რა ბედი ეწია ნაალაფარ ქართულ "ბუკებს"?
03-10-2016
რა ბედი ეწია ნაალაფარ ქართულ "ბუკებს"?
სენაკის სამხედრო ბაზიდან რუსი მედესანტეების მიერ გატანილი ქართული "ბუკებიდან" ერთ-ერთი თვითმავალი საცეცხლე დანადგარი

მას შემდეგ, რაც დადასტურდა რუსეთის ტერიტორიიდან შეყვანილი "ბუკით" უკრაინის ცაში სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდება, საქართველოსთან დაკავშირებით გაჩნდა კიდევ ერთი ვერსია.

საქმე ის არის, რომ 2014 წლის 18 მაისს, ანუ მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდებამდე ზუსტად ორი თვით ადრე, უკრაინის უშიშროების სამსახურმა ქ. კრამატორსკის აეროპორტის სიახლოვეს დააკავა პრორუსი სეპარატისტები, რომლებსაც აღმოუჩინეს "გრომის" ტიპის პოლონური წარმოების გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ერთჯერადი გასაშვები კონტეინერი
რაკეტითურთ.
ვიდეოკადრებში გამოჩნდა კონტეინერზე დატანილი ციფრები, რომლებიც ამ სტატიის ავტორმა საჰაერო თავდაცვის ქართველ სპეციალისტებთან შეამოწმა. მათ დაადასტურეს, რომ ეს სარაკეტო კონტეინერი სწორედ იმ პარტიიდან იყო, რომელიც აგვისტოს ომამდე ქართულმა მხარემ პოლონეთში შეიძინა.

აგვისტოს ომის დროს რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების 45-ე სპეციალური დანიშნულების ცალკეული პოლკის ორმა სადაზვერვო-დივერსიულმა
ჯგუფმა ფოთის სამხედრო პორტიდან და ცხინვალის რეგიონიდან ალაფის სახით წაიღო ხუთი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, მათ შორის - პოლონეთში ნაყიდი "გრომებიც".

ექვსი წლის შემდეგ უკრაინის სპეცსამსახურებმა საქართველოდან გატანილი ერთ-ერთი "გრომი" კრამატორსკის სწორედ იმ ნაწილში ამოიღეს, სადაც რუსული 45-ე სპეცდანიშნულების პოლკის გადაცმული მზვერავ-დივერსანტები მოქმედებდნენ, რომლებმაც 2 მაისს ორი უკრაინული "მფრინავი ნიანგი" სწორედ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გამოყენებით ჩამოაგდეს.
რატომ დაგვჭირდა ამხელა შესავალი? საქმე ის გახლავთ, რომ აგვისტოს ომის დროს სენაკის სამხედრო ბაზიდან რუსმა მედესანტეებმა ალაფის სახით ათასობით ავტომატსა და ასობით ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტასთან ერთად, "ბუკის" საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ოთხი დანადგარიც გაიტანეს. მათ შორის იყო ორი თვითმავალი საცეცხლე დანადგარიც, რომლებსაც ავტონომიურადაც შეუძლია საბრძოლო ამოცანის შესრულება, ანუ სწორედ ისე, როგორც 2014 წლის 17 აგვისტოს "ბუკის" ერთი დანადგარიდან გაშვებულმა რაკეტამ ჩამოაგდო მალაიზიური "ბოინგი".

შესაძლებელია თუ არა, რომ სენაკიდან გატანილი ქართული "ბუკები" (რომლებიც მანამდე უკრაინაში შევიძინეთ) რუსეთში, კურსკის 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის შეიარაღებაში მოხვედრილიყო, ისევე, როგორც ნაალაფარი "ბუკის" საზენიტო რაკეტები, რომლებითაც ექვსი წლის შემდეგ უკრაინის ცაში სამგზავრო "ბოინგი" ჩამოაგდეს?

ვნახოთ, უპასუხებს თუ არა გამოძიება ამ კითხვებს.
ვაჟა17
13 ოქტომბერი 2016 12:47
რეზიკო, შვილო, მერე რას უზამენ მაინც რუსებს, რა ფეხებს მოსჭამენ, ბარემ ეგაც დაამატე!
რეზო
12 ოქტომბერი 2016 23:31
ვაჟა 17 ანახეთ მაოფლიოს და რუსებთან ომი ყველას მოუნდება!
Temuri
11 ოქტომბერი 2016 23:01
შენ ვინ რაუნდა დაგაჯეროს საკუთარ ხალხს პუტინი გირჩევნია,შენნაირს მოაზროვნე კი არა მოღალატე ქვია, ეცადე რენტევეს,იგორ პროკაპენკოს გადაცემებს ნაკლებად უყურო და იქნებ ოდესმე საკუთარი აზრიც ჩამოგიყალობდეს!

რედაქტორის რჩევით