რისთვის ემზადება რუსეთი ოკუპირებულ ქართულ მიწებზე?
22-02-2016
რისთვის ემზადება რუსეთი ოკუპირებულ ქართულ მიწებზე?
ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროების წვრთნები და სწავლებები არ წყდება

რუსეთის მე-4 (ცხინვალის რეგიონი) და მე-7 (აფხაზეთი) საოკუპაციო სამხედრო ბაზების სიახლოვეს გასულ კვირას ისევ სროლა ისმოდა, თუმცა, მათ არც ქართველი რეინჯერები დასხმიან თავს და არც - თურქი. რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქი ოკუპირებული ტერიტორიების პოლიგონებზე ინტენსიურ სამხედრო წვრთნებს აგრძელებს.

რუსული არმია როგორც თავის ტერიტორიაზე, ისე საოკუპაციო ზონებში გეგმურ წვრთნებს ადრეც ატარებდა, მაგრამ ბოლო დროს ოკუპირებულ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონსა და
ყირიმის ნახევარკუნძულზე ძალიან გახშირებული რუსული სამხედრო წვრთნები ეჭვს აღძრავს.
რისთვის შეიძლება ემზადებოდეს რუსული არმია?

დაუჯერებელია, რუსი გენერლები ისეთი იდიოტები იყვნენ, ცხინვალში ან გალის რაიონში ქართული არმიის შეტევას ელოდნენ. ასევე არარეალურია, უახლოეს მომავალში უკრაინის არმიამ წართმეული ყირიმის ნახევარკუნძულის ძალის გამოყენებით დაბრუნება სცადოს. მაშ, რატომ და რისთვის
ემზადებიან დაპყრობილ ტერიტორიებზე ასე გამალებით რუსი სამხედროები და რატომ შეჰყავთ იქ ყველაზე თანამედროვე და დიდი საცეცხლე ძალის საბრძოლო ტექნიკა?

თუ "ცივი ომის"­ პერიოდს გავიხსენებთ, საბჭოთა გენერალიტეტი ცდილობდა, ახალი ტანკები და საბრძოლო თვითმფრინავები სავარაუდო მოწინააღმდეგის სიახლოვეს ჰყოლოდა და ამიტომაც ყველაზე კარგად გაწვრთნილი და უახლესი ტექნიკით შეიარაღებული საბჭოთა საბრძოლო დანაყოფები აღმოსავლეთ ევროპაში, უშუალოდ NATO-ს წინ იდგნენ. დღეს, როდესაც, ფაქტობრივად, ახალი "ცივი ომია" დაწყებული, მოსკოვი იმავე ტაქტიკას იყენებს, თუმცა, რუსეთის სამხრეთ ნაწილში, სადაც ყველაზე ინტენსიურად მიმდინარეობს რუსული საბრძოლო შენაერთების­ მზადება, მეზობლად NATO-ს­ წევრი თურქეთია, რომელთანაც გასულ წლამდე რუსეთს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, დღეს კი ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და არ არის გამორიცხული, ეს დაპირისპირება შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდოს. ამ საფრთხეზე საფრანგეთის პრეზიდენტმაც დაუფარავად განაცხადა.

რუსეთ-თურქეთის სამხედრო დაპირისპირება პირველ რიგში სირია-თურქეთის სასაზღვრო რაიონშია მოსალოდნელი, მათ შორის - ავიაციისა და საზენიტო-სარაკეტო სისტემების გამოყენებით. პრეზიდენტ პუტინს არ ასვენებს თურქების ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის გამო შურისძიების სურვილი.

თუკი სირიის კონფლიქტის ზონაში რუსეთ-თურქეთი მართლაც დაუპირისპირდა ერთმანეთს, არ არის გამორიცხული, კონფლიქტმა შავ ზღვასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც გადმოინაცვლოს და მასში დაპირისპირებული მხარეების სტრატეგიული პარტნიორები - სომხეთი და აზერბაიჯანიც ჩაერთონ.
ალბათ, რუსეთი მოვლენების სწორედ ამ სცენარით განვითარებისთვის აიარაღებს და ამზადებს თავის საოკუპაციო სამხედრო ბაზებს აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე; ამავე დროს, ყოველთვიურად ძლიერდება როგორც გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა, ისე - სომხური არმია.
თუკი გამართლდა ყველაზე პესიმისტური ვარაუდი, სამწუხაროდ, რუსეთ-თურქეთის სამხედრო კონფლიქტში საქართველოც იქნება ჩათრეული.
shoda
01 მარტი 2016 20:13
ალადაშვილი 17-ე საუკუნეში რომ დაბადებულიყო დარწმუნებული ვარ შაჰ-აბას პირველის მრჩეველი იქნებოდა!
shoda
01 მარტი 2016 20:09
გლახუნა კი არა გლახაკია! გლახაკი რომ არ იყოს ერთხელ მაინც შემომეპასუხებოდა! მაგათმა ასე იციან: ხელი რომ შემოკრა, ხურდას არ დაგიბრუნებენ და ამას გაატარეს უძახიან, სამაგიეროდ ჩუმად, ზურგს უკან დაიწყებს ინტრიგების ხლართვას, ცილისწამებას და ათას საზიზღრობის კეთებას!
-ეგა ხარ შე მართლაც გლახა. სახელიც რომ შესაფერი შეგირჩევია!!!
geyot yayani
01 მარტი 2016 20:08
დაბალი დონის სტატიაა, რუსეთ-თურქეთის ომი წარმოუდგენელია. გამოხვედით ყველანი ნოსტრადამუსები.

რედაქტორის რჩევით