როდის შეცდნენ საფრანგეთის სპეცსამსახურები?
16-11-2015
როდის შეცდნენ საფრანგეთის სპეცსამსახურები?
პარიზში ტერორისტული აქტების სერია მსოფლიო ტერორისტული ომის დაწყებას მოასწავებს...

ტერორისტებს, სავარაუდოდ, აფეთქებების მოწყობა სტადიონის ტრიბუნებზეც სურდათ, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტიც იმყოფებოდა...

”საერთაშორისო ტერორისტებმა ამ საშინელი ქმედებით მთელ მსოფლიოს უჩვენეს, რომ ისინი ნებისმიერ დანაშაულს ჩაიდენენ და დღეს ჩვეულებრივი მოქალაქე, მიუხედავად ეროვნებისა და მოქალაქეობისა, თითქმის ყველგან დაუცველია,” - ასე დავასრულეთ სტატია ”კვირის პალიტრის” წინა ნომერში, რომელიც ტერორისტების მიერ ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქებას ეხებოდა. სამწუხაროდ, ახალი სტატიის დაწყებაც ამ წინადადებით გვიწევს, რადგან 13
ნოემბერს პარიზში განხორციელებულმა ტერორისტული აქტების სერიამ დაამტკიცა, რომ დღეს საერთაშორისო ტერორიზმისგან არავინ არის დაცული. რაოდენ პროფესიონალური სპეცსამსახურებიც უნდა ჰყავდეს შენს ქვეყანას, საფრთხე მაინც ყოველ წუთს არის მოსალოდნელი.

ახლა გაოცებას სწორედ ასე ნაქები ფრანგული სპეცსამსახურების უმოქმედობა იწვევს. მათ პარიზში განხორციელებული ვერც ერთი ტერაქტი წინასწარ ვერ აღკვეთეს
- ფეხბურთის სტადიონთანაც კი, სადაც თამაშს უცხოელ სტუმრებთან ერთად საფრანგეთის პრეზიდენტი ესწრებოდა და სტადიონის პერიმეტრზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ადვილი წარმოსადგენია, როგორი პანიკა ატყდებოდა, აფეთქებები სტადიონის ტრიბუნებზე რომ მომხდარიყო...
როგორც მოსალოდნელი იყო, ტერაქტებზე პასუხისმგებლობა მაშინვე აიღო ”ისლამურმა სახელმწიფომ”, რომელმაც განაცხადა, რომ ეს იყო საფრანგეთის მიერ სირიის საჰაერო დაბომბვის პასუხი.

პარიზში ისლამისტებმა ტერორისტული თავდასხმის თითქმის ყველა მეთოდი გამოიყენეს - კამიკაძეები, დამონტაჟებული ბომბები, გამვლელებისა და რესტორნების კლიენტების მოულოდნელი დაცხრილვა ავტომატური იარაღით და თეატრში მძევლების აყვანა, რომელთა ნაწილი შემდგომ დახოცეს.

14 ნოემბრის მონაცემებით, რვა ტერორისტმა (თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მათი ნაწილი პარიზის ქუჩებში მიიმალა) 129 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, 352-მდე კი დაშავდა.

ტერაქტების წინასწარ გამოვლენა საფრანგეთის შსს-ს შიდა დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და ტერორიზმთან ბრძოლის საკოორდინაციო ჯგუფის, ასევე - პარიზის პოლიციის პრეფექტურის სადაზვერვო სამმართველოს პრეროგატივა იყო, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს, არადა, ამა წლის 7 იანვარს პარიზში, ”შარლ ებდოს” რედაქციაზეც ანალოგიური ხელწერის ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და საფრანგეთის სპეცსამსახურებს­ მეტი ყურადღება მართებდათ.
მსგავსი ტერორისტული თავდასხმებისგან ევროპის არც სხვა მეგაპოლისებია დაცული, რადგან იქ ბოლო თვეებში სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის - სირიიდანაც, ათასობით დევნილმა შეაღწია და ალბათ, მათ შორის არც ისე ცოტაა ”ისლამური სახელმწიფოს” შენიღბული ტერორისტი...

ჩვენი დოსიე:

საფრანგეთს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი სპეცსამსახურები ჰყავს. ისინი დაზვერვის ეროვნულ საბჭოს ექვემდებარებიან, რომელიც, თავის მხრივ, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთი დანაყოფია.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს ექვემდებარება საგარეო და თავდაცვის უსაფრთხოების გენერალური დირექტორატები, ხოლო შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში გაერთიანებულია სამხედრო დაზვერვის სამმართველო, დაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის ბრიგადა და საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების ცენტრალური სამსახური.
შსს-ს განკარგულებაშია შიდა დაზვერვის მთავარი სამმართველო და ტერორიზმთან ბრძოლის საკოორდინაციო ჯგუფი.
პოლიციის პრეფექტურაში ფუნქციონირებს პარიზის პოლიციის პრეფექტურის სადაზვერვო სამმართველო.
ეკონომიკის სამინისტროს ემორჩილება დაზვერვისა და საბაჟო გამოძიებების ეროვნული დირექტორატი, ასევე - დაზვერვისა და უკანონო ფინანსურ მოქმედებებთან მებრძოლი სამმართველოები.
676
20 ნოემბერი 2015 22:51
ყველა ტერორისტული ორგანიზაცია ყალიბდება აშშ-ს, ისრაელის და რუსეთის ხელისშეწყობით, ყოველი ტერაქტი კონტროლდება მათ მიერ. ყველაფერი გათვლილია. მაგათ გინდა მასონები დაარქვით და გინდ კარლსონები-ყველაფერი ეს კეთდება მსოფლიო რესურსებისთვის და იარაღი+ნარკოტიკების ბიზნესისთვის. მოვა დრო და ისის-ი ამოწურავს თავის შესაძლებლობებს ისე, როგრც ბენ ლადენმა-გამოგონილმა პიროვნებამ. შემდეგში შექმნიან ახალ პირობებს ახალი კონფლიქტებისათვის, ახალი პერსონალიებით-სხვა გეოგრაფიულ არეალებში...
eldar nadiri
20 ნოემბერი 2015 11:38
ისლამისტი ტერორისტები წარმოშო ევრო-ამერიკულმა სისასტიკემ. ერაყისა და სირიის დამონების მცდელობამ. ეწვროპაში თუ ვინმე მოკლეს ეს ტრაგედიაა, ხოლო მუსლიმებს თუ ხოცავენ ეს დემოკრატია ყოფილა, ასევე დემოკრატია ყოფილა რელიგიური გრძნობების აღვირახსნილი შეურაცხყოფა. რა დააშავა უდანაშაულო ხალხმა თორემ საფრანგეთის მთავრობამ დაიმსახურა თავისი დაბომბვების საპასუხოდ ეს სასჯელი.

თუ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე როგორც სურს მაშ, რატომ არ აძლევებ უფლებას ევროპული გარყვნილი დემოკრატიის მაფიოზები მახლობელი აღმოსავლეთის ხალხებმა თავის ნებაზე იცხოვრონ?

ვიეტნამიც ასეთი "დამნაშავე" იყო თავის დროს არა????
...
19 ნოემბერი 2015 13:34
"დათო"-ს. რა დროს ვაჟკაცობაზე, შიშსა და გამბედაობაზეა საუბარი. ეგ წარსულის გადმონაშთია და არაფერში ჭირდება განვითარებულ ადამიანს. ცხინვალში სამი დღის მაგივრად სამი კვირა რომ ებრძოლათ, თანაც ვაჟკაცურად, შედეგი სამასჯერ უარესიუ იქნებოდა. მთავარია გონება და ეკონომიკური სიძლიერა. თორემ "ვაჟკაც" და კუნთმაგარ მებრძოლებს ერთი ჭურვით გაჟუჟავ. ვისაც ჭკუა და ბევრი ფული აქვს, ის თავის სურვილზე ათამაშებს "ვაჟკაცსაც", "პატრიოტსაც", რელიგიურ, თუ სხვა ფანატიკოსსაც და ნებისმიერ მეამბოხესაც. მოკლედ, რეალობას შეხედეთ და წარსულით ნუ ცხოვრობთ. ვისაც მოგწონთ, იყავით "ვაჟკაცები" და პატარა ბავშვებიც უშიშრები გყავდეთ, მე კი გარგად ვცხოვრებ და ცხოვრებით დავტკბები. ეგ ვაჰაბისტები და ტერორისტები სწორედ რომ იმათ სამსახურში არიან და მათ ემონებიან, ვისაც ვითომ ებრძვიან. შედეგი ის არის, რომ ისევ ის ტერორისტი და სხვა უბრალო ხალხი იხოცება, ჭკვიანი და მდიდარი, ასევე ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები კიდევ უფრო მდიდრდებიან და იფართოებენ გავლენის სფეროებს. საასაცილოა, დღეს, 21-ე საუკუნეში, მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, "ვაჟკაცობაზე", "პატრიოტოზმსა" და მსგავს თავს მოხვეულ ტერმინებზე საუბარი. ეგ ხომ მხოლოდ ხალხისთვის დაგდებული სატყუარაა. როდის მორჩებით ამ სადღეგრძელოებით საუბარს და მშიერი კუჭით გულზე მუშტის ცემას.

რედაქტორის რჩევით