ქაოსს ჯარების მართვაში ბოლო მოეღება?!
14-03-2016
ქაოსს ჯარების მართვაში ბოლო მოეღება?!
სახმელეთო ჯარები უქმდება, გენშტაბი აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიულ მიმართულებებს პირდაპირ უხელმძღვანელებს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მსვლელობა მისცა თავისი წინამორბედის, მიხეილ სააკაშვილის სამი წლის წინანდელ რეკომენდაციას, რომელმაც უნდა გამოასწოროს ის უცნაური სიტუაცია, რომ ქართული არმიის უმთავრესი სტრუქტურები, ფაქტობრივად, კანონმდებლობის გარეშე ფუნქციონირებენ.

ლაპარაკია საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული მიმართულებების სარდლობებზე, რომელთა ლეგიტიმაცია არ იყო საჭირო სახით - კანონით დარეგულირებული.

ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 23 მაისის ბრძანებულებაში, რომელიც ეხებოდა
დოკუმენტის - "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016წწ." - დამტკიცებას, რეკომენდებული იყო სახმელეთო ჯარების გაუქმება და მის ნაცვლად აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული მიმართულებების სარდლობების შექმნა, რომლებიც ბრძანებებს უშუალოდ გენშტაბიდან მიიღებდნენ.

ორივე მიმართულების სარდლობები მართლაც შეიქმნა, მაგრამ სახმელეთო
ჯარების სარდლობა არავის გაუუქმებია, რის გამოც გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების სარდლობის ფუნქციები ხშირად დუბლირდებოდა.

გენერალურ შტაბსაც ეს სახელი დაგვიანებით დაუბრუნდა, რადგან აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ ჯერ - სამხედრო-საზღვაო, ხოლო შემდეგ სამხედრო-საჰაერო ძალები, როგორც ჯარის სახეობები, გააუქმა და გაერთიანებული შტაბის არსი დაიკარგა. აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული მიმართულებების სარდლობების შესაქმნელად დროულია პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის გააქტიურება (თუ დაგვიანებულიც არა), თუმცა, სახმელეთო ჯარების სარდლობის გაუქმება იქ მომსახურე ოფიცრების შეშფოთების მიზეზი გახდა.

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სახმელეთო ჯარების სარდლობის წარმომადგენლებს შეხვდა. მან დაუფარავად უწოდა ქაოსი სახმელეთო ჯარებისა და მიმართულებების სარდლობებს შორის აქამდე არსებულ სიტუაციას. ამასთან, მინისტრი ხიდაშელი ოფიცრებს შეჰპირდა, რომ სამსახურის გარეშე არავინ დარჩება.

აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული მიმართულებების­ სარდლობათა მეთაურები უკვე დაინიშნენ. მომავალი გვიჩვენებს,­ რამდენად ეფექტური იქნება პირდაპირი კავშირი­ გან­შტაბსა და მიმა­რთულებების სარდლობებს­ შორის (სხვათა შორის, აღმოსავ­ლეთ და დასავ­ლეთ ოპერატიული მიმართულებების სარდლობები პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის დროსაც არსებობდა), ამ ეტაპზე კი მთავარია, მრავალწლიანი გაურკვევლობა დასრულდეს.
datas
24 მარტი 2016 17:31
დათა, შენ დათა ახალაია ხო არა ხარ?
rezo
21 მარტი 2016 02:47
დათა შენ ხო არ გაზანზარებს? თუ რამე არ მოგწონს სარდლობების დაყოფაზე ეგ დაწერე, თუ არადა ყველამ თავის ცოლს მიხედოს.
data
19 მარტი 2016 20:54
ხოო მშვენიერი იდეეაა არა რეზოო? იმიტომ რომ გამყიდველები ხართ, თქვენ გირჩევნიათ რუსებს ტრაკი აულოკოთ ვიდრე ტერიტორიები დაიცვათ, გირჩევნიათ სუფრაზე გასკდეთ სმითა და ტრაბახით მაგრამ საქმე საქმეზე რო მიდგება არაფრის ტრაკი არა გაქვთ მშიშარები ხართ, გირჩევნიათ ცოლები საბერძნეთსა და თურქეთში გაუშვათ რისთვისა თქვე იცით მაგრამ ქმებმა გირჩევნიატ მატი გამომუშავებული ფულით იქეიფოთ სახლში ჯარი რათ გინდათ ქართველებს მიჭებს მაინც ყიდით არა რეზოო?

რედაქტორის რჩევით