ამერიკული M1A2 Abrams VS რუსული T-90A Владимир - კვირის პალიტრა

ამერიკული M1A2 Abrams VS რუსული T-90A Владимир

პირველად ისტორიაში, ორი დაპირისპირებული ზესახელმწიფოს ტანკები თავს საქართველოში იყრიან. ვისი ტანკი უფრო ძლიერია, ამერიკული "აბრამსი" თუ რუსული "ვლადიმირი"?

მაისში საქართველოს ტერიტორიაზე ერთდროულად აღმოჩნდებიან ამერიკული და რუსული ტანკები. ამერიკული "აბრამსები" ვაზიანში ქართველ სამხედროებთან ერთად ივარჯიშებენ სავარაუდო მოწინააღმდეგის ტანკების შეტევის მოგერიებაში, რომელშიც არცთუ ორაზროვნად იგულისხმება აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზის შეიარაღებაში არსებული მეტ-ნაკლებად თანამედროვე არანაკლებ 42 ცალი T-90A Владимир-ის ტიპის ტანკი (ცხინვალის მე-4 რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზაზე ამდენივე, მაგრამ მოდერნიზებული T-72 ტიპის ტანკია განთავსებული, ჯერჯერობით).

საინტერესოა, ვინ გაიმარჯვებს ამერიკული "აბრამსებისა" და რუსული "ვლადიმირების" სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში? ეს მთელ მსოფლიოს აინტერესებს, რადგან ორი ზესახელმწიფოს ძირითადი საბრძოლო ტანკები ერთმანეთის პირისპირ ჯერ არ მდგარან.

ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი იმედი გვაქვს, რომ ამის გარკვევა ქართულ მიწაზე არ მოხდება და საქართველო კიდევ ერთხელ არ გაიჭყლიტება დიდი პოლიტიკის მუხლუხებში. მეორე მხრივ, საინტერესო იქნებოდა, თეორიულად მაინც შეგვედარებინა, მაინც რომელი ჯობია - ამერიკული "აბრამსი" თუ რუსული "ვლადიმირი"?

ამერიკული M1A2 Abrams VS რუსული T-90A Владимир