"ლაგოდეხელები", შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის ინიციატორები გამხდარიყვნენ
14-04-2016
"ლაგოდეხელები", შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის ინიციატორები გამხდარიყვნენ
"ლაგოდეხიდან გაგზავნილ რაზმს ჰილმენდის პროვინციის იმ რაიონებშიც მოუწია სპეცოპერაციების ჩატარებამ, სადაც 2009-2014 წლებში ჩვენი სამხედროები ამერიკელებთან ერთად იმყ­ოფებოდნენ"

გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ლაგოდეხისა და თელავის რაიონების ტყეებსა თუ ვენახებში გლეხები არაერთხელ წასწყდომიან ჩამოძონძილ, გაუპარსავ­ პირებს, რომლებიც მოსახლეობასთან შეხვედრას ერიდებოდნენ. ისინი იმ დროისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ბრძოლისუნარიანი სამხედრო ნაწილის­ - ГРУ-ს მე-12 ცალკეული სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები იყვნენ.

საბჭოთა ГРУ-მ პირველი ცალკეული­ სპეცდანიშნულების დანაყოფების შექმნა 1950 წელს 46 სპეცდანიშნულების ასეულის­ ჩამოყალიბებით დაიწყო. 1957
წელს სპეცდანიშნულების მებრძოლების შემადგენლობამ 5520 კაცს მიაღწია, თუმცა მაშინ საქა­რთველოში არც ერთი ასეთი ასეული არ შეუქმნიათ, მხოლოდ ერევანსა და ბაქოში იყო დისლოცირებული თითო-თითო.

1957 წლის 9 აგვისტოს მანგლისში ГРУ-ს 43-ე ცალკეული სპეცდანიშნულების ბატალიონი ჩამოყალიბდა. საშტატო შემადგენლობა 360 კაცს შეადგენდა. მათ შეიარაღებაში იყო АК-47 ტიპის ავტომატები
(ნაწილი მაყუჩებით) და "მაკაროვის" პისტოლე­ტები. მოგვიანებით მოდერნიზებული АКV-ები და АКМС-ები მიიღეს, თუმცა­ ЗакВО-ს სარდლობას ხელს არ აძლევდა მანგ­ლისი, როგორც დისლოკაციის ადგილი და ამიტომაც ლაგოდეხი შეირჩა.

რატომ მაინცდამაინც ლაგოდეხი?

იმ პერიოდში NATO-ს წევრმა ქვეყნებმა,­ პირველ რიგში აშშ-მა, დაიწყეს საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების საზღვრებთან ახლოს, ბირთვული ქობინებით აღჭურვილი, ტაქტიკური­ და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების­ სარაკეტო კომპლექსების განთავსება. მობი­ლურ სარაკეტო დანადგარს შეეძლო ბირთვულქ­ობინიანი რაკეტის მოულოდნელად გაშვება.

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკებიდან მხოლოდ საქართველო და სომხეთი ესაზღვრებოდა უშუალოდ NATO-ს ბლოკს, კერძოდ, მის წევრ თურქეთს. 1961 წელს აშშ-მა იზმირთან განათავსა PMG-19 "იუპიტერის" ტიპის 15 ბალისტიკური რაკეტა, რომელთა მოქმედების­ რადიუსი­ 2410 კმ იყო და საკმარისი გახლდათ თურქეთიდან მოსკოვამდე მისაღწევად. "იუპიტ­ერის" ბირთვული ქობინის საჰაერო აფეთქება მრავალმილიონიან ქალაქსაც კი გაანადგურებდა. სწორედ­ ეს გახდა მიზეზი, რომ ГРУ-ს სპეცდანიშნულების­ ბრიგადა თურქეთის­ მოსაზღვრე საქართველოში, კერძოდ, ლაგოდეხში განთავსდა. დივერსანტებს­ თურქეთამდე თელავის აერ­ოდრომზე განლაგებული შვეულმფრენებით უნდა ჩაეღწიათ. განგაშის შემ­თხვევაში, თელავიდან აფრენილი­ Ми-6-ების ესკადრილია ლაგოდეხის აეროდრომზე­ დაჯდებოდა, დაიტვირთებოდა სპეცრაზმელებით, შეიარაღებით და გეზს თურქეთისკენ აიღებდა.­ ფრენა დაბალ სიმაღლეზე იყო რეკომენდებული, რათა მოწინააღმდეგის რადიოლოკატორებს შვეულმფრენები დროზე ადრე არ აღმოეჩინათ... Ми-6-ების ეკიპაჟები კი სპეცრაზმელების 10-12-კაციან ჯგუფებს გადასხამდნენ თურქეთის იმ რაიონში­, სადაც ამერიკული ბირთვულქობინიანი რაკეტები ეგულებოდათ... საბედნიეროდ, საშინელება, რასაც შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი დარქმეოდა, არ მოხდა, თუმცა, ლაგოდეხში დისლოცირებული ГРУ-ს მებრძოლები უსაქმოდ მაინც არ დარჩენილან. ვიდრე საბჭოთა კავშირი და აშშ შეიარაღებული დაპირისპირებისთვის ემზადებოდნენ, ავღანეთში პარტიზანული ომი დაიწყო, სადაც საბჭოთა ბირთვულქობინი­ანი ბალისტიკური რაკეტები თუ ატომური წყალქვეშა ნავები "თამაშგარე რჩებოდნენ" და მთელი დატვირთვა საბჭოთა ქვეითებზე,­ განსაკუთრებით, სპეცრაზმის მებრძოლებზე­ გადავიდა.

1980 წლის გაზაფხულზე ლაგოდეხის მე-12 ცალკეული სპეცდანიშნულების ბრიგადის შემადგენლობაში შეიქმნა 173-ე ცალკ­ე­ული სპეცდანიშნულების რაზმი და დაკომპლექტდა შუა აზიიდან ჯარში გაწვეული მუსლიმებით, რომლებიც ლაგოდეხის ტერიტორიაზე, ასევე ყარაიაზის პოლიგონზე (დავითგარეჯა) ინტენსიურ მომზადებას გადიოდნენ. 1984 წლის 12 დეკემბერს 173-ე ცალკეული სპეცდანიშნულების რაზმი ავღანეთში შევიდა და ყანდაარში განთავსდა. რაზმი ძირითადად, მოჯაჰედების იმ ქარავ­ნებზე ნადირობდა, რომლებსაც იარაღი და "სტინგერები" გადაჰქონდათ პაკისტანიდან ავღანეთში. სხვათა შორის, ლაგოდეხიდან გაგზავნილ რაზმს ჰილმენდის პროვინციის იმ რაიონებშიც მოუწია სპეცოპერაციების ჩატარებამ, სადაც 2009-2014 წლებში ჩვენი სამხედროები ამერიკელებთან ერთად იმყ­ოფებოდნენ. 173-ე ცალკეული სპე­ც­დანიშნულების რაზმი ავღანეთში 22-ე ბრიგადას შეუერთდა, მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადა კი ლაგოდეხში 1992 წლის გაზაფხულამდე დარჩა და მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯან-სომხეთის შეიარაღებ­ულ­ დაპირისპირებაში, 9 აპრილის ტრაგი­კულ მოვლენებში (9-დან 24 აპრილის ჩათვლით თბილისის ქუჩ­ებში პატრულირ­ებდნენ), ასევე­ ცხინვალის პირველ ომში 1991-92 წლებში. აფხაზეთის ომის დროს ქართული­ გვარდიის რამდენიმე ათეული­ ოფიცერი და ჯარისკაცი ლაგოდეხის ცნობილმა სპეცრაზმელებმა (Летучие Мыши - ასე უწოდებდნენ მათ) ვაზიანში მოამზადეს.

მოგვიანებით ბრიგადა ლაგოდეხიდან ურალის სამხედრო ოლქში, ქალაქ ასბეტში გადაიყვანეს, თუმცა მანამდე ამ ბრიგადის სპეცშეიარაღების ნაწილი (მაყუჩიანი АКМС-ები, Винторез-ები, უხმაურო პისტოლეტები ПБ და АПБ-ები) თავდაცვის სამინისტროს კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსმა,­ მომავალში კი უშიშროების მინისტრმა იგორ გიორგაძემ დაიტოვა.

2009 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა გასცა ბრძანება ასბეტში დისლოცირებული სპეცდანიშნულების ბრიგადის დაშლის შესახებ. ასე დასრულდა ამ ბრიგადის 47-წლიანი ისტორია, საიდანაც 30 წელი ლაგოდეხში გაატარა და მისი მებრძოლები მესამე მსოფლიო ომის დაწყების ინიციატორებიც კი შეიძლებოდა გამხდარიყვნენ.
3,14
20 ნოემბერი 2017 19:16
რას დადიოდნენ ნეტა ეს გაუპარსავი და ჩამოძონძილი სპეცნაზელები. თანაც ტყეში. ფუჰ
გელა ბაზარაშვილი
30 ნოემბერი 2016 12:29
ბატონო ირაკლი ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს და მე თქვენგან ყოველთვის სიმართლეს ველი მეც ვიმსახურე საბჭოთა ჯარში და იქ ჩამოკონკილია არავინ დადიოდა
1111
30 ნოემბერი 2016 10:19
ზუსტად ორი წელი ვიმსახურე იმ ნაწილში და ჩამოძონძილი და გაუპარსავი არავინ მინახავს. პირიქით გარეგნულ იერსახეს დიდ ყურადღებას აქცევდნენ. არც ტყეში დაეხეტებოდნენ უაზროდ.რა თქმა უნდა ამ სტატიაში არის რაღაც სიმართლე თუმცა ბევრ უზუსტობას შეიცავს.

რედაქტორის რჩევით