ამერიკული M1A2 Abrams VS რუსული T-90A Владимир
09-05-2016
ამერიკული M1A2 Abrams VS რუსული T-90A Владимир
პირველად ისტორიაში, ორი დაპირისპირებული ზესახელმწიფოს ტანკები თავს საქართველოში იყრიან. ვისი ტანკი უფრო ძლიერია, ამერიკული "აბრამსი" თუ რუსული "ვლადიმირი"?

მაისში საქართველოს ტერიტორიაზე ერთდროულად აღმოჩნდებიან ამერიკული და რუსული ტანკები. ამერიკული "აბრამსები" ვაზიანში ქართველ სამხედროებთან ერთად ივარჯიშებენ სავარაუდო მოწინააღმდეგის ტანკების შეტევის მოგერიებაში, რომელშიც არცთუ ორაზროვნად იგულისხმება აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზის შეიარაღებაში არსებული მეტ-ნაკლებად თანამედროვე არანაკლებ 42 ცალი T-90A Владимир-ის ტიპის ტანკი (ცხინვალის მე-4 რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზაზე ამდენივე, მაგრამ მოდერნიზებული
T-72 ტიპის ტანკია განთავსებული, ჯერჯერობით).

საინტერესოა, ვინ გაიმარჯვებს ამერიკული "აბრამსებისა" და რუსული "ვლადიმირების" სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში? ეს მთელ მსოფლიოს აინტერესებს, რადგან ორი ზესახელმწიფოს ძირითადი საბრძოლო ტანკები ერთმანეთის პირისპირ ჯერ არ მდგარან.

ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი იმედი გვაქვს, რომ ამის გარკვევა ქართულ მიწაზე არ მოხდება და
საქართველო კიდევ ერთხელ არ გაიჭყლიტება დიდი პოლიტიკის მუხლუხებში. მეორე მხრივ, საინტერესო იქნებოდა, თეორიულად მაინც შეგვედარებინა, მაინც რომელი ჯობია - ამერიკული "აბრამსი" თუ რუსული "ვლადიმირი"?

ამერიკული M1A2 Abrams VS რუსული T-90A Владимир


grisho
09 ივნისი 2016 08:48
100 %
ირაკლი ქუთაისელი
28 მაისი 2016 16:33
ბატ. სოსო ნუ შეგეზარება და მოძებნე იუთუბზე რუსულია არხის რენ-ტვ-ის სამხედრო გადაცემა военная тайна. აბრამსი рпг-7-ს წინააღმდეგ. თვითონ რუსები აღიარებენ რომ უშუალო საბრძოლო დანაკარგები ერაყში საერთოდ არ ქონიათ. შენ რა საიდუმლო ცნობებს ფლობ ამნაირს? უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში რუსული და ამერიკული ტექნიკის შეხვედრა ბრძოლის ველზე ყოველთვის შენთვის სამწუხაროდ დამთავრდა. რამ შეგაყვარად ასე ივანუშკები
soso
17 მაისი 2016 14:53
ტანტო შენ აზრზე რო იყო რამდენი აბრაამსი ააფეთქეს ჯერ ერაყში და მერე იემენში ხუსიტებმა ხმას არ ამოიღებდი 2-0 ზე :D

რაც შეეხება ტანკების ჯახს თანამედროვე ომში ტანკები წინა ხაზზე კი არა მეორე ეშელონში მოქმედებენ ძირითადად, მეტი შანსია მოწინააღმდეგის ტანკი დამრტყმელმა ვერტმფრენმა, არტილერიამ ან ტანკსაწინააღმდეგო გათვლამ ააფეთქოს ვიდრე ტანკი ტანკს შევხდეს. მოიგებს არა ის ვისი ტანკი იქნება უკეთესი არამედ ის ვისაც უკეთესი ურთიერთქმედება ექნება სხვადასხვა სახეობებს შორის (ჯავშანტექნიკა-ქვეითები-ავიაცია-არტილერია). ამერიკელებს სამწუხაროდ რუსებთან არაფერში გამოადგებათ ბოლო ოცი წლის გამოცდილება, რუსეთი სხვა წონითი კატეგორიაა. რუსეთმა კი საკმაო გამოცდილება დააგროვა 2008 წელს ჩვენთან და მერე უკრაინაში

რედაქტორის რჩევით