თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა გააუქმა - კვირის პალიტრა

თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა გააუქმა

დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა.

როგორც ხიდაშელმა განმარტა, ამ ბრძანების შესაბამისად დღეიდან თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო-სავალდებულო გაწვევას.

''ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება შეირაღებულ ძალებს'', - განაცხადა ხიდაშელმა. როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ თავდაცვის შემდგომი მინისტრი სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენას გადაწყვეტს, მას მისი ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს.