V ქვეით ბრიგადაში ჯარისკაცი გარდაიცვალა
10-08-2016
V ქვეით ბრიგადაში ჯარისკაცი გარდაიცვალა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 52-ე ქვეითი ბატალიონის კაპრალის, დავით ლომიძის გარდაცვალების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, გარდაცვალების მიზეზი, პირველადი მონაცემებით, გულის უკმარისობა გახდა.

”9 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში დავით ლომიძე შეუძლოდ გახდა. კაპრალი V ქვეით ბრიგადასთან ყველაზე ახლოს მდებარე გორის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა,” - აცხადებენ სამინისტროში.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1
ნაწილით. საქმეს იძიებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის საგამოძიებო განყოფილება.

კაპრალი დავით თამაზის ძე ლომიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 16 აპრილიდან მსახურობდა.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კაპრალი დავით ლომიძის გარდაცვალების გამო და დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის
დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.


ნეტა ვის ჭირდება თქვენი სამძიმარი?!
10 აგვისტო 2016 11:54
არ შეიძლება ადამიანს ჯარში წასვლამდე ჯანმრთელობა შეუმოწმოთ, რომ ასე სადისტურად არ ჩაიკლათ ხელში?
დამნაშავე არავინ არის რომ გულის უკმარისობა ქონდა კაცს და ჯარში ამსახურებდნენ?
და კიდევ უკვირთ რომ ჯარში არავის უნდა წასვლა?
ესეც რუსეთის არმიაა, ამენი ადამიანი რომ იხოცება უაზროდ

რედაქტორის რჩევით