ავიაცია გაახსენდათ?!
06-06-2016
ავიაცია გაახსენდათ?!
იგეგმება საჰაერო ძალების სარდლობის აღდგენა, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ გააუქმეს...

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წინანდლის მიერ გაუქმებული საჰაერო ძალების აღდგენას აპირებს.

2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილის გუნდმა ერთმანეთის მიყოლებით გააუქმა საქართველოს შეიარაღებული ძალების საზღვაო და საჰაერო კომპონენტები, როგორც ჯარების სახეობები. მათი ძირითადი მოტივი ის გახლდათ, რომ აგვისტოს ომის დროს ვერც მეზღვაურებმა და ვერც მფრინავებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს შემოჭრილი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, თუკი ამ არგუმენტებით ვისარგებლებთ, მაშინ, აგვისტოს ომის შემდეგ, პირველ
რიგში სწორედ იმდროინდელი ხელისუფალნი უნდა გადამდგარიყვნენ, ხოლო ზოგიერთ მაღალჩინოსანს პასუხიც უნდა ეგო მეზღვაურებისა და მფრინავებისთვის არასწორი საბრძოლო დავალების მიცემის ან სულაც მიუცემლობის გამო.

მას შემდეგ ავიატორები სახმელეთო ჯარების სარდლობას ექვემდებარებოდნენ, რაც დადებითად არ ასახულა ქართული საბრძოლო ავიაციის გაძლიერებაზე, პირიქით, მისი ერთგვარი დეგრადირებაც დაიწყო, რაც მოსალოდნელიც
გახლდათ, რადგან ქვეითების მეთაურები ძალზე შორს არიან ცაში მფრენთა პრობლემების აღსაქმელად და მით უმეტეს - გადასაწყვეტად. შესაბამისად, მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ისედაც მცირე ქართული საბრძოლო ავიაცია ბრძოლისუუნარო გახდა - გამოცდილი პილოტების ნაწილმა უცხო ეგზოტიკურ ქვეყნებს მიაშურა ლუკმაპურის საშოვნელად, რემონტის მომლოდინე "მიმინოებმა" კი ფრთები "ჩამოუშვეს".

აღდგენა საჰაერო ძალების სარდლობისა, რომელიც ავიაციასა და საჰაერო თავდაცვას გააერთიანებს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ მარტო სახელის აღდგენა თუ ახალი სარდლის დანიშვნა საქმეს ვერ უშველის - საჭიროა სწორი ორგანიზება და შესაბამისი კადრების შერჩევა, მაგრამ უმთავრესი მაინც სხვა რამ არის - ფული, რის გარეშეც ვერც ქართულ ცას დავიცავთ­ ღირსეულად და ვერც მტკივნეულ საჰაერო დარტყმებს მივაყენებთ ჩვენს მიწაზე შემოჭრილ მოწინააღმდეგეს...
emigranti.
22 ივნისი 2016 01:51
sasaciloa es yvelaferi. kidev gjerat zgaprebiS. tvalshi nacars gvayrian da tavze lafs gvasxaven, chven kide tashs vukravt. sachxere gadaarchens saqartvelos? vai chvens patrons ubedurs. P.S 16 dan 20 milionamde jdeba erti gamanadgurebeli . danarcheni tqven gansajet.
რეზო
15 ივნისი 2016 19:13
მფრინავები რომ გაუშვეს სახლში, ვერტმფრენები რომ აღარ მუშაობენ, პუმები რომ ფარეხებში ჟანგდება,უმეტესობა პოლკოვნიკებისა არაპროფესიონალი როა მაგას რას უპირებენ?
Beqa
15 ივნისი 2016 16:28
Sawiroa permanentulad informaciis miwodeba sazogadoebisatvis.ra etapzea es saqme.mxolod sardalis danishvna ver shecvlis aminds.shedegi rodis iqneba?

რედაქტორის რჩევით