ჯარისკაცები საქართველოდან სჭირდებათ, უვიზო ტურისტები - არა?!
ჯარისკაცები საქართველოდან სჭირდებათ, უვიზო ტურისტები - არა?!
გერმანია და საფრანგეთი "ტრადიციულად" ფეხს ითრევენ საქართველოს NATO-ში მიღებაზე და აჯანჯლებენ ვიზალიბერალიზაციის პროცესს, თუმცა ითხოვენ ავღანეთსა და აფრიკაში ქართული სამხედრო კონტინგენტით დახმარებას...

2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, სადაც საქართველოს MAP-ი არ მისცეს, თბილისში, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ MAP-ის დაბლოკვის ინიციატორები გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები იყვნენ.
მაშინ ეს გასაკვირი არც იყო, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი პუტინის თანამოაზრედ მიიჩნეოდა, იტალიის პრემიერ-მინისტრ ბერლუსკონისთან კრემლის "მეფეს" სულაც ძმაკაცური
ურთიერთობა ჰქონდა, გერმანიის ფედერალური კანცლერი კი მაშინაც მერკელი იყო.

დღეს უკვე დასავლურ მედიაშიც ხშირად ისმის და ზოგიერთი იქაური პოლიტიკოსიც აღიარებს, ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ი რომ მიგვეცა, რუსეთი ვერ გაბედავდა სამხედრო აგრესიას ვერც საქართველოს და ვერც უკრაინის წინააღმდეგ და აღარც ბალტიისპირეთსა და პოლონეთში დაგვჭირდებოდა ალიანსის საბრძოლო
დანაყოფების გადასროლაო.

თუმცა, დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ნათლად გამოჩნდა, რომ ჩრდილო­ატლანტიკური ალიანსის რამდენიმე წამყვანი ქვეყანა და უპირველესად, გერმანია, საფრანგეთი და იტალია, ბუქარესტის სამიტიდან რვა წლის შემდეგაც ფეხს ითრევენ საქართველოსთვის არათუ ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმის, არამედ უვიზო რეჟიმის შემოღებაზეც. ამასთან, ზემოხსენებული ქვეყნების ხელისუფლებაში არ უარყოფენ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რაც MAP-ის და უვიზო რეჟიმის მისაღებად არის საჭირო.

უსამართლობის გრძნობა, რომელიც მოტყუებულის სინდრომად იქცა, საქართველოს მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილს ეუფლება, მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყნის "დამბლოკველებს" არ ჰყოფნით სითამამე, აშკარად განაცხადონ თავიანთი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი - რუსეთის ხელისუფლების გაღიზიანებისთვის თავის არიდება!

რუსეთის ფაქტორის გარდა, არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გერმანიისა თუ საფრანგეთის ხელისუფლებას არ სურს, ამ ეტაპზე საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიან წევრად იხილოს. საქმე ის არის, რომ "ბებერ" ევროპას არ აქვს არც სამხედრო ძალა და არც ფინანსები, რომ კოლექტიური თავდაცვის მე-5 პუნქ­ტის თანახმად, საქართველო რუსული სამხედრო აგრესიისგან დაიცვას, მით უფრო, რომ გერმანიის არმიის სამხედრო ბიუჯეტი ბოლო წლებში სისტემატურად მცირდება.

ამ ფონზე საქართველოს მოსახლეობაში უფრო ხშირად ისმის კითხვა: თუკი ქართული არმია მზად არის, გერმანელების დასახმარებლად ჯარისკაცები შორეულ ავღანეთში გაგზავნოს, ხოლო საფრანგეთის გვერდით უფრო შორეულ აფრიკაში დადგეს, რატომ არ არიან თანახმა ბერლინსა და პარიზში, საქართველოდან ჩასულები უვიზოდ მიიღონ და ალიანსის თავდაცვის მექანიზმები საქართველოსთვისაც აამოქმედონ?

ცალ კარში თამაში და თითიდან გამოწოვილი მიზეზების ძებნა მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოს კვლავ გაუჭიანურონ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოება, უახლოეს მომავალში შეიძლება მხოლოდ საქართველოსთვის იქცეს პრობლემად, მაგრამ მალე ეს ყველაფერი შეუტრიალდება ევროპას, რომლის სუსტი პოზიციით კრემლი აუცილებლად ისარგებლებს...
მკითხველის კომენტარი (31)
ლაშა
13 ივლისი 2016 12:32
კურდღელს რამდენიც საყურებელი ექნა იმდენი გასაქცევი ექნაო. ჯერ სად არიან ევროპელები მთელი არმიის მობილიზება არ მოუწიოთ საზღვართან. ღირსებიც იქნებიან ჩვენი დაკიდების გამო.











ვაჟა17
02 ივლისი 2016 17:24
ლოთი-ს

ხუმრობა ცოტა განზე გადავდოთ და სერიოზულად ვიბაასოთ! შემიძლია ერთადერთი შვილი დავიფიცო, რო გულწრფელად შემოვდივარ შენს მდგომარეობაში, სამწუხაროდ ბევრი რამ გადაგხდენია ჭირვარამი, მაგრამ რაც მოგივა დავითაო... ეს ანდაზა შენ კი არ გეხება პირადად და სხვა ჩვენსავით უბრალო ხალხს, მთავრობას ეხება! თუმცა იმათ რა ეხება, ვისგანაც მეტ მაყუთს მიიღებენ იმათ უწვებიან და ისეთ კურსს აცხადებენ! 25 წელია საქართველოში ხალხზე მოფიქრალი მთავრობა ვერ მოვიდა, ყველა ერთმანეთზე ოხერი და მამაძაღლია! მთავარი საფიქრალი მაგათი ისაა, რო ქვეყანა დროზე გაყვლიფონ და შვილები დასავლეთში გააგზავნონ-დაასაქმონ! მორჩა, ამით მაგათი პატრიოტიზმი ამოწურულია!
დასასრულს მაინც გეტყვი, თუ არ გეწყინება, რო საბოლოოდ ჩვენ მაინც რუსეთთან დავრჩებით და წელშიც გავიმართებით!
ჩათვალე, რო მე და შენ მშვიდობის ყალიონი გავაბოლეთ!
ლოთი ქობალია
01 ივლისი 2016 17:12
შენ 11 სექტემბრის შესახებ არ გსმენია არაფერი ვაჟა 17-ო?თუ მაინცდამაინც ყურთან უნდა აგიფეთქდეს(ღმერთმა გაშოროს) შაჰიდი მკვლელი,რომ გაიგო რა ხდება დუნიაზე?ნიკარაგუა-კუბა-ვენესუელაში რა ესაქმებოდა შენს ხატს-რუსეთს?
ან სირიაში რა ს..ი უნდა?რას აშენებს?ამერიკაზე უკეთეს დემოკრატიას?მიიღებს კიდეც სირიაში სირიისას!
მოდი ყველაფერს დავანებოთ თავი!მე არ მითქვამს შენთვის რომ ამერიკა-ნატოში დუღს და გადადუღს დემოკრატია და საერთოდ სად არსებობს ეს ყბადაღებული დემოკრატია ვერ გავიგე!მიდის მსოფლიო გადანაწილება ვაჟა17-ო და საქართველომ უნდა იზრუნოს რომ ჩასაძირად გამზადებულ რუსეთს არ ჩაყვეს ფსკერზე!გაიგეეე!მეც ერთი სული მაქვს როდის დაყვინთავს და კისერში ამოაწვება ის ცოდვები რაც ჩემს ხალხს და სამშობლოს გაუკეთა !გაიგეე?იმ ბაბუაჩემისეულ სახლსაც რომ ამოანთხევს,რომელიც დამიწვეს და რომლის შენარჩუნებასაც შევალიე ჯანმრთელობა და ნერვები,აი ამის მერე იქნებ დავწყნარდე ვაჟა17-ო!!!გაიგეე?რუსეთის ოთხში ამოღებას რომ დავინახავ და მაგათ შურისაგან გადანგრეულ ალკაშურ სიფათებს დავინახავ ,აი მაშინ გავიხარებ ვაჟა17-ო!!!
ვაჟა17
01 ივლისი 2016 16:24
აზნაურო ლოთი!
ნუ მიიღებ ისეთ სახეს, ვითომ ვერ გაიგე, რაც დავწერე! თუ საბჭოთა კავშირს ავღანეთში არაფერი ესაქმებოდა თუნდაც მოსაზღვრე ქვეყანაში თავისი გავლენის განმტკიცების მხრივ, რა ესაქმება 15000 კილომეტრით დაცილებულ, სხვა კონტინენტზე არსებულ აგრესორ ამერიკას ავღანეთში? "დემოკრატიას" აშენებს? თუ რახან ინდიელები აღარ დარჩა და ვიღაცა ხომ უნდა გაწყვიტოს? და ამაში ჭუკი ათასი დოლარი თვეში გაშმაგებით ეხმარება ნატოსი და ევროკავშირის არაწევრი, გაღატაკებული საქართველო, თანაც იმ დროს, როცა ნატოს წევრი ქვეყნები ყველანაირად ცდილობენ იქიდან თავისი კონტინგენტების მთლიანად გამოყვანას თუ არა, შემცირებას მაინც!
შენ ან უტიფრად ცრუობ, ან მართლა შავსა და თეთრს ვერ არჩევ, აზნაურო ლოთი!
ლოთი ქობალია
01 ივლისი 2016 14:27
ჯერ ერთი მე ამხანაგი არ ვარ და მითუმეტეს შენი ვაჟა17-ო!
რა თქმა უნდა მე იმდენი არ ვიცი რამდენიც შენ და შენი ნაამბობიდან აი რა გავიგე:ე.ი. შვლის ნუკრივით უმანკო საბჭოთა კავშირი თურმე „იძულებული“ ყოფილა„კაპიტალისტური, აგრესიული ქვეყნებისგან“ თავის დასაცავად შესულიყო ავღანეთში და გენოციდი მოეწყო ავღანელი ხალხისთვის.იმ დროინდელი ქართველი „საბჭოთა“ მეომრები კი იცავდნენ ავღანელი მშრომელ და პატიოსან ,გლეხ ხალხს“,ეხლანდელი იქ მეომარი ბიჭები კი „1000 დოლარზე დახარბებული“ ხალხია!!!„მაძღარი მონები“ ზუსტად შეესაბამება კომუნისტების დროს მცხოვრები ქართველი ხალხის ცხოვრებას და ზუსტად მაგას ამბობდა კონსტანტინე,რომლის შვილი ზვიადიც ქართველი ხალხის გამოფხიზლებისთვის დასაჯეს კრემლის სატრაპებმა და სისხლის კალოები დაატრიალეს საქართველოში.
ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ვაჟა17-ო რმ გალის მოსაწევი გაქვს მოწეული და
გვეკაიფები აქ ყველას!.თუ ასეა აფერუმ შენს იუმორს!!!ამხანაგობა კი არა,ვიძმაკაცებდი კიდეც შენთან!
ალექს
01 ივლისი 2016 13:52
ეშმაკის ზოდიაქოში გავიარეთ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანებში,დღესაც მეეჭვება სსრკ რომ დაინგრა და ჩვენ არჩევნებით მოვიშორეთ კომუნისტები-რაღაც ძალიან რბილად გავიდნენ ველიდან.
გაუშვეს პრიბალტები და სნგ შექმნეს-შეგვტენეს შიგ-ახალი სსრკ მცირე ცვლილებებით-მმართველობა ,პირველი პირები და მათი გარემოცვა ყველგან ,პრიბალტებთანაც ცეკას მდივნებია !
ჩვენმა ბოლო თაობის კომკავშირლებმა ,ცეკას და ტეკას ინგლისურენოვანმა მეკომპუტერე სასტავმა შვა მოქკავშირი-გინახავთ ყვავის კვერცხიდან ბულბული იჩეკებოდეს,ბახალა მინახავს !?
ამდენი იმიტომ ვწერე რომ შემექმნა ფონი ,რათა გაიაზროთ მწარე რეალობა ნატოსა და ევროკავშირს ფუნდამენტალურად განსხვავებული საკანონმდებლო გარემო აქვს,ასწლოვანი ტრადიციებია საკუთრების და სხვის აზრის ხელშეუხებლობის,კოლექტიური აზროვნების კულტურა და კანონმორჩილების,რაც აბსოლუტურ შეუთავსებლობაშია ჩვენს სახელმწიფო პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდელთან ,ჩვენი სამართლებრივი გარემო დიამეტრალურად საპირისპიროა,რუსულ ბოლშევიკურ იმპერიულ ორთოდოქსულ პრინციპზეა აგებული და მას ქოცები არ შეცვლიან,რადგან სწორედ ამ სისტემის გამმაგრებლის გაბიზნესმენებული სამოხელეო პარტოკრატიის , თანამედროვე და ახალი ტიპის ოლიგარქიის თავშესაფარს წარმოადგენენ თავად ,ისევე როგორც ნაცები და მოქკავშირი და მათი კვერცხებიდან გამოჩეკილი ბახალები !
ალექს
01 ივლისი 2016 13:52
ავღანეთს ოქრო და გაზი,ნავთობი იმდენი აქვს,ბევრს არ მოელანდება,ამიტომ იყო იქ ყოველთვის ბრიტანეთი და ფიანჯს იქით რუსეთს არ უშვებდა,მაგიტომაა ამერიკა იქ დღეს !
ჩვენც!
nemo
01 ივლისი 2016 13:45
ლოთის თუ გამოფხიზლდები კარგი იქნება მაშინ რუსს და ქართველს ხელფასი ერთნაირი გვქონდა ეხლა შეადარე ქართველის და ამერიკელის ხელფასი
01 ივლისი 2016 12:48
ქართველები გამოყენებულია, როგორც საზარბაზნე ხორცი,ვის აინტერესებს საქართველო...
ვაჟა17
01 ივლისი 2016 11:56
ლოთი ქობალია-ს

ამხანაგო ლოთი, საბჭოთა კავშირის დროს საქართველო დიდი ქვეყნის ნაწილს წარმოადგენდა და საქართველოს წარგზავნილები წარმატებით მონაწილეობდნენ ამ დიადი ქვეყნი ცხოვრების ყველა სფეროში, უბრალო მაჩაიეობა-მევენახეობით დაწყებული უზარმაზარი სახელმწიფოს ათწლეულების მანძილზე კრემლიდან მართვით!
შენ ამდენი არ გეცოდინება, იძულებული ვარ მარტივი ენით აგიხსნა! ავღანეთი წარმოადგენს აზიის ერთგვარ გეოგრაფიულ ცენტრს და ამიტომაა მიმზიდველი სუპერსახელმწიფოებისათვის, როგორც ძალზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პლაცდარმი. საბჭოთა კავშირი, გარემოცული კაპიტალისტური, აგრესიული ქვეყნებით, იძულებული იყო თავის უსაფრთხოებაზე ეფიქრა და მის მოსაზღვრე ავღანეთში დასაყრდენი ჰქონოდა. ამისათვის იბრძოდნენ იქ საბჭოთა მეომრები, მათ შორის ქართველებიც!
მე ის მაინტერესებს, რა უნდა შენს პატრონ აშშ-ს (შენი სიტყვებით ვამბობ!) თავისი საზღვრებიდან 10000-15000 კმ-ით დაშორებულ ქვეყანაში, რას ეძებს, რა დაკარგა? ავღანეთი აშშ-ზე თავდასხმას აპირებს? კარგი, აშშ მსოფლიო გეგემონის ტიტულს იჩალიჩებს და ყველგან ეტენება "დემოკრატიის" დასამყარებლად, აი, შენ, საქართველოს, რომელსაც "დამოუკიდებლობა" ყურებიდან გადმოგდის და "სუვერენიტეტი" ცხვირიდან, იქ რა გინდა? რომელმა ავღანელმა მოჯახედმა გამოგიგზავნა ომის გამოცხადების ნოტა, რომელმა ავღანელმა გიწყეინა ცოლი თუ შვილი? არცერთმა! ის შენი პატრონი აშშ ერთ დღეში ხარჯავს ავღანეთში იმდენ ფულს, რო საქართველოში შეიქმნებოდა იმდენი სამუშაო ადგილი, არავინ დახარბდებოდა იმ ათას დოლარს და სასაკლაოზე აღარავინ მოისურვებდა წასვლას, მაგრამ ეს აშშ-ის და "ქართული" ხელისუფლების გეგმებში არ შედის, როგორც გამსახურდია იტყოდა, მაძღარი მონები კარგს ვერაფერს შექმნიან! მე დავამატებდი, მორჩილებაშიც ვერ იქნებიან!
ასეა ეს, ამხანაგო ლოთი და ნუ იწუხებ თავს არაფრისმთქმელი კითხვებით, ნუ წამიხდენ შენზე ჭკვიანი კაცის წარმოდგენას!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები