიშეებად, სნაიპერებად და მხარდამჭერებად. თავდაპირველად სნაიპე­რებთან შევჩერდი. კამუფლიაჟით შენიღბულები ბუჩქებში მხეცებივით გარ­ინდული ელოდებიან ხელსაყრელ მომენტს, რომ გაანადგურონ საფრთხე.

"ზულუ", სნაიპერების ხელმძღვანელი: "სპეცრაზმელი სნაიპერები დაახლოებით 1800 მეტრ რადიუსში ანადგურებენ მტერს. კარგი სნაიპერი არის რამ­დენიმე ფაქტორის ერთობლიობა. პირველ რიგში­ უმთავრესია კარგად მომზადებული, ნავარჯიშები სამხედრო მოსამსახურე. ის ფსიქოლოგიურად მდგრადი, ჩამოყალიბებული პიროვნება უნდა იყოს და სრულად იაზრებდეს, რას აკეთებს. სხვა საჯარისო­ ნაწილებში მოწინააღმდეგისგან სამასი მეტ­რით დაშორებული ჯარისკაცი ხედავს მხოლოდ მოწი­ნააღმდეგის სილუეტს და თამამად ესვრის,
სნაიპერი კი 32-ჯერ გადიდების ოპტიკით სამას მეტრზე სახის თითოეულ ნაკვთს არჩევს. ასეთ სიტუაციაში სროლა ძალიან რთულ­ია, ამას დიდი ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება.

ამიტომაც ძნელია სნაიპერის შერჩევა. კანდიდატმა ჯერ უნდა გაიაროს სპეცდანიშნულების კურსი. შემდეგ ვაკვირდებით, როგორ ისვრის, სხვა რა უნარები აქვს. ასი მსურველიდან 20-25 შეიძლება დავიტოვოთ. ისინიც,­ სამთვიანი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ თუ ყველაფერს კარგად ჩააბარებენ, ინიშნებიან სნაიპერად, თუმცა 2 წლის განმავლობაში კიდევ ვაკვირდებით.

ჩვეულებრივ ბატალიონებში სნაიპერის დანიშნულებაა შვიდას მეტრამდე სროლა ოცეულთან ერთად. ჩვენთან კი სნაიპერს შეუძლია ცალკეული დავალებების შესრულება. სნაიპერულ გუნდში ორი მებრძოლია, მსროლელი და მაკორ­ექტირებელი, ამავე დროს გუნდის მეთაურიც, რომელიც ბალისტიკური კალკ­ულატორით განსაზღვრავს ქარის სიჩ­ქარეს, ადგილმდებარეობას, წნევას... უნდა გათვალო დაახლოებით 25 ფაქტორი, რომლებიც გასროლის მომ­ენტში ტყვიაზე ზემოქმედებას ახდენენ. აუცი­ლებელია, კარგ სნაიპერს კარგი იარაღი, კარგი ოპტიკა და კარგი ტყვია ჰქონდეს. სპეცრაზმი წარმოუდგენელია სნაიპერების გარეშე. ისინი უზრუნველყოფენ რაზმის­ უსაფრთხოებას, აკონტროლებენ ყველა წერტილს, საიდანაც შესაძლებელია ცეცხლი გახსნას მოწინააღმდეგემ".

მებრძოლები წყვილებად მოქმედებენ: ერთი წინ მიდის, ისვრის, მეორე ზურგიდან იფარავს და როგორც კი წინა მებრძოლს ტყვიები გაუთავდება, მჭიდის შესავსებად, ისე ინაცვლებს ზურგისკენ, რომ წინა პლანზე გადასული მეწყვილე წამს არ კარგავს და განუწყვეტლივ ისვრის... ეს რაღაცით ცეკვას ჰგავს...

სნაიპერების პოლიგონიდან კოშკურ­ას­თან­ გადავინაცვლეთ. აქ მოიერიშეები ვარჯიშობენ. ამჯერად "21" მიწევს მეგზურობას:

"კოშკურის სამი კედელი დავტვირთეთ. პირველი ასაც­ოცებელი კედელია. მეორეზე შვეულმფრენიდან დაშვების იმიტაცია ხდება, მესამეზე შენობის ფანჯ­რებში შეღწევის სცენას იხილავთ. ამ ოპერაციებში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ალპინისტურ, სპეციფიკურ აღჭურვილობას, თოკებს, ბაგირებს­, შვედურ სკამს, რითაც თოკზე მაგრდები და ჩაფხუტს, ასევე კარაბინსა­ და ე.წ. რვიანს".

წვრთნა დაიწყო, მებრძოლები კატებივით­ მიცოცავენ კედლებზე, შემდეგ თოკებით წაღმა ან უკუღმა, სინქრონულად, ან წყვი­ლად ეშვებიან დაბლა, ზოგი ფანჯარაში ხტება... საცოც კედელზე ოთხი ბილიკია,­ სხვადასხვა დონისა და დატვირთვის. ორი რომ კედელზე მიცოცავს, ორიც დაბლა იცავს­ მათ უსაფრთხოებას.

"შეძლებთ ამ ნორმატივის ჩაბარებას? აბა, სცადეთ"," - ღიმილით მეუბნება "21". სიამოვნებით ვიღებ შემოთავაზებას და სვენებ-სვენებით 16-მეტრიანი კედლის კენწეროში ავდივარ და გამარჯვების ნიშნად ხელს ვადებ კედლის ზედა ძგიდეს.
სპეცრაზმის ბაზაზე ჩემი "საბრძოლო წვრთნა­ სულ ეს იყო. დანარჩენზე ოცნებასაც ვერ შევძლებ. თუმცა მეთაური კიკნაძე­ ამბობს, რომ მზად არის, ჟურნალისტთა ათკაციან ჯგუფს კარანტინი მოუწყოს და ერთი კვირა გაატარებინოს სპეციალურ ვარჯიშებში. ცოტა ხნის წინ ამ ბაზაში იმავე­ დატვირთვით იმყოფებოდა ჭაბუკ მორაგბეთა ნაკრები.

კოშკურიდან 25-მეტრიან სასროლეთზე გადავინაცვლეთ. ერთ ხაზზე მდგომნი პისტოლეტიდან ისვრიან, შემდეგ კი სროლას მოძრაობაში ავტომატით განაგრძობენ. 7-მეტრიანი ზღუდის გადალახვისა და იარაღის განმუხტვის შემდეგ, გულმოდგინედ ვათვალიერებ დახვრეტილ სამიზნეებს. ამას ახლო მანძილიდან სროლა მოსდევს.

ბაზაში სადილის დრო დადგა. სამხედროები დანაყრდებიან და კვლავ მუშაობას განაგრძობენ. სადილის ხსენებაზე, ზაფხულში თავდაცვის მინისტრთან ერთად ჩატარებული მედიატურნე გამახსენდა. ერთი კვირა ვცხოვრობდით დასავლეთ საქართველოში სხვადასხვა სამხედრო ბაზაში, სადაც ჯარის საყოფაცხოვრებო პირობებს გავეცანით. ერთადერთი, მხოლოდ საკვები \იყო ხარისხიანი... მოკლედ, იმის გამო, რომ მენახა, როგორ­ იკვებება ქართული შეიარაღებული ძალების­ ელიტური ნაწილი, მასპინძლებს თავი სასადილოში დავაპატიჟებინე. იმ დღეს მენიუში რამდენიმე დასახელების კერძი იყო. ცოტ-ცოტა ყველა გავსინჯე. სასიამოვნოა იმაში დარწმუნება, რომ თურმე მხოლოდ მაშინ არ არის გემრიელი ჯარის მენიუ, როდესაც ბაზებს თავდაცვის მინისტრი სტუმრობს.

მოგზაურობას მეთაურის კაბინეტში ვასრულებთ, რომლის შესასვლელთან თვალში საცემია სპეციალური პრიზები, ფარ-ხმალი და გრან-პრი - გორგასლის მგლისთავიანი­ მუზარადი, რომელიც შეიარაღებული ძალების ტრადიციულ ტურნირში "გორგასლიანში" მოუპოვებიათ "დაუნდობლებს". მთავარი პრიზის დათმობას არც აპირებენ. პრიზების რაოდენობა მოწმობს, რომ აქ არა მხოლოდ "დაუნდობლები", "უძლეველებიც" მსახურობენ. ყველა შეჯიბრებაში ყველა მთავარი პრიზი მათია, მაგრამ აქილევსივით სუსტი წერტილიც აქვთ - დღემდე ვერ გაიმარჯვეს ჭადრაკში.

სპეცრაზმელებთან სტუმრობისას თვალში საცემი იყო კიდევ ერთი ფაქტორი - ვერ გაიგებ, ვინ რიგითია და ვინ ოფიცერი.­ აქ ყველა ძალიან მეგობრულად ელაპარაკება ერთმანეთს.

"ახალგაზრდობაში, სპეცრაზმელობისთვის რომ ვემზადებოდი და კარანტინს გავდიოდი, ერთი სერჟანტი გვყავდა, ზურაბ არჩვაძე. იმ დროს ისეთი ბათინკები გვეცვა, რომ ჩაცმის წინ ფეხზე ე.წ. "პარტიანკები" უნდა გაგ­ვეკეთებინა. თუ ხელი დაოსტატებული არ გქონდა, "პარტიანკა" ჩაიშლებოდა და შეგაწუხებდა. ერთხელაც ერთმა ჯარისკაცმა დაიწუწუნა, ჩამეშალა და იმიტომაც ვერ ვირბინეო. ზურამ ბათინკი გაახდევინა და საკუთარი ხელით დაუხვია "პარტიანკა". ეს არასდროს დამავიწყდება. ზურას­ საქციელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მოეპყრო ჯარისკაცს.

სპეცრაზმელს ბევრი რამ მოეთხოვება­ - არა მხოლოდ ერთმანეთის მიმართ თანა­დგ­ომა, პატიოსნება­ და სიალალე. არ უნდა იცრუო. ტყუილმა შესაძლოა დაგღუპოთ ან დაგასახიჩროთ შენც და მეგობრებიც. სადაც სპეცრაზმელი­ შედის, იქ სხვა ვერ მოხვდება. ამიტომაც ხელმძღვანელობას­ ზუსტი ინფორმაცია­ უნდა მიაწოდო. საბრძო­ლო დავალება სწო­რედ ჩვენი ინფორმაცი­ის საფუძველზე გვეძლევა და თუ ვიცრ­უ­ებთ, რომ მთის გადადგმა შეგვიძლია, დაგვავალებენ, გადავდგათ­, რასაც თავს ვერ გავართმევთ­ და სავალალო შედეგი მოჰყვება­" - ამბობს­ მეთაური.

ამჯერად, აქ შევჩერდებით. უახლოეს პერიოდში კი კვლავ სპეციალური ოპერაც­იების ძალების ბაზებს ვესტუმრები, ოღონდ სხვაგან, იქ, სადაც რეინჯერები მსახურობენ, სადაც უნივერსალურ სამხედრო მოსამსახურეებს, პარაშუტისტებსა და მედესანტეებს წვრთნიან.

სამარცხვინოა, როცა...

ბაზიდან გამოსვლის დროს იმ ამორტიზებულ ავტომობილებთან შევჩერდი, რომლებითაც ჯგუფები სპეცოპერაციებზე მიდიან. ასეთი მანქანებით სპეცრაზმს მუშაობას რომ აიძულებ, ეს სახელმწიფოს იმი­ჯზე­ ცუდად მეტყველებს. მხოლოდ სამხედროების ვაჟკაცური სულისკვეთებისა და შესანიშნავი ფიზიკური მომზადების წყალობით ვერ გვეყოლება სრულფასოვანი ჯარი, მით უფრო სპეცბატალიონები. სამარცხვინოა, როდესაც მთავრობის სხვადასხვა უწყებაში უამრავ ფულს ხარჯავენ ახალი ავტომობილებისთვის, ახალი სკამებისთვის, ტელეფონებისა და სხვა ტექნოლოგიური აღჭურვილობისთვის, სპეცრაზმი კი ასეთი ავტომობილებით დადის. ამით საფრთხეში ვაგდებთ არა მხოლოდ მათ სიცოცხლეს, ქვეყნის უსაფრთხოებასაც.

ქალებს სპეცრაზმში სამსახური ეკრძალებათ


ნორვეგია ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქალს სპეცრაზმში მსახურების უფლება აქვს. საქართველოშიც ყოფილა მცდელობა, ქალი სპეცრაზმელი გამხდარიყო. ერთ-ერთი მათგანი თურმე მამაკაცებს ტოლს არ უდებდა, ყველა ნორმატივი ბრწყინვალედ ჩააბარა, მაგრამ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის უფლება მაინც არ მისცეს... წლების წინ კი სანაქებო სნაიპერი ქალიც გვყოლია.
giorgi
04 მარტი 2016 20:57
ვაფშე აზრზე არ ხართ არც თქვენ და არც ეს ჟურნალისტი ყველაფერს ვერ დავწერ მარა მოკლედ გეტყვით ამერიკელებმა რო გაიგეს რამდენი ქონდათ ჩვენებს ხელფასი სასაცილოდაც არ ეყოთ, სიტუაციას რაც შეეხება იდეალურად კიარა უარესი არ შეიძლება, ადამიანობა, ურთიერთგაგება, ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის დახმარება და ესეთირაღაცეები ერთეულებსღა სწამთ და ესმით, პრინციპში ყველგან ესეა, რათქმაუნკა დადებითი არის მაგრამ ძალიან ცოტა
...
04 მარტი 2016 18:57
getyoba megobaro politika da jaris cxovreba ageria. radgan aset gancxadebas aketeb. jars ro saxelmcifom satanado pirubebi sheuqmnas qartuli armia ukan daitovebs amerikasac rusetsac da turqetsac. datu ase dzaan ginda danaxva da gageba mati cxovrebit icxovre ramdenime celi da danarchens uket gaigeb.
pikaso
04 მარტი 2016 18:21
ბატონო დავით ღმერთ მადლობას ვუხდი რო თქვენაირი იმედ გაცრუებული ხალხი ბევრი არა ჩვენს ქვეყანასი,მე თქვენს კომენტარზე ისეთი წარმოდგენა მექმნება რო იმ ვაჟკაცი ხალხის სისხლი ტყუილად დაიღვარა რამაც აქამდის მოგვიყვანა რადგან ვერაფერს ხედავთ თქვენ მხოლოდ უარყოფით მხარეს ხედავთ
ქართველმა მებრძოლეებმა არა ერთხელ მოახერხეს მტერის დამარცხება და ღირსეული წინაღმდეგობის გაწევა გავიხსენოთ თუნდაც თქვენი სანაქებო რუსეთის არმია 1921 წლის თებერვალი იუნკერების თავგანწირვა ან კიდე უახლესი ისტორიდან 2008 წლის აგვისტო შინდისის გმირები ამიტო ვიდრე ქართველ მებრძოლებზე ლაპარაკს დაიწყებდეთ ჯობს ისტორიას გადავლოთ თვალი და მერე გამოიტანოთ დასკვნები

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?