ჩაკ ნორისმა ქართველიშვილის მოიერიშეს სიცოცხლე გაუხანგრძლივა
25-01-2016
ჩაკ ნორისმა ქართველიშვილის მოიერიშეს სიცოცხლე გაუხანგრძლივა
ჰოლივუდის ვარსკვლავსა და ქართველის მოიერიშეს ერთნაირი მრისხანე გამოხედვა აქვთ

ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობი ჩაკ ნორისი საქართველოში საშუალო თაობას, იმედია, ისევ ეხსომება, თუმცა, ალბათ, ცოტამ თუ იცის, რამხელა ენერგია დახარჯა მან, რომ საქართველოს სახელთან დაკავშირებულ ლეგენდას კიდევ ეფრინა და რაც მთავარია, კვლავ მიეყენებინა სასიკვდილო დარტყმები მთელი მსოფლიოს საფრთხისთვის - "ისლამური სახელმწიფოსთვის".

თუმცა, მოდი, თანამიმდევრობით მივყვეთ: 2015 წელს ჰოლივუდის ლეგენდა ჩაკ ნორისმა მხარი დაუჭირა იმ ამერიკელ სენატორებს, რომლებიც აკრიტიკებდნენ პენტაგონის გადაწყვეტილებას, ჩამოეწერა A-10A
Thunderbolt II-ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი და ის ჯერ F-16-ით, შემდგომში კი თანამედროვე F-35-ით შეეცვალათ.
ჩაკ ნორისმა პენტაგონის ხელმძღვანელობას განუცხადა: "მე 75 წლის ვარ, მაგრამ ჯერ არ ვაპირებ სანაგვეზე წასვლას. ზოგიერთი რამ ასაკში უკეთესი ხდება და ეს, უპირველესად, "ტანდერბოლტს" ეხება".
მთელი წლის განმავლობაში ჩაკ ნორისი ამ მოიერიშის
გამოსახულებიანი მაისურით დადიოდა კონგრესსა და პენტაგონში და მაინც თავისი გაიტანა - აშშ-მა "ტანდერბოლტი" შეიარაღებაში დატოვა.

რა თქმა უნდა, პენტაგონში არც ჩაკ ნორისის "ტანდერბოლტიან" მაისურს აღუძრავს სენტიმენტალური გრძნობები და არც ჩვენთვის კარგად ცნობილი სენატორის - ჯონ მაკკეინის შეშინებიათ, რომელიც ასევე მხარს უჭერდა ჩაკ ნორისის იდეას. ამერიკელი გენერლები მიხვდნენ, რომ "ისლამური სახელმწიფოსთვის" ეფექტური საჰაერო დარტყმების მიყენება 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულის ბოლოსაც კი 44 წლის "ტანდერბოლტს" უკეთესად შეუძლია, ვიდრე ძვირად ღირებული აპარატურით აღჭურვილ თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებს.

თავისი სიჯიუტითა და სიმტკიცით ჩაკ ნორისმა და ჯონ მაკკეინმა უნებურად სიცოცხლე გაუხანგრძლივეს ამერიკული სამხედრო ავიაციის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ავიაკონსტრუქტორის, ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ქართველიშვილის (ქართველის) იდეას შეჯავშნული რეაქტიული მოიერიშის ეფექტურად გამოყენების შესახებ.
ალექსანდრე ქართველის მიერ 1970-იანი წლების დასაწყისში შექმნილი A-10A Thunderbolt II-ტიპის მოიერიშე დღესაც შეუცვლელია ავღანეთისა თუ ერაყის ცაში, ისევე, როგორც სირიაში - თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი რუსული Cy-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები.

"ცივი ომის" დროს ერთმანეთთან დაპირისპირებულ აშშ-ისა და საბჭოთა კავშირში შექმნილი ეს ორი, ერთი დანიშნულების მოიერიშე, მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში ევროპის ცაში ერთმანეთს უნდა დაჰპირისპირებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მესამე მსოფლიო ომს ჯერჯერობით გადავურჩით და დღეს ისინი ერთად ბომბავენ "ისლამურ სახელმწიფოს".
Napoleoni
27 იანვარი 2016 16:32
Chveni saqme xmali iyo topis wamalshi ver vivarget. . .
quTaiseli
26 იანვარი 2016 15:01
გაუნათლებელი და ხეპრე უნდა იყო ამერიკა საართველოს შეადარო გინდ სამხედრო გინდ ეკონომიკის მხრივ ან პატრიოტიზმი რაშუაშია აქ ფრანგული პუმა რა ჯანდაბათ გინდა საჭმლის ფული არააქ ხალხს ან ვის ეომები მაგ პუმებით ერთი არ კმარა კიდე ომი გინდა რა უბედურებაა მართლა რა ბრბოა საზოგადოების ერთი ნაწილი ეგრეთწოდებული მყვირალა ვაიპატრიოტები.თან რო ბლატაობენ და ხალხს შეურაწყოფას რო აყენებენ მიაყენე რა ეს შენი უზრდელი ენა და იყავი კორექტული არა რა ამ მიხუინამ მთლად **********ზოგიერთი
rezo
25 იანვარი 2016 22:05
აი პატრიოტი ხალხი! საქართველოში მთავრობასაც და ხალხსაც მაგრად ახატიათ ვერტმფრენებიც და თვითმფრინავებიც. ფრანგულ პუმებზე ბიძინამ თქვა არ გვჭირდებაო ბრბომაც ამოსძახა, "არ გვჭირდება არაააა".... სამწუხაროდ ჩვენ არ გვყვავს ჩაკ ნორისები.

რედაქტორის რჩევით