წარმოშობით ქართველი უკრაინელი მებრძოლის გულით...
14-12-2015
წარმოშობით ქართველი უკრაინელი მებრძოლის გულით...
დონეცკის რაიონში პრორუს სეპარატისტებს კიდევ ერთი ჩვენი თანამემამულე შეეწირა...

უკრაინაში, დონბასში ომი შეწდა. ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებენ რუსეთის საინფორმაციო საშუალებები, თუმცა, უკრაინელი მებრძოლები მაინც იღუპებიან, რადგან პრორუსი სეპარატისტები ომს დივერსიული ოპერაციების სახით აგრძელებენ.

9 დეკემბერს დონეცკის რაიონში ქვეითთა საბრძოლო მანქანა ნაღმზე აფეთქდა. უკრაინის არმიის ორი მებრძოლი დაიღუპა, შვიდი კი - დაიჭრა.
სამწუხაროდ, დაღუპულებს შორის ქართულმა გვარ-სახელმაც გაიჟღერა. როგორც გაირკვა, ირაკლი ქუთელია უკრაინის მოქალაქე იყო, ბავშვობიდან იქ იზრდებოდა, თუმცა, ქართველობით მუდმივად
ამაყობდა.

ის უკრაინის არმიის 93-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის 1-ელ ბატალიონში მსახურობდა. დონეცკის აეროპორტში გააფთრებული ბრძოლების დროს ირაკლი ქუთელიას პრორუსი სეპარატისტების Т-64 ტანკი აუფეთქებია ყუმბარსატყორცნით, ხოლო ღამით მისი გამოყვანაც მოუხერხებია. ეს ტანკი ახლაც 93-ე ბრიგადის შეიარაღებაშია.

9 დეკემბრის ტრაგედია, როგორც ჩანს, წინასწარ დაგეგმეს სეპარატისტებმა. მათ ჯერ
სოფლის გზა დანაღმეს და შემდეგ ცეცხლი გაუხსნეს უკრაინელ სამხედროთა პოზიციებს - იცოდნენ რა, რომ დაბომბილ ტერიტორიაზე მყოფნი დამხმარე ძალას მოითხოვდნენ. ირაკლი ქუთელიას საბრძოლო მანქანაც თანამებრძოლების დასახმარებლად დაუყოვნებლივ გაეშურა სწორედ იმ სოფლის გზით... მექანიკოს-მძღოლის სავარძელი მარცხენა მუხლუხას წინა ნაწილის თავზეა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე გადავლისას 7-8 კგ ტროტილის აფეთქებისას წარმოქმნილი კუმულაციური ჭავლი მექანიკოს-მძღოლს გადარჩენის შანსს არ უტოვებს.

P.S. საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ქუთელია სხვა ასეულობით ქართველ მოხალისესთან ერთად წელს ჩავიდა უკრაინაში საბრძოლველად. ეს, რბილად რომ ვთქვათ, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ირაკლი ქუთელია, როგორც უკრაინის მოქალაქე, ჯერ კიდევ გასული წლიდან ოფიციალურად ირიცხებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 93-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის შემადგენლობაში, სადაც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს არ იღებენ.

იხილეთ ასევე: "ცხოვრება უხაროდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მამა გახდა" - უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა
mindia
20 დეკემბერი 2015 18:07
ნაცმაცუნეთის ნაცმაცუნური აზრები! ასე მწარედ ვინ დაგწყევლა...
rezo
17 დეკემბერი 2015 04:49
ჩვენ ვისაც ქვეყანა რუსულ ძეხვს გვირჩევნია ვიომებთ, ხოლო თქვენ კიდე დაგიჭერთ და ადგილზე დაგხვრიტავთ!
qutaiseli
15 დეკემბერი 2015 20:36
ნაცსექტისტები რისი მეომრები ხართ თქვენი ბელადის თამადობით კარგად გამოჩნდა 2008 ში ტოლი ნახეთ და კოჭი გააგორეთ რა არ გაახურეს საქმე ამ ურაპატრიოტიზმით თუ გინდა იომე და თუ გინდა კისერი მოიტეხე ვინ გიშლის ა. ამ ცხონებულის სული კიდე ნათელში იყოს და ღნერთმა აცხონოს.

რედაქტორის რჩევით