ჯარისკაცები საქართველოდან სჭირდებათ, უვიზო ტურისტები - არა?!
ჯარისკაცები საქართველოდან სჭირდებათ, უვიზო ტურისტები - არა?!
გერმანია და საფრანგეთი "ტრადიციულად" ფეხს ითრევენ საქართველოს NATO-ში მიღებაზე და აჯანჯლებენ ვიზალიბერალიზაციის პროცესს, თუმცა ითხოვენ ავღანეთსა და აფრიკაში ქართული სამხედრო კონტინგენტით დახმარებას...

2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, სადაც საქართველოს MAP-ი არ მისცეს, თბილისში, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ MAP-ის დაბლოკვის ინიციატორები გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები იყვნენ.
მაშინ ეს გასაკვირი არც იყო, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი პუტინის თანამოაზრედ მიიჩნეოდა, იტალიის პრემიერ-მინისტრ ბერლუსკონისთან კრემლის "მეფეს" სულაც ძმაკაცური
ურთიერთობა ჰქონდა, გერმანიის ფედერალური კანცლერი კი მაშინაც მერკელი იყო.

დღეს უკვე დასავლურ მედიაშიც ხშირად ისმის და ზოგიერთი იქაური პოლიტიკოსიც აღიარებს, ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ი რომ მიგვეცა, რუსეთი ვერ გაბედავდა სამხედრო აგრესიას ვერც საქართველოს და ვერც უკრაინის წინააღმდეგ და აღარც ბალტიისპირეთსა და პოლონეთში დაგვჭირდებოდა ალიანსის საბრძოლო
დანაყოფების გადასროლაო.

თუმცა, დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ნათლად გამოჩნდა, რომ ჩრდილო­ატლანტიკური ალიანსის რამდენიმე წამყვანი ქვეყანა და უპირველესად, გერმანია, საფრანგეთი და იტალია, ბუქარესტის სამიტიდან რვა წლის შემდეგაც ფეხს ითრევენ საქართველოსთვის არათუ ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმის, არამედ უვიზო რეჟიმის შემოღებაზეც. ამასთან, ზემოხსენებული ქვეყნების ხელისუფლებაში არ უარყოფენ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რაც MAP-ის და უვიზო რეჟიმის მისაღებად არის საჭირო.

უსამართლობის გრძნობა, რომელიც მოტყუებულის სინდრომად იქცა, საქართველოს მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილს ეუფლება, მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყნის "დამბლოკველებს" არ ჰყოფნით სითამამე, აშკარად განაცხადონ თავიანთი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი - რუსეთის ხელისუფლების გაღიზიანებისთვის თავის არიდება!

რუსეთის ფაქტორის გარდა, არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გერმანიისა თუ საფრანგეთის ხელისუფლებას არ სურს, ამ ეტაპზე საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიან წევრად იხილოს. საქმე ის არის, რომ "ბებერ" ევროპას არ აქვს არც სამხედრო ძალა და არც ფინანსები, რომ კოლექტიური თავდაცვის მე-5 პუნქ­ტის თანახმად, საქართველო რუსული სამხედრო აგრესიისგან დაიცვას, მით უფრო, რომ გერმანიის არმიის სამხედრო ბიუჯეტი ბოლო წლებში სისტემატურად მცირდება.

ამ ფონზე საქართველოს მოსახლეობაში უფრო ხშირად ისმის კითხვა: თუკი ქართული არმია მზად არის, გერმანელების დასახმარებლად ჯარისკაცები შორეულ ავღანეთში გაგზავნოს, ხოლო საფრანგეთის გვერდით უფრო შორეულ აფრიკაში დადგეს, რატომ არ არიან თანახმა ბერლინსა და პარიზში, საქართველოდან ჩასულები უვიზოდ მიიღონ და ალიანსის თავდაცვის მექანიზმები საქართველოსთვისაც აამოქმედონ?

ცალ კარში თამაში და თითიდან გამოწოვილი მიზეზების ძებნა მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოს კვლავ გაუჭიანურონ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოება, უახლოეს მომავალში შეიძლება მხოლოდ საქართველოსთვის იქცეს პრობლემად, მაგრამ მალე ეს ყველაფერი შეუტრიალდება ევროპას, რომლის სუსტი პოზიციით კრემლი აუცილებლად ისარგებლებს...
მკითხველის კომენტარი (31)
vidoki
30 ივნისი 2016 11:04
ავღანეთში და ერაყში ამერიკელების დასახმარებლად იყვნენ ქართველი ჯარისკაცები წასული. რატომ არ გვაძლევს უვიზო რეჟიმს აშშ? თუ საფრანგეთი და გერმანია ცუდია, აშშ-მ გაუქმოს ვიზები საქართველოსთვის.
mamuka
30 ივნისი 2016 09:54
კრიმინალი ტიტიდან გამოცოვილი ტემაა-აკ ტურკეტი და უკრაინა დგას კიდევ და ესაა მტავარი პრობლემა- კიდევ ბრიუსელის ბიუროკრატიას არა აკვს საზგვარი- ეს კი მოსახლეობას აგიზიანებს და რუსულ ორბიტაზე აბრუნებს- რაც არჰევნების დროს გამოჰნდება
დათო
30 ივნისი 2016 09:03
ჩვენ საზარბაზანო ხორცად ვჭირდებით, ამიტომ გამოსავალი ერთია ნეიტრალიტეტი , არავითარი ,,ნატო" და ბატო, არავითარი ევროკავშირი. ალბათ მსოფლიომ გაიგო ,რომ ,,ნატო" ეს აგრესიული ბლოკია და არა მშვიდობის მყოფელი.
rezo
30 ივნისი 2016 07:59
ოხ, აყაყანდნენ ეხლა ეს რუსის მონები. ერთი ბრიტანეთი გავიდა და ამოიღეთ ხმა. თქვენ ალბათ ევროკავშირის დაშლა უფრო გაგიხარდათ ვიდრე საბჭოთა კავშირის. ვაი ვაი თქვენს პატრონს ვოვას თქვენსას.
ლევანი
28 ივნისი 2016 12:50
საზარბაზნე ხორცი ხო უნდათ საერთაშორისო მისიებში ქართველების სახით,
mzirali
25 ივნისი 2016 13:31
სანამ ჩვენ მაპს ან ვიზალიბერლიზაციას მოგვცემენ ლამის ევროკავშორიც დაიშალოსსს.
giorgi
25 ივნისი 2016 08:28
ბებერი გამყიდველი ევროპა.
ნატო და ვიზალიბერალიზაცია
25 ივნისი 2016 05:58
ნატოში რატომ არ მიგვიღებენ? პასუხი ცალსახაა:ოსეთისა და აფხაზეთის გადაუჭრელი პრობლემები. მესამე მსოფლიო ომი საქართველოსათვის არავის უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ , თუ ალიანსის წევრი გავხდით "აღშფოთებითა" და "უკიდურესი შეშფოთების"გამოხატვით ვეღარ შემოიფარგკებიან.
ვიზალიბერალიზაცია: პრობლემა ჩვენს საამაყო თანამამულეებშია. გერმანიის პრესა აჭრელებულია ქართველ კრიმინალთა გმირობებით. მარტო 2014 წელს 340მლნ ევროს ზარალი მიაყენეს მხოლოდ ქართველმა კრიმინალებმა გერმანიას, 2015-2016 წლებში კიდევ უფრო მაღალი და მგონი მეტი ახსნა ამას არ სჭირდება.
temo
24 ივნისი 2016 15:56
რაც დრო გავა მით უფრო დარწმუნდებით რომ საქართველოს არ მიღებენ ნატოში და არც ევროპაში მე უკვე მივხვდი წლებია და ზოგი ვერ ხვდება ან არ უნდა მიხვდეს
ჯავახელი
24 ივნისი 2016 12:34
ერთადერთი გამოსავალი ნეიტრალიტეტია! არა ნატოს და ევრო კავშირს და არა რუსეთს და სხვა ქვეყნებს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები