როგორ გაიმეტა "ბოინგის" 298 მგზავრი კრემლმა სასიკვდილოდ...
03-10-2016
როგორ გაიმეტა "ბოინგის" 298 მგზავრი კრემლმა სასიკვდილოდ...
გამოძიებამ დაადგინა, რომ მალაიზიური "ბოინგი" უკრაინის ცაში რუსეთიდან შეტანილმა "ბუკმა" ჩამოაგდო

2014 წლის 17 ივლისს უკრაინის საჰაერო სივრცეში კატასტროფა განიცადა მალაიზიურმა "ბოინგმა" და ორ წელზე მეტი გახდა საჭირო, რომ საერთაშორისო გამოძიებას ოფიციალურად დაედასტურებინა - სამგზავრო ლაინერი რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის აღმოსავლეთში მალულად შეტანილმა "ბუკის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარიდან გაშვებულმა რაკეტამ ჩამოაგდო, მერე კი ეს "ბუკი" ისევ რუსეთში დააბრუნეს.

სწორედ ასეთ სცენარზე ვწერდით "კვირის პალიტრის" იმ ნომერში, რომელიც ტრაგედიის მეოთხე დღეს, 2014 წლის
21 ივლისს გამოვიდა, მაგრამ ერთია ჟურნალისტური ვარაუდი და მეორე - საერთაშორისო გამოძიებით ამის დადასტურება. ერთი რამ უდავოა - რუსეთის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელისუფლებამ ჩაიდინა მძიმე დანაშაული კაცობრიობის წინაშე. მათი ბრძანების თანახმად, სუვერენული ქვეყნის, უკრაინის, ტერიტორიაზე მალულად შეტანილმა საზენიტო საშუალებამ იმსხვერპლა 298 უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის
- ბავშვებიც.

ამის გარდა, კრემლს საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ორი ბრალდება წაუყენა - სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა და "ბოინგის" ჩამოგდების საგამოძიებო მოქმედებებისთვის ხელის შეშლა ცრუ ვერსიების გავრცელების გზით.
ორი წლის განმავლობაში კრემლის სადეზინფორმაციო მანქანა მიზანდასახულად ავრცელებდა ტყუილს, რათა საერთაშორისო გამოძიება მცდარ გზაზე დაეყენებინა.

ამას ადასტურებს რუსეთის ოფიციალური წრეებისა და ხელისუფლების კონტროლირებადი რუსული მედიის მიერ ფართოდ ტირაჟირებული ვერსიები, თითქოს მალაიზიური "ბოინგი" უკრაინულმა მოიერიშე თვითმფრინავმა ჩამოაგდო საქართველოს გადაცემული ისრაელის წარმოების "პითონის" რაკეტით, რაც სრული აბსურდი გახლდათ, რადგან "პითონები" ჩვენთვის არ გვყოფნის და არც უკრაინულ მოიერიშეებს შეუძლიათ მათი საბრძოლო გამოყენება. გარდა ამისა, Су-25 ტიპის მოიერიშეს არ შეუძლია 7 კმ-ზე მაღლა ასვლა (მისი კაბინა ჰერმეტული არ არის), სამგზავრო "ბოინგი" კი 10 კმ-ზე მაღლა მიფრინავდა. მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა მოსკოვმა როსტოვის რადიოლოკატორის იმ დღის მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ მალაიზიური "ბოინგის" ახლომახლო საბრძოლო თვითმფრინავი არ მიფრინავდა.

რუსეთის მეორე მტკიცება, თითქოს "ბოინგი" უკრაინული "ბუკიდან" გასროლილმა საზენიტო რაკეტამ ჩამოაგდო, ასევე ვერ უძლებს კრიტიკას, რადგან საერთაშორისო გამოძიებამ მრავალრიცხოვან ფაქტებზე დაყრდნობით დაამტკიცა - რუსეთიდან შეტანილმა "ბუკმა" დონბასის ქ. სნეჟნოეს სიახლოვიდან (რომელსაც პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებდნენ) გაუშვა საზენიტო რაკეტა სამგზავრო "ბოინგის" მიმართულებით...

დადასტურებულია ისიც, რომ ეს "ბუკი" რუსეთის არმიის 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადას ეკუთვნის, რომელიც ქ. კურსკშია დისლოცირებული. დადგენილია ასამდე ადამიანის ვინაობაც, რომლებიც დაკავშირებული არიან "ბუკის" დანადგარის რუსეთიდან უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გადაყვანასთან, საზენიტო რაკეტის გასროლასა და შემდეგ ისევ რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნებასთან. სავარაუდოდ, საერთაშორისო გამოძიებასთან თანამშრომლობა დაიწყო იმ სეპარატისტმა, რომელიც დონბასში "მოგზაურობის" დროს რუსულ "ბუკს" აცილებდა.

მიუხედავად ბრალდებებისა, რუსეთის ხელისუფლება კვლავ ჯიუტად უარყოფს ამ ტრაგედიასთან კავშირს, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირი უარყოფდა 1983 წელს სამხრეთკორეული "ბოინგის" ჩამოგდებას სახალინის თავზე, თუმცა, როგორც მაშინ საბჭოთა მთავრობას მოუწია 269 უდანაშაულო ადამიანის მკვლელობის აღიარებამ, კრემლის დღევანდელი ბინადარნიც, ადრე თუ გვიან, იძულებული გახდებინ, პასუხი აგონ 298 ადამიანის მკვლელობისთვის...
Tam
24 ოქტომბერი 2016 07:57
ქვა იმან მესროლოსო . . .=ამერიკა რუსეთს უჩივის იქს ქვეყანაში რა გინდაო?
თავად რუსეთი ვინ დაანგრია თუ არა მოძმე რესპ.ის აგენტებმა.
კომენტარიშჩიკო, "მოკლულ ქართველში" ზურაბ ჟვანიას ნაირებს გულისხმობთ სომეხიც რომაა, ქართველიც და ევროპელიც და თავის გემოვნებით რომ დაყავს სხვისი ქვეყანა?
საინფორმაციო ღრუ რატომ დაუხშე ბრალდებულს? ცალცალკე მომჩივანი ორივეც კი მართალია ხოლმე არათუ. .
საქართველო რუსმა ოკუპატნმა დაიპყრო. არც ერთი რუსი კი არ ცხოვრობს დაპყრობილში. ამიტომ ის პაიკი გამოიყენა საბრძოლველად რომელიც "ნამდვილი ჟვანია" იყო – [მე ვარ მეგრელი მაშსადამე რუსიო].
usaxelo
14 ოქტომბერი 2016 05:40
ტუ დაუმტკიცეს და რა ფეხები უნდა მოსტამონ აკამდეც გასდიოდატ ეხლაც გაუვატ
რეზო
13 ოქტომბერი 2016 21:41
კორეული სომაქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდეს და როგორც ყოველთვის არ აღიარებდნენ და სხვება აბრალებდნენ, მაგრამ რა თქმა უნდა საბოლოოდ მოუწიათ აღიარება. რუსია რა...

რედაქტორის რჩევით