"ერთ-ერთი კურსანტი, სავარაუდოდ, პანიკაში ჩავარდა და ჰაერი გაუთავდა" - რას ყვება თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი?!
17-08-2016
"ერთ-ერთი კურსანტი, სავარაუდოდ, პანიკაში ჩავარდა და ჰაერი გაუთავდა" -  რას ყვება თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი?!
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი გონიოში სიღრმითი ჩაყვინთვის დროს მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე საუბრობს.

თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა დიმიტრი კიკნაძემ გონიოში პრეზიდენტის ჩასვლის შემდეგ განაცხადა:

"ერთ-ერთი კურსანტი, სავარაუდოდ, პანიკაში ჩავარდა და ჰაერი გაუთავდა, იმიტომ რომ გახშირებულად სუნთქავდა და მთლიანად დაცალა ჰაერის მარაგი. ინსტრუქტორი ცდილობდა, რომ მისთვის მიეწოდებინა ჰაერი, მერე ანიშნებდა ერთი, ორი, სამი... რომ ესუნთქა... ანუ ვიზუალური კონტაქტი ჰქონდათ", - განუცხადა კიკნაძემ პრეზიდენტს.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული კურსანტის დასახმარებლად მეორე ინსტრუქტორიც მივიდა,
თუმცა იქამდე 17 მეტრი სიღრმიდან, სადაც სწავლება მიმდინარეობდა, კიდევ ერთი კურსანტი 5 მეტრის სიმაღლემდე აიყვანა.

"ამოიყვანა 5 მეტრის სიმაღლეზე და ჰკითხა, როგორ გრძნობდა თავს. იყო დადასტურება, რომ კარგად გრძნობდა თავს, ჰაერიც საკმარისი ჰქონდა, რის შემდეგაც ანიშნა,
რომ ზევით ასულიყო, თვითონ კი წამოვიდა ქვემოთ - ზემოთ რომ ამოყოლოდა, უკვე დანარჩენებსაც დაკარგავდა და იმათაც ვერ მიეხმარებოდა", - უამბო პოლკოვნიკმა ქვეყნის პირველ პირს.

დიმიტრი კიკნაძის თქმითვე, 17 მეტრის სიღრმეზე დაბრუნებულმა ინსტრუქტორმა დაინახა, რომ კურსანტი უკვე "გაუნძრევლად იყო".

"შეუმოწმა ჰაერი თუ ჰქონდა, დრო რამდენი იყო და ნელ-ნელა დაიწყო ამოყვანა, თუმცა ამოყვანა რომ დაიწყო, უკვე თვითონ ინსტრუქტორსაც გაუთავდა ჰაერი, რადგან ხან ამას აძალებდა, ხან თვითონ სუნთქავდა - ერთი რეგულატორი ჰქონდათ, ამიტომ აღჭურვილობა მოიხსნა, წამოვიდა დიდი სისწრაფით და როგორც ბიჭები იძახიან, ამოვარდა წყლიდან, რის შემდეგაც გონება დაკარგა, ღებინება და სისხლდენა დაეწყო", - განმარტა კიკნაძემ და დასძინა, რომ დაკარგულია "ის ბიჭიც", რომელიც ინსტრუქტორს 5 მეტრის სიმაღლეზე "ამოყვანილი ჰყავდა".

რაც შეეხება თავად აღნიშნულ ინსტრუქტორს, პოლკოვნიკის ინფორმაციით, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა სტაბილურია. რა მოუვიდა კიდევ ერთ ინსტრუქტორს, რომელიც ასევე კურსანტის დახმარებას ცდილობდა, კიკნაძეს პრეზიდენტთან გასაუბრისას არ დაუკონკრეტებია. დაუზუსტებელი ცნობით, ჟანგბადის უკმარისობის გამო ისიც იძულებული გახდა წყლის ზედაპირზე ამოსულიყო, რის შემდეგაც მასაც ღებინება და სისხლდენა დაეწყო.

"სწრაფად ამოსვლა მოუვიდათ, მაგრამ ისეთი არაფერი - ღებინება ჰქონდათ, სისხლდენები შინაგანი ორგანოებიდან და საავაადმყოფოში გვყავდა გადაყვანილი, მაგრამ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ნორმალურია", - აღნიშნეს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

იხილეთ ასევე: "მკვდარი მაინც მყავდეს სახლში, მომეხმარეთ" - ზღვაში დაკარგულთა ძებნა გრძელდება


"ინტერპრესნიუსი"
luxo
23 აგვისტო 2016 09:52
ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ასეთი რამ არ უნდა მოხდეს და რომ არ მოხდეს ამისათვის, პრევენციული ფსიქოლოგიური ტესტირებები უნდა გაიარროს ყველამ ათჯერ და ასჯერ ინსტრუქტორმაც და ჯარისკაცმაც.
kobes
22 აგვისტო 2016 12:07
რა გაუგებრად ლაპარაკობს, ორი ინსტრუქტორი და ორი კურსანტი იყო? ერთი თუ გადარჩა 3 დაიღუპა?
me
18 აგვისტო 2016 11:18
არ ვიცი გული როგორ გამიძლებს, ამდენი უბედურების გადატანა რაც ამ ბოლო დღეებში მოხდა, ამდენი სიკვდილი ჩემთვის აუტანელია, ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანებზე ისე ვდარდობ რომ დეპრესია დამეწყო, გარდაცვლილთა ოჯახებს რომ წარმოვიდგენ მეც ვკვდები. ხალხო, ადამიანებო, რა მოხდება მიხედეთ თქვებს თავებს, სხვებს, გაუფრთხილდით ერთმანეთის სიცოცხლეს, გეხვეწებით! ეს რა ხდება, რა ღვთის წყრომაა ჩვენს თავს

რედაქტორის რჩევით