"ცოცხალ შვილს არ ვითხოვ, მკვდარი შვილის ცხედარი მინდა" - თურქეთის სამხედრო ეკიპაჟმა ზღვაში დაკარგულთა ძებნა შეწყვიტა
31-08-2016
"ცოცხალ შვილს არ ვითხოვ, მკვდარი შვილის ცხედარი მინდა" - თურქეთის სამხედრო ეკიპაჟმა ზღვაში დაკარგულთა ძებნა შეწყვიტა
16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ. სამხედრო მოსამსახურების სამძებრო სამუშაოებში ქართულ მხარესთან ერთად თურქული ხომალდი 41 კაციანი ეკიპაჟით მონაწილეობდა, თუმცა დღეს დილით ცნობილი გახდა რომ, 11 დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა, შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

"650 ტონიანი თურქული
ხომალდი, 41 კაციანი ეკიპაჟით და ბოლო თაობის სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობით ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში 20 აგვისტოს, თურქულ მხარესთან თავდაცვის მინისტრის მოლაპარაკების შემდეგ ჩაერთო. აღნიშნულ ხომალდს მსოფლიოში სულ რამდენიმე ანალოგი აქვს და ყველაზე მძლავრია მსგავს სიტუაციებში ძებნის განსახორციელებლად.

თურქული ხომალდის ეკიპაჟთან ერთად, სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის მინისტრი და თურქეთის
კონსული პირადად იყვნენ ჩართული და სამი დღის განმავლობაში ძებნის პროცესს ხომალდიდან აკვირდებოდნენ. ეკიპაჟმა ბორტზე დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებიც დაუშვა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ხომალდის ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ.
ძებნის ოპერაციაში, თურქული მხარის პარალელურად თავდაპირველად ჩართული იყო ამერიკული ავიაციაც, თუმცა ეს ოპერაციაც უშედეგოდ დასრულდა", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გონიოში დაკარგული სამხედროების საქმესთან დაკავშირებით არსებულ სავარაუდო დანაშაულის ნიშნებზე კომენტარი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გააკეთა:

"იკვეთება გარკვეული დანაშაულის ნიშნები. თუ რა ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე, საზოგადოება ამაზე მალე მიიღებს ინფორმაციას".

დაკარგული სამხედრო მოსამსხურის, იაგო შარაძის დედის, ელენე შარაძის თქმით, თუ დღეს, დღის პირველ ნახევრამდე ოჯახს ინფორმაციას არ მიაწვდიან, ისინი გონიოში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.

"მთელი ღამე აქ ვრჩებით! ველოდებით, მოვიდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ან ვინმე ზემდგომი და გვითხრას, რა ხდება, რატომ წავიდა თურქული გემი. გემი თითქმის თვალს მიეფარა, აღარ ეძებენ ჩემს შვილს. მე მინდა ძებნა გააგრძელონ. ცოცხალ შვილს არ ვითხოვ, მკვდარი შვილის ცხედარი მინდა, რომ საფლავი მქონდეს. უვადო შიმშილობა დავიწყე, სიცოცხლის ბოლომდე შიმშილობას ვაცხადებ. თუ ვნახავ, რომ ჩემი შვილი ვერ მიპოვეს, ბენზინს გადავისხამ და დავიწვამ თავს. ან აქედან ჩემი შვილის ცხედრით წავალ ან მეც მკვდარს წამიღებენ".

იხილეთ ასევე: "არავის დაურეკავს ოჯახში, რომ ეთქვა, თქვენი შვილი დაიკარგაო. ტელევიზიით უნდა ვიგებდეთ ამბავს"?!


"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

გაგა
20 სექტემბერი 2016 08:36
ნეტა თუარ გრცხვენიათ თქვე არა ადამიანებო. ეეჰ გიოო გიო, შენი საფლავი მაინც გვქონდეს ჩემო ძმაო :(
ლუკა
31 აგვისტო 2016 18:13
ორი სიცოცხლით სავსე ქართველი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა ჯარში. პასუხისმგებელი ამ ტრაგედიაზე პირვე; რიგში არის თავდაცვის მინისტრი. ამ ქვეყანაში მინისტრებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე როცა მათ სამინისტროში მომხდარ დაუდევრობას ადამიანების სიცოცხლე ეწირება. იზორიას რომ ქონდეს პასუხისმგებლობის განცდა გადადგებოდა, მაგრამ არათუ გადადგომას არ აპირებს, საერთოდ ცდილობს გამოძვრეს სიტუაციიდაან. თუ მდიდარი მამიკოს შვილი არ ხარ, ჯარში მოკვდები ისე როგორც საზარბაზნე ხორცი და არც არავინ აგებს პასუხს, საერთოდ გვამსაც არ დაუბრუნებენ ოჯახს. ეს არის ქართული ოცნების დაპირებული სამართლიანობის აღდგენა ხალხო?!

რედაქტორის რჩევით