ამერიკულ-ქართულ სამხედრო თანამშრომლობას ტრამპი შეცვლის...
12-12-2016
ამერიკულ-ქართულ სამხედრო თანამშრომლობას ტრამპი შეცვლის...
შეიქმნება თუ არა ქართულ-ამერიკული სასწავლო-საბრძოლო ცენტრი და როგორ განვითარდება ორ ქვეყანას შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, ამას მხოლოდ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი განსაზღვრავს...

გასულ კვირას თბილისში ხელი მოეწერა ჩარჩო-ხელშეკრულებას,­ რომელიც უახლოეს სამ წელი­წადში საქართველოსა და აშშ-ს­ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ძირითად ამოცანებს განსაზღვრავს.

ხელშეკრულების ხელმომწერმა, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში ხშირი ერთობლივი სამხედრო სწავლებების გამართვასა და სასწავლო-საბრძოლო ცენტრის შექმნას დაუთმ
ეს.

ეს დოკუმენტი უშუალოდ უკავშირდება მემორანდუმს "საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ, რომელსაც 2012 წლის დასაწყისში აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტებმა - ბარაქ ობამამ და მიხეილ სააკაშვილმა მოაწერეს ხელი.

მას შემდეგ ოთხმა წელმა განვლო, მაგრამ ამერიკულ-ქართულ სამხედრო ურთიერთობებში ისეთი განსაკუთრებული
არაფერი მომხდარა, რომ სიამაყით გვეთქვა, პენტაგონმა ქართული არმია მნიშვნელოვნად გააძლიერაო. პირიქით, იმ ექვსი პუნქტიდან, რაც 2012 წლის მემორანდუმის შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო, საქართველომ ბევრი ვერაფერი მიიღო.

მაშინ უკვე ოპოზიციაში გადასულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს "ქართულ ოცნებას" დააბრალა, თუმცა პრობლემის თავიდათავი, ეტყობა, მაინც თეთრ სახლში იყო - პრეზიდენტი ობამა ცდილობდა, თავის მოსკოველ კოლეგას არ დაჰპირისპირებოდა.
2012 წლის მემორანდუმის გაფორმებიდან ოთხ წელზე მეტი გავიდა. ეს დრო საკმარისი უნდა ყოფილიყო აშშ-ისგან ისეთი სამხედრო-პოლიტიკური დახმარების მისაღებად, რაც ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოებას განამტკიცებდა, თუმცა ასე არ მოხდა.
გასულ კვირას ხელმოწერილ ხელშეკრულებას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თუკი აშშ-ის ახალი პრეზიდენტი გულგრილობას გამოიჩენს, ისიც ფარატინა ქაღალდად დარჩება.

მომავალი წლის 20 იანვრამდე, ანუ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, შეიძლება პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ სცადოს და მოასწროს ზოგიერთი შეთანხმების პირობების შესრულება, მაგრამ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს - აშშ-ის პრეზიდენტი სწორედ ის დონალდ ტრამპი იქნება, რომლის გამოუცნობ პოლიტიკურ ამბიციებს არათუ პატარა საქართველო, არამედ მთელი მსოფლიოც შიშით ელოდება.
berdia22
26 იანვარი 2017 00:20
ტრამპი არა პროგნოზირებადი ადამიანია და არავინ იცის რას გააკეთებს მომავალსში მაგრამ ერთი რამე ცხადია ტრამპი რუსეთს და მის მეთაურს ნამდვილად არ შეასკდება შუბლით რადგან ეს კომფლიკტი არც ერთისთვი არაა სასიკეთო...ეს ორი ქვეყანა ისედაც აკონტროლებს ნახევარ მსოფლიოს და მემგონი ესეც საკმარისია...და მაინც თუ ამ ორ ქვეყანა შორის შავმა კატამ გაირბინა ეს სასიხარულო არავისთვის არ იქნება რადგან მესამე მსოფლიო ომი გარდაუალი იქნება და მეორე მსოფლიო ომი მონაგონი..
gogs
24 დეკემბერი 2016 10:25
rusuli datvi tandatan kartofils emsgavseba xo DDDD.magari hedarebaa.
წითელაზე აცრილი
22 დეკემბერი 2016 16:40
ჰო აბა, როგორ გააძლიერა აფხაზეთი, ყირიმი, მისი ხალხი რომ კარტოფილს დაემსგავსა კარტოფილის ნაჭამი ეგ ძველი ამბავია

რედაქტორის რჩევით