ჯარისკაცები საქართველოდან სჭირდებათ, უვიზო ტურისტები - არა?!
ჯარისკაცები საქართველოდან სჭირდებათ, უვიზო ტურისტები - არა?!
გერმანია და საფრანგეთი "ტრადიციულად" ფეხს ითრევენ საქართველოს NATO-ში მიღებაზე და აჯანჯლებენ ვიზალიბერალიზაციის პროცესს, თუმცა ითხოვენ ავღანეთსა და აფრიკაში ქართული სამხედრო კონტინგენტით დახმარებას...

2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, სადაც საქართველოს MAP-ი არ მისცეს, თბილისში, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ MAP-ის დაბლოკვის ინიციატორები გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები იყვნენ.
მაშინ ეს გასაკვირი არც იყო, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი პუტინის თანამოაზრედ მიიჩნეოდა, იტალიის პრემიერ-მინისტრ ბერლუსკონისთან კრემლის "მეფეს" სულაც ძმაკაცური
ურთიერთობა ჰქონდა, გერმანიის ფედერალური კანცლერი კი მაშინაც მერკელი იყო.

დღეს უკვე დასავლურ მედიაშიც ხშირად ისმის და ზოგიერთი იქაური პოლიტიკოსიც აღიარებს, ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ი რომ მიგვეცა, რუსეთი ვერ გაბედავდა სამხედრო აგრესიას ვერც საქართველოს და ვერც უკრაინის წინააღმდეგ და აღარც ბალტიისპირეთსა და პოლონეთში დაგვჭირდებოდა ალიანსის საბრძოლო
დანაყოფების გადასროლაო.

თუმცა, დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ნათლად გამოჩნდა, რომ ჩრდილო­ატლანტიკური ალიანსის რამდენიმე წამყვანი ქვეყანა და უპირველესად, გერმანია, საფრანგეთი და იტალია, ბუქარესტის სამიტიდან რვა წლის შემდეგაც ფეხს ითრევენ საქართველოსთვის არათუ ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმის, არამედ უვიზო რეჟიმის შემოღებაზეც. ამასთან, ზემოხსენებული ქვეყნების ხელისუფლებაში არ უარყოფენ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რაც MAP-ის და უვიზო რეჟიმის მისაღებად არის საჭირო.

უსამართლობის გრძნობა, რომელიც მოტყუებულის სინდრომად იქცა, საქართველოს მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილს ეუფლება, მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყნის "დამბლოკველებს" არ ჰყოფნით სითამამე, აშკარად განაცხადონ თავიანთი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი - რუსეთის ხელისუფლების გაღიზიანებისთვის თავის არიდება!

რუსეთის ფაქტორის გარდა, არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გერმანიისა თუ საფრანგეთის ხელისუფლებას არ სურს, ამ ეტაპზე საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიან წევრად იხილოს. საქმე ის არის, რომ "ბებერ" ევროპას არ აქვს არც სამხედრო ძალა და არც ფინანსები, რომ კოლექტიური თავდაცვის მე-5 პუნქ­ტის თანახმად, საქართველო რუსული სამხედრო აგრესიისგან დაიცვას, მით უფრო, რომ გერმანიის არმიის სამხედრო ბიუჯეტი ბოლო წლებში სისტემატურად მცირდება.

ამ ფონზე საქართველოს მოსახლეობაში უფრო ხშირად ისმის კითხვა: თუკი ქართული არმია მზად არის, გერმანელების დასახმარებლად ჯარისკაცები შორეულ ავღანეთში გაგზავნოს, ხოლო საფრანგეთის გვერდით უფრო შორეულ აფრიკაში დადგეს, რატომ არ არიან თანახმა ბერლინსა და პარიზში, საქართველოდან ჩასულები უვიზოდ მიიღონ და ალიანსის თავდაცვის მექანიზმები საქართველოსთვისაც აამოქმედონ?

ცალ კარში თამაში და თითიდან გამოწოვილი მიზეზების ძებნა მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოს კვლავ გაუჭიანურონ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოება, უახლოეს მომავალში შეიძლება მხოლოდ საქართველოსთვის იქცეს პრობლემად, მაგრამ მალე ეს ყველაფერი შეუტრიალდება ევროპას, რომლის სუსტი პოზიციით კრემლი აუცილებლად ისარგებლებს...
მკითხველის კომენტარი (31)
.........
01 ივლისი 2016 11:41
კახის საყურადღებოდ . ერაყიდან კი არ დააბრუნეს 2000 ქართველი ჯარისკაცი. პირდაპირ შეგეცოდებოდა შენი თავიც და ყველა ქართველიც, რომ გენახა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "ფენერბახჩეს" საფეხბურთო ფანებივით სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული საქართველოს დროშებით, ნაწილი ერაყელი სამხედროებისა, რომლებიც საკუთარი ინიციატივით წამოსულები იყვნენ სტამბოლის გავლით და აქართველოს გაუმარჯოს სკანდირებდნენ თითქოს "ბორის პაიჭაძეზე" იყვნენ. ომში კი ალბათ საერთოდ არც ჩართულან, ხოლო დანარჩენი ნაწილები რუსების შიშით (თბილისის თავზე რუსების სამხედრო გამანადგურებლები"პატრულირებდნენ" და შეეძლოთ ნებისმიერ საეჭვო ობიექტი დაებომბათ) პატარ-პატარა ჯგუფებად ჩამოყავდათ ამერიკული "სატვირთო სამხედრო"თვითმფრინავებით და იმათ ნამდვილად არც უომიათ. ყველაფერს ამას ხედავდა უბრალო ხალხი და როცა საქმე მიდგება "ლეგენდების"მოყოლაზე იმ ომთან დაკავშირებით მე ნაღვლიანად მეცინება ხოლმე და ზოგჯერ "ვეთანხმები" კიდეც რადგანაც ქართველები ჯერჯერობით ზღაპრების მოყოლაში ვართ პირველები და წარმატებულები. (სამაჩაბლო, აფხაზეთი და კიდევ მრავალი დაკარგული მიწები) ეს არის საუბედუროდ დღეს ჩვენი "ავღანეთიც, ერაყიც და ნატო-ევროკავშირიც".
დათო
01 ივლისი 2016 11:16
ლოთ ქობალიას
შეეშვი ავღანეთს--აუუუუუ რამდენი დრო გასულა აქ რა შუაშია ავღანეთი, ჩვენ ხომ ,,დამოუკიდებელნი".ვართ. დაგვანებოს თავი მატყუარა ევროპამაც და ამერიკამაც, მათ საქართველოს მიწა უნდათ ტრანზიტად და არა ჩვენ.
ლოთი ქობალია
01 ივლისი 2016 10:22
ვითომ ვაჟა 17-ს
ამათ ფულს მაინც უხდიან და დანაკარგებიც გაცილებით ნაკლებია ვიდრე საბჭოეთის ავღანურ ომში.იქ კი როგორც საზარბაზნე ხორცს ისე მიერეკებოდნენ და კაპიკს არ უხდიდნენ!რატომ იმას არ ამბობ რუსები რა გენოციდს აწყობდნენ იქ?მარა შენ რა პასუხი უნდა გამცე?აბა რა პასუხს გამცემს შენი პატრონი?!
MAR
30 ივნისი 2016 17:36
ეყოფათ ჭკუა საქართველოს რომ ნეიტრალიტი ქვეყანა გავხდეთ?
ავიმუსაიფი
30 ივნისი 2016 16:04
ნეიტრალიტეტზე საუბარი ნიშნავს ორ რამეს, რომ პირველი - ადამიანი ჩაუხედავია ისტორიაში, კერძოდ არ იცის ასიოდე წლის წინ ნეიტრალიტეტის გამოცხადწბამ რაც დაგვმართა, ან მეორე მიზანმიმართული მოღალატეა, რუსების სასარგებლოდ. რაც შეეხება ნატოს ან ევროკავშირს.. ისე აჯანჯლებენ, რომ მართლა არ აპირებენ ესენი მიღებას. ნატო ყოველშემთხვევაში გამორიცხულია სანამ რუსეთი ბოგინობს. თავისი სიმართლე აქვთ გამომსვლელებს, ვინც აცხადებს , რომ ქართული სისხლის საფასურად არამარტო ევროპამ, არამედ ამერიკამაც უნდა გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან. საქართველოსავით პატარა ქვეყანა ვერანაირ ზეგავკენას მოახდენს, ვერცერთი გიგანტის კრიმინალჰრ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაზე. 360 მილიონის ევროს ზარალი კი საერთოდ სასაცილოა გერმანიისთვის. ნახეთ მაოფლიო ბანკის მშპ გერმანიის. ამაზე მეტს ხარჯავს ფოთლების მოხვეტაში წელიწადში.. ეგ ღარიბი კაცისთვისაა ბევრი, თორემ ბიძოს, რომ მოპარო წლის ბოლომდე სანამ ,,წლიური განრიგი და საშტატო ბალანსს" ☺ არ ნახავს, ვერც მიხვდება..
kaxi
30 ივნისი 2016 14:41
ავღანეთსა და აფრიკაში ძალით არავის აგზავნიან ყველა მიდის თავის ნებით, ხშირათ ამას ჩაწყობაც ჭირდება. მიდიან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, როცა 2008 წლის აგვისტოს ომში დაგვჭირდა ეს 2000 ჯარისკაცი არავინ დააბრუნა საკუთარი ქვეყნის დასაცავად. თითქოს მათი საკუთრება ყოფილიყოს ეს ბიჭები. ამ ბიჭებს აძლევენ მიზერულ ანაზღაურებას, ეს არის და ეს.
goha
30 ივნისი 2016 12:37
ესესეა სჭირდებათ ჯარისკაცები საქართველოდან ჩვენ როგორც იხვებს ისე გვაბალახებენ მაგრამ რო მწარედ ცდებიან შოეშლებათ თავზე ხუხულასავით ნაგები ევროდემოკრატია
გიორგი
30 ივნისი 2016 12:10
მე არ მინდა არც ნატო არც ევროკავშირი, მე მინდა საქართველო თავის თავს ეკუთვნოდეს და არა ვიღაცას ემონებოდეს
ვაჟა17
30 ივნისი 2016 11:43
ზოგი ე.წ. ექსპერტი ან ვერ ხვდება, ან არ უნდა აღიაროს, რო საქართველო არ ყოფილა და არც არის ევროპული პროექტი! საქართველო თავიდანვე განიხილებოდა, როგორც ანტირუსული პროექტი, ასე ვთქვათ, ერთგვარი წვრილი იარაღის როლში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ჯიბეში უნდა გედოს და თუ არ დაგჭირდა, ჩაუძახებ სადმე უჯრაში!
მთავარი საქმეც იმაშია, რო სადაც ცხელი წერტილებია, ავღანეთი იქნება თუ აფრიკა, შენ გაგზავნის ჯილა კოჭივით და თავის ხალხს უფრთხილდება! შენ კი, იმის მაგივრად, რო დიდი ხნის წინათ მიმხვდარიყავი და აღგეკვეთა ეს დისკრიმინაცია, აქეთ თავს იქებ, ჩვენი ბიჭები ნატოს ჯარების მხარდამხარ იბრძვიანო!
სხვის მიწაზე ნაომარი და სისხლნანახი, განსხვავებით თავისი მიწის იარაღით ხელში დამცველისა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პოტენციალური მკვლელია და არა პატრიოტი,ეს არის ისტორიული ფაქტი, რომელიც კარგად იციან დასავლეთელმა აგრესორებმაც და ქართველმა დასავლეთში შვილებგაგზავნილმა მეგრანტეებმაც, რომლებიც ათასგვარ ხრიკს მიმართავენ ხალხისათვის თავგზის ასაბნევად!
ბორისი
30 ივნისი 2016 11:30
ევროპელები საქართველოსთან მიმართებაში უკვე მაგრად ცდებიან, ვშიშობ რომ ასე თუ გააგრძელეს 2 - 3 წელიწდში საქართველო თვითონ შეაქცევს ზურგს ევროპას და მართლებიც ვიქნებით,.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები