ქართველი, რომელმაც ზესაიდუმლო იარაღი შექმნა
07-04-2016
ქართველი, რომელმაც ზესაიდუმლო იარაღი შექმნა
დღესაც გამოცანად რჩება, რატომ არ აიღო იერიშით ლენინგრადი ჰიტლერმა და როგორ გაძლო ამ ქალაქმა 872 დღე ბლოკადაში

მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში დღესაც გამოცანად რჩება,­ თუ რატომ არ აიღო იერიშით ლენინგრადი ჰიტლერმა და როგორ გაძლო ამ ქალაქმა 872 დღე ბლოკადაში. ომის შემდგომ გამოქვეყნებულ საიდუმლოების გრიფ­მოხსნილ გერმანულ დოკუმენტებში ჩამოთვლილია რამდენიმე­ მიზ­ეზი, რის გამოც ვერმახტმა არ მოინდომა გადამწყვეტი იერიშის მიტანა ამ მნიშვნელობით მეორე ქალაქზე. ერთ-ერთ მიზეზად დასახე­ლებულია ის გარემოება, რომ თუკი ქალაქს აიღებდა,
გერმანიის ხელისუფლებას არ სურდა გამო­ე­კვება ლენინგრადის მილიონზე­ მეტი დამშეული მცხოვრები. ამასთან, ჰიტლერს იმიტომაც არ სურდა ლენინგრადის აღება, რომ ქალაქში შესული­ გერმანული ჯარების დისლოკაციის ადგილები მოულოდნელად არ აფეთქებულიყო,­ როგორც 1941 წლის შემოდგომაზე ხდებოდა ოკუპირებულ ხარკოვში, ლუგანსკში და სხვაგან.

ვლადიმერ ბექაურს გუდამაყრის ხეობაში ძეგლი დაუდგეს

1941 წლის
ოქტომბერში, როცა ვერმახტის ნაწილებმა ხარკოვი აიღეს, ქალაქის გარნიზონის უფროსი, გენერალ-მაიორი ფონ ბრაუნი ძველებურ სასახლეში დასახლდა. გერმანელებს ჰქონდათ სადაზვერვო ინფორმაცია, რომ საბჭოთა არმიის მენაღმეებმა ხარკოვი დატოვებამდე დანაღმეს, ამიტომაც გარნიზონის უფროსის სას­ახლის ზედმიწევნით შემოწმებისას აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა. სამი კვირის შემდეგ,­ როდესაც სასახლეში გარნიზონის უფროსთან ერთად 20-მდე ოფიცერი იმყოფებოდა, საშინელი ძალის აფეთქების ხმა გაისმა და ცოცხალი არავინ დარჩენილა.

როგორც ჩანს, სასახლეში გად­ამალული იყო კიდევ ერთი ასაფ­ეთქებელი მოწყობილობა, მაგ­რამ­ რატომ აფეთქდა მაშინ, როდესაც ყველანი სასახლეში იყვნენ?

მოულოდნელი აფეთქებები ხდე­ბოდა აეროდრომებზე, ხიდებ­ზე, შტაბების შენობებში, თითქოს ვიღაც უთვალთვალებდა და საჭირო დროს აფეთქებდა. გამოძიების შემდეგ გესტაპომ დაადგინა, რომ მოულოდნელი აფეთქებები საათის მექანიზმით კი არა, რამდენიმე ასეული კმ-დან გაგზავნილი რადიოსიგნალებით ხდებოდა.­ ჰიტლერის ბრძანებით, გერმანიის სპეცსამსახურები ომის ბოლომდე­ ცდილობდნენ დაედგინათ, ვინ იდგა დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობების უკან, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა...­ საბჭოთა ზესაიდუმლო რადი­ომ­ართვადი ბომბების შემქმნელი­ ჯერ კიდევ 1938 წელს დახვრეტილი ქართველი ინჟინერ-გამომგონებელი ვლადიმერ ბექაური გახლდათ. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა და შეიარაღ­ებაში შევიდა დისტანციურად მართვადი რადიოფუგასები, სახელწოდებით "ბემი", რომლის მოქმ­ედების პრინციპი ასეთი იყო: მენაღმეები სტრატეგიულ ობიექტზე,­ რომელიც, სავარაუდოდ, შეიძლებოდა მოწინააღმდეგეს დაეკავებინა, წინასწარ ჩააწყობდნენ რამ­დენიმე ასეულ კილოგრამ ტროტ­ილს და მასზე დაამონტაჟებდნენ რადიოტალღების მიმღებ ხელსაწყოს, რომლის ანტენაც, ასევე შენიღბულად მონტაჟდებოდა შენობაზე. მას შემდეგ, რაც გერმანელი სამხედრო ხელმძღვანელობა დაიკავებდა ოკუპირებულ ქალაქში­ რომელიმე სახლს და იქ შტაბს განათავსებდა, ქალაქში დარჩენილი საბჭოთა მზვერავები იწყებდნენ სახლის თვალთვალს. როდესაც­ დაადგენდნენ, რომ იმ შენობაში იმართებოდა შტაბის თათბირი ან ბერლინელი მაღალჩინოსნები სტუმრობდნენ, მოსკოვში "სმერშს" (საბჭოთა კონტრდ­აზვერვის მთავარი სამმართველო,­ რომელიც პირდაპირ სტალინს ექვემ­დებარებოდა) დაშიფრულ შეტყო­ბინებას უგზავნიდნენ. გადაწყვეტილებას მოსკოვში იღებდნენ და იქიდან მძლავრი სტაციონარული რადიოსადგურიდან გამოგზავნილი რადიოსიგნალებით აამოქმედებდნენ კონკრეტ­ულ შენობაში ჩადებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას.

მეორე მსოფლიო ომის შემდ­გომ საბჭოთა მენაღმეები კიდევ დიდხანს იღებდნენ წინამორბედების მიერ ჩადებულ "ბემებს" მოსკოვისა და ლენინგრადის სტრატეგიული ობიექტებიდან, ასე რომ, ჰიტლერი ტყუილად როდი უფრთხოდა ლენინგრადის დაკავებას - იქ გერმანელებს მართლაც ელოდათ ბექაურის დისტანციურად მართვადი რადიოფუგასები.

ვლადიმერ ბექაური მეუღლესთან ერთად

P.S. ერთ-ერთი ინფორმაციის თანახმად, ბექაურის კონსტრუქცი­ის რადიოფუგასები ჩაწყობილი­ იყო საქართველოს სამხედრო გზა­ზეც იმ შემთხვევისთვის, თუ გერმანელთა არმია ლარსის გავლით შეეცდებოდა ჯერ საქართველოში­ გადმოსვლას, შემდგომ კი ბაქოში ნავთობსაბადოების დაპყრობას.

"ოსტეხბიურო" გიგანტურ დაწესებულებად იქცა


1920 წელს ბექაურმა ლენინს ფოლადის სეიფების ელექტრონული სიგნალიზაციის დაცვის შესაძლებლობა შესთავაზა. მალე ბექაური ლენინის პროტეჟედ იქცა და ქართველ ინჟინერ-გამომგონებელს საკუთარი ინსტიტუტის - "ოსტეხბიუროს" ("სპეციალური დანიშნულების სამხედრო გამოგონებების განსაკუთრებული ტექნიკური ბიურო") შექმნაშიც დაეხმარა. ბექაურის "ოსტეხბიურო" 30-იანი წლების დასაწყისში გიგანტურ დაწესებულებად იქცა, რომელიც მუშაობდა შორსმფრენი ბომბდამშენების, უპილოტო თვითმფრინავებისა და რადიომართვადი ფუგასებისა და ტორპედოების, ავტონომიური მინიწყალქვეშა ნავების, მოსასმენი აპარატურისა და სხვა სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნიკის საცდელი ნიმუშების შესაქმნელად. ბექაურის განკარგულებაში იყო ასობით თვითმფრინავი და რამდენიმე ათეული სამხედრო ხომალდი.­ ის 1937 წელს დააპატიმრეს გერმანიის სასარგებლოდ შპიონაჟის ბრალდებით, 1938 წლის 8 თებერვალს კი დახვრიტეს. 1956 წელს რეაბილიტირებულ იქნა.
TOTIKA
01 მაისი 2017 15:39
რა გიდათ ამ გიგასგან? არ არი მარტალიი?? რა უნდოდა ბექაურს ლენინისგან, სტალინისგან რომ მიეღო მეტი რაც მიიღო, და ძეგლი რატომ აღარ დაუდგეს რეაბილიტაციის შემდეგ, რა არ იყო ღირსი? აი ასე დაგიფასდებათ ყველა ქართველს უცხო ქვეყნის სამსახური......
datiko48
01 მაისი 2017 07:33
ბევრმა ქართველმა შექმნა მსოფლიოში თავისი ნიჭით უნიკალური მეცნიერული გამოგონები,როგორც სატანა ამერიკაში ასევე მის მეგობარ სატანა რუსეთში,რადგან საქართველო დაბლოკილი იყო იუდეველთა მიერ,რომლებიც ბატონობენ დღემდე,ამიტომ გაანადგურა საქართველოში ჟიზოიდმა ებრაელმა სააკაშვილმა მეცნიერებათა სამინისტრო და გაიყარნენ სამშობლოდან მოაზროვნე ქართველნი,ხოლო დღეს რაც არის შეტანილი ვითომ განმანათლებობაში და ჩვეულებრივ სასკოლო სწავლებაში,ეს არის აბსურდი,წაშალეს დედა-ენის სწავლება და ყველაფერი ის საგნები რითაც იზრდებოდნენ გონიერნი ახალგაზრდები და დაამკვიდრეს სულიერი გახრწნილობა,სამუხაროდ.
თომა
01 მაისი 2017 01:49
ვლადიმერ ბექაურმა სტალინს გაუკეთა სეიფი. სტალინმა დაუძახა ბერიას და უთხრა აბა შენი სპეციალისტები მოიყვანე და სცადე ამ სეიფის გაღებაო. ბერიამ და მისმა სპეციალისტებმა ბევრი უტრიალეს ირგვლივ მაგრამ სეიფი ვერ გააღეს. მერე სტალინმა დისტანციური ამოიღო ჯიბიდან და სეიფი შორიდან გააღო. ბერიამ კი პირი დააღო. შეიძლება ბერიას ამ ამბის მერე ბექაურისადმი ბოღმა დარჩა, საწყალ ბექაურს მოღალატეობა დასწამეს და დახვრიტეს.
მაგარი ყუმების დრო იყო. მაგრამ საკითხავი ის არის, ეხლა ამდენი ხალხი რომ იმ ყუმებს მისტირის, ერთის დანაშაულით მეორის დანაშაულს ამართლებს, და კარგი ცხოვრებისათვის ყველაფერს კადრულობს, დრო წინ წავიდან თუ უკან?

რედაქტორის რჩევით