ჯარისკაცები საქართველოდან სჭირდებათ, უვიზო ტურისტები - არა?!
20-06-2016
ჯარისკაცები საქართველოდან სჭირდებათ, უვიზო ტურისტები - არა?!
გერმანია და საფრანგეთი "ტრადიციულად" ფეხს ითრევენ საქართველოს NATO-ში მიღებაზე და აჯანჯლებენ ვიზალიბერალიზაციის პროცესს, თუმცა ითხოვენ ავღანეთსა და აფრიკაში ქართული სამხედრო კონტინგენტით დახმარებას...

2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, სადაც საქართველოს MAP-ი არ მისცეს, თბილისში, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ MAP-ის დაბლოკვის ინიციატორები გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები იყვნენ.
მაშინ ეს გასაკვირი არც იყო, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი პუტინის თანამოაზრედ მიიჩნეოდა, იტალიის პრემიერ-მინისტრ ბერლუსკონისთან კრემლის "მეფეს" სულაც ძმაკაცური
ურთიერთობა ჰქონდა, გერმანიის ფედერალური კანცლერი კი მაშინაც მერკელი იყო.

დღეს უკვე დასავლურ მედიაშიც ხშირად ისმის და ზოგიერთი იქაური პოლიტიკოსიც აღიარებს, ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ი რომ მიგვეცა, რუსეთი ვერ გაბედავდა სამხედრო აგრესიას ვერც საქართველოს და ვერც უკრაინის წინააღმდეგ და აღარც ბალტიისპირეთსა და პოლონეთში დაგვჭირდებოდა ალიანსის საბრძოლო
დანაყოფების გადასროლაო.

თუმცა, დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ნათლად გამოჩნდა, რომ ჩრდილო­ატლანტიკური ალიანსის რამდენიმე წამყვანი ქვეყანა და უპირველესად, გერმანია, საფრანგეთი და იტალია, ბუქარესტის სამიტიდან რვა წლის შემდეგაც ფეხს ითრევენ საქართველოსთვის არათუ ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმის, არამედ უვიზო რეჟიმის შემოღებაზეც. ამასთან, ზემოხსენებული ქვეყნების ხელისუფლებაში არ უარყოფენ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რაც MAP-ის და უვიზო რეჟიმის მისაღებად არის საჭირო.

უსამართლობის გრძნობა, რომელიც მოტყუებულის სინდრომად იქცა, საქართველოს მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილს ეუფლება, მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყნის "დამბლოკველებს" არ ჰყოფნით სითამამე, აშკარად განაცხადონ თავიანთი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი - რუსეთის ხელისუფლების გაღიზიანებისთვის თავის არიდება!

რუსეთის ფაქტორის გარდა, არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გერმანიისა თუ საფრანგეთის ხელისუფლებას არ სურს, ამ ეტაპზე საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიან წევრად იხილოს. საქმე ის არის, რომ "ბებერ" ევროპას არ აქვს არც სამხედრო ძალა და არც ფინანსები, რომ კოლექტიური თავდაცვის მე-5 პუნქ­ტის თანახმად, საქართველო რუსული სამხედრო აგრესიისგან დაიცვას, მით უფრო, რომ გერმანიის არმიის სამხედრო ბიუჯეტი ბოლო წლებში სისტემატურად მცირდება.

ამ ფონზე საქართველოს მოსახლეობაში უფრო ხშირად ისმის კითხვა: თუკი ქართული არმია მზად არის, გერმანელების დასახმარებლად ჯარისკაცები შორეულ ავღანეთში გაგზავნოს, ხოლო საფრანგეთის გვერდით უფრო შორეულ აფრიკაში დადგეს, რატომ არ არიან თანახმა ბერლინსა და პარიზში, საქართველოდან ჩასულები უვიზოდ მიიღონ და ალიანსის თავდაცვის მექანიზმები საქართველოსთვისაც აამოქმედონ?

ცალ კარში თამაში და თითიდან გამოწოვილი მიზეზების ძებნა მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოს კვლავ გაუჭიანურონ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოება, უახლოეს მომავალში შეიძლება მხოლოდ საქართველოსთვის იქცეს პრობლემად, მაგრამ მალე ეს ყველაფერი შეუტრიალდება ევროპას, რომლის სუსტი პოზიციით კრემლი აუცილებლად ისარგებლებს...
ლაშა
13 ივლისი 2016 12:32
კურდღელს რამდენიც საყურებელი ექნა იმდენი გასაქცევი ექნაო. ჯერ სად არიან ევროპელები მთელი არმიის მობილიზება არ მოუწიოთ საზღვართან. ღირსებიც იქნებიან ჩვენი დაკიდების გამო.











ვაჟა17
02 ივლისი 2016 17:24
ლოთი-ს

ხუმრობა ცოტა განზე გადავდოთ და სერიოზულად ვიბაასოთ! შემიძლია ერთადერთი შვილი დავიფიცო, რო გულწრფელად შემოვდივარ შენს მდგომარეობაში, სამწუხაროდ ბევრი რამ გადაგხდენია ჭირვარამი, მაგრამ რაც მოგივა დავითაო... ეს ანდაზა შენ კი არ გეხება პირადად და სხვა ჩვენსავით უბრალო ხალხს, მთავრობას ეხება! თუმცა იმათ რა ეხება, ვისგანაც მეტ მაყუთს მიიღებენ იმათ უწვებიან და ისეთ კურსს აცხადებენ! 25 წელია საქართველოში ხალხზე მოფიქრალი მთავრობა ვერ მოვიდა, ყველა ერთმანეთზე ოხერი და მამაძაღლია! მთავარი საფიქრალი მაგათი ისაა, რო ქვეყანა დროზე გაყვლიფონ და შვილები დასავლეთში გააგზავნონ-დაასაქმონ! მორჩა, ამით მაგათი პატრიოტიზმი ამოწურულია!
დასასრულს მაინც გეტყვი, თუ არ გეწყინება, რო საბოლოოდ ჩვენ მაინც რუსეთთან დავრჩებით და წელშიც გავიმართებით!
ჩათვალე, რო მე და შენ მშვიდობის ყალიონი გავაბოლეთ!
ლოთი ქობალია
01 ივლისი 2016 17:12
შენ 11 სექტემბრის შესახებ არ გსმენია არაფერი ვაჟა 17-ო?თუ მაინცდამაინც ყურთან უნდა აგიფეთქდეს(ღმერთმა გაშოროს) შაჰიდი მკვლელი,რომ გაიგო რა ხდება დუნიაზე?ნიკარაგუა-კუბა-ვენესუელაში რა ესაქმებოდა შენს ხატს-რუსეთს?
ან სირიაში რა ს..ი უნდა?რას აშენებს?ამერიკაზე უკეთეს დემოკრატიას?მიიღებს კიდეც სირიაში სირიისას!
მოდი ყველაფერს დავანებოთ თავი!მე არ მითქვამს შენთვის რომ ამერიკა-ნატოში დუღს და გადადუღს დემოკრატია და საერთოდ სად არსებობს ეს ყბადაღებული დემოკრატია ვერ გავიგე!მიდის მსოფლიო გადანაწილება ვაჟა17-ო და საქართველომ უნდა იზრუნოს რომ ჩასაძირად გამზადებულ რუსეთს არ ჩაყვეს ფსკერზე!გაიგეეე!მეც ერთი სული მაქვს როდის დაყვინთავს და კისერში ამოაწვება ის ცოდვები რაც ჩემს ხალხს და სამშობლოს გაუკეთა !გაიგეე?იმ ბაბუაჩემისეულ სახლსაც რომ ამოანთხევს,რომელიც დამიწვეს და რომლის შენარჩუნებასაც შევალიე ჯანმრთელობა და ნერვები,აი ამის მერე იქნებ დავწყნარდე ვაჟა17-ო!!!გაიგეე?რუსეთის ოთხში ამოღებას რომ დავინახავ და მაგათ შურისაგან გადანგრეულ ალკაშურ სიფათებს დავინახავ ,აი მაშინ გავიხარებ ვაჟა17-ო!!!

რედაქტორის რჩევით