როგორ გადაფრინდნენ "ნიანგები" სომხეთში?
21-12-2015
როგორ გადაფრინდნენ "ნიანგები" სომხეთში?
"თუ რუსეთი არ იომებს, ჩვენ ვიომებთ თურქეთის არმიასთან", - სომეხი გენერალი

რუსეთ-თურქეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში სომხეთი მოსკოვს უცილობლად მხარს დაუჭერს


8 დეკემბერს ერევანთან, "ერებუნის" აეროდრომზე, რუსულმა სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებმა კრასნოდარის მხრიდან შვიდი შვეულმფრენი, მათ შორის საბრძოლო "მფრინავი ნიანგები" Ми-24П და სამხედრო-სატრანსპორტო Ми-8МТ-ები ჩაიტანეს.

სომხეთში რუსული სამხედრო დაჯგუფების გაძლიერება არახალია, მაგრამ კვლავ რჩება მთავარი კითხვა - რუსული საბრძოლო ტექნიკა მეზობელ სომხეთში კვლავ საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ხვდება, თუ რუსი
გენერლები არ იზარებენ და კასპიის ზღვასა და ირანზე გადაფრენით ზიდავენ იარაღს სტრატეგიულ პარტნიორ სომხეთის ტერიტორიაზე.

Ил-76-ისა და განსაკუთრებით Ан-124 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს რუსეთის არმიის შეიარაღებაში არსებული თითქმის ყველა სახეობის საბრძოლო ტექნიკის წაღება შეუძლიათ, მათ შორის სარაკეტო დანადგარებისაც, რაც სირიაში С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ორ დღეში
გადასროლამაც დაადასტურა.
სომხეთში კმაყოფილი არიან რუსული იარაღის ახალ-ახალი პარტიების შეტანით, რადგან მიაჩნიათ, რომ ის საბოლოოდ სომხეთს დარჩება. გადამდგარმა გენერალმა სეირან საროიანმა, რომელიც სომხეთის პარლამენტის წევრია, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თანახმაა, თურქეთთან ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთმა სომხეთის საჰაერო სივრცე გამოიყენოს და დასძინა: "რაც მეტ იარაღს შემოიტანენ, მით უფრო დაცული ვიქნებით. თუ რუსეთი არ იომებს, მაშინ ვიომებთ ჩვენ, რადგან თურქეთის არმია ახლა დემორალიზებული და დასუსტებულია".

სომეხი გენერალი მართლაც დიდი ხნის გადამდგარია და შეიძლება ამიტომაც თვლის თურქეთის არმიას ხელწამოსაკრავად, მაგრამ ფაქტია, რომ მეზობელ სომხეთში არ გამორიცხავენ რუსეთ-თურქეთის სამხედრო დაპირისპირებას და ისიც სამხრეთ კავკასიის სამხედრო მოქმედებების თეატრში.

ფაქტია, რომ სო­მ­ხეთში რუსული სამხედრო დაჯგუფება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაძლიერდა და შეიარაღდა ისეთი სარაკეტო სისტემებით, რომლებსაც მეზობელი თურქეთის საჰაერო სივრცის დიდი ნაწილის გაკონტროლება და სახმელეთო სამიზნეების გარანტირებული განადგურება შეუძლიათ, მათ შორის ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული ქობინებით.
kobiusa
06 იანვარი 2016 17:18
"არწივთან მებრძოლი ბეღურა განწირულია და არა მებრძოლი"
patrioti
28 დეკემბერი 2015 10:49
ამერიკა რუსეთზე უარესი ბოროტებაა
Putini
24 დეკემბერი 2015 12:00
სასაცილოა ეგ გულშიც არ უნდა გაევლო თურქეთის არმია მსოფლიო ათეულში შედის ერთ სამუშაო დღეში აიღებს. ალბათ კონიაკი ჰქონდა დალეული ნამინისტრალს! ომი ვოვჩიკებმაც ვერ გაბედეს მსოფლიოს თვალწინ ჩამოუგდეს თვითფრინავი ჩიტივით

რედაქტორის რჩევით