გათავისუფლებული ალეპო და დაკარგული პალმირა
19-12-2016
გათავისუფლებული ალეპო და დაკარგული პალმირა
საკითხავია, ვისი უფრო ეშინოდათ ალეპოელ ბავშვებს - "ისლამური სახელმწიფოს" წვერებიანი მებრძოლებისა თუ მაღლა ცაში მფრენი რუსული ბომბდამშენების პილოტებისა...

სირიაში "ომი ყველა ყველას წინააღმდეგ" ახალ ფაზაში გადადის...


ერთი კვირის განმავლობაში ომის ქარცეცხლში გახვეულ სირიაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - ნახევარწლიანი ბრძოლების შედეგად სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის არმიამ ირანელების, ლიბანური "ჰეზბოლას" და რუსეთის ავიაციის დახმარებით, ბოლოს და ბოლოს, კონტროლი დაამყარა ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ რაიონზე - ქალაქ ალეპოზე, თუმცა ამასთან, ოთხიოდე დღეში დათმო
არანაკლებ მნიშვნელოვანი პალმირა, საიდანაც "ისლამური სახელმწიფოს" მოულოდნელ შეტევებს კუდამოძუებული გამოექცნენ ასადისტებიც და რუსი სპეცრაზმელებიც.

ვისაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კოდორის ხეობაში და ცხინვალთან ზოგიერთი ქართული დანაყოფის მიტოვებული სამხედრო ტექნიკა და დაყრილი ავტომატები უნახავს, მათთვის შვებად შეიძლება იქცეს ის სურათები, რომლებზეც პალმირიდან "ისლამური სახელმწიფოს" შეტევას
პანიკურად გაქცეული სირიელი და რუსი სამხედროების (არანაკლებ 120 რუსი სპეცრაზმელი) მიერ მიტოვებული ტანკები და ცეცხლსასროლი იარაღია აღბეჭდილი.

ა.წ. მარტის ბოლოს პალმირის აღება რუსულმა სახელმწიფო პროპაგანდამ განსაკუთრებული ზარ-ზეიმით აღნიშნა და მის ნანგრევებში ვალერი გერგიევის სიმფონიური ორკესტრის კონცერტიც მოაწყო სწორედ ისე, როგორც აგვისტოს ომის შემდეგ - ცხინვალში.
ასადისტებმა და რუსმა სამხედროებმა მარტში აღებული პალმირა დეკემბერში დაკარგეს. დეკემბერში აღებულ ალეპოს რამდენი ხანი შეინარჩუნებენ, ძნელი სათქმელია, რადგან "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებისგან განსხვავებით, პრეზიდენტ ასადის არმია საბრძოლო სულისკვეთებით არ გამოირჩევა, სირიელი ჯარისკაცების ნაცვლად რადიკალური ისლამისტებისთვის თავის შეკვლას კი არც ირანელები, არც პალესტინელები და არც, მით უმეტეს, რუსი სამხედროები აპირებენ.

ალეპოსთვის მიმდინარე ნახევარწლიანი აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს განსაკუთრებულად გამოჩნდა ასადისტებისა და რუსი გენერლების მოქმედების ტაქტიკის სისასტიკე. ისედაც ნანგრევებად ქცეულ ალეპოს საცხოვრებელ უბნებს თითქმის ყოველდღიურად სასტიკად ბომბავდნენ სირიული და რუსული საბრძოლო თვითმფრინავები და შვეულმფრენები ბუნკერსაწინააღმდეგო და მოცულობით-დეტონირებადი საავიაციო ბომბებითაც კი და გადარჩენის შანსს არ უტოვებდნენ სარდაფებში თავშეფარებულ მოსახლეობას.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ალეპოში ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლთა ლომის წილს თავის თავზე "ისლამური სახელმწიფოს" რაზმები კი არა, ე.წ. ზომიერი ოპოზიცია იღებდა, ანუ ის ძალა, რომელსაც ბაშარ ასადის ჩამოსაგდებად წლების განმავლობაში წვრთნიდნენ და აიარაღებდნენ დასავლეთის სპეცსამსახურები.

რუსეთი სირიაში ღიად გასული წლის სექტემბრის ბოლოდან გამოჩნდა და ყველაფერი გააკეთა ასადის ხელისუფლების შესანარჩუნებლად. რუსული ბომბდამშენები "ისლამურ სახელმწიფოზე" მეტად სწორედ პროდასავლურ ზომიერ ოპოზიციას ანადგურებდნენ, რითაც ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებს ასადის ჩამოგდების იმედი გადაუწურეს.

ალეპოს აღებით სირიაში ომი არ მთავრდება, პირიქით, ის უფრო აქტიურ ფაზაში შედის, რადგან აქ არაერთი გავლენიანი პოლიტიკური ძალისა და სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესები იკვეთება.
qutaiseli
07 იანვარი 2017 11:38
ამ ბეყე ფსევდოლიბერალებს და ამერიკული პროპაგანდით კაიფში მყოფ არსებებეს არიყოს რუსეთი ნახავდით რასაც იზამდა ერდოგანი აჭარაში მარა დანახვა და გაანალიზება ჭირდება და არა ინტერნეტში ბაქი ბუქი და ჭორიკნობა.ისე ამორი დღის უკან აჭარა და ბათუმი ჩვენი ინტერესების სფეროშიაო შემოგითვალათ თურქებმა ჩემო ფსევდო ლიბერალ პატრიოტებო და თქვენ როგორ ემზადებით ამ დიადი დღისთვის ხოარ აპირებთ რჯულის და სამოსის შეცვლას თუ სექსინდუსტრიას დაუპირისპირებთ და წითელ ხალიჩას გაუგებთ თურქ სელჩუკებს.შობას ულოცავ სრულიად საქართველოს და ჩვენთან არს ღმერთი.ვერ მოესწრებით გამყიდველი ფსევდოლიბერალების დამყაყებული ერთობა საქართველოს დაჩოქებას და განადგურებას ვერაა.რუსი კიდე ერთი მხარეა მედლის და არა ყველა უბედურების სათავე როგორც ამას ზოგიერთი ერთუჯრედიანი ღაღადებს ფაქტები გინდათ კი ბატონო სადარის ტაოკლარჯეთი სად.არ დამიწყოს ეხლა აქ ვინმემ ეგ ადრე იყოო ადრე რაც იყო ის ეხლაც გრძელდება ოღონ მოსახლეობის ექსპანსიით და რჯულის შეცვლით.
რეზო
30 დეკემბერი 2016 20:47
ეს გამოზომბებული ქართველები ძალიან სასაცილოები ხართ. ქუთაისი მართლა გჯერა რომ ოპოზიციას და აისის რუსი აკავებს სირიაში და აქ იმიტომ ვერ მოდიან?))) როგორ კარგად გკვებავთ ეს რუსული არხები ქართულ ბიდლოს.
qytaisi
30 დეკემბერი 2016 07:32
ალადა,შენ რა გიხარია მერე.რუსები რომ არა,მალე საქართველოში ჩამოგაკითხავდა ზომიერი ოპოზიცია და დადგებოდა დიდი არაბობა.მერე კი ამერიკა შორს იქნებოდა ისევე,როგორც შორს იყო საფრანგეთი.

რედაქტორის რჩევით