ქალი და ჯარი - სჭირდება თუ არა ქართულ არმიას მანდილოსნების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა?
ქალი და ჯარი - სჭირდება თუ არა ქართულ არმიას მანდილოსნების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა?
საზოგადოების ნაწილი გასულ კვირას აქტიურად განიხილავდა თემას - გენდერული თანასწორობის მიზნით მიღებული უნდა იყოს თუ არა კანონი ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ.

ერთმა ქალბატონმა პარლამენტში შეიტანა ამ საკითხთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ოფიციალურად დარეგისტრირდა.

სჭირდება თუ არა ქართულ არმიას ქალი-სამხედროები და თვითონ ქალბატონებს თუ სჭირდებათ ჯარში სამსახური?
რა თქმა უნდა, ქალბატონების მონდომება, მამაკაცების გვერდით დაიცვან სამშობლოს უსაფრთხოება, მისასალმებელია, ოღონდ აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს ჯარში ქალებისა და მამაკაცების ფუნქციები.

ქართულ არმიაში, წლებია, ათასამდე
You must have Flash Player installed in order to see this player.
ქალბატონი მსახურობს, მაგრამ ისინი თავიანთი სურვილით, კონტრაქტის საფუძველზე მოხვდნენ არმიაში.

სულ სხვა საქმეა, თუკი სახელმწიფო ქალების ჯარში გაწვევას
სავალდებულოს გახდის. ეს ბევრ პრობლემასთან იქნება დაკავშირებული, კერძოდ, საჭირო იქნება წვევამდელი ქალბატონებისთვის ცალკე ინფრასტრუქტურის (ყაზარმები, საშხაპეები და ა.შ.) შექმნა, რისი თანხაც დღეს არმიას არა აქვს.

რაც შეეხება გენდერული თანასწორობის დაცვას, ამაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს­ ნამდვილად ვერავინ დაადანაშაულებს, რადგან გარდა ათასამდე სამხედრო ქალბატონისა, საქართველო პირველი ქვეყანა იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომლის თავდაცვის მინისტრი ქალბატონი გახდა, დღეს კი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილეც ქალბატონია.

მაგალითად ხშირად მოჰყავთ
ისრაელი, სადაც ქალებს მამაკაცების თანასწორად იწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში. მართლაც, ისრაელის არმია ცახალი 18 წლის მამაკაცებს - სამი, ხოლო გოგონებს - ორი წლით იწვევს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, თუმცა ოფიციალურად
დაქორწინებულ ქალბატონებს ჯარში სავალდებულო გაწვევა არ ეხებათ.

ისრაელის მაგალითი საქართველოს არ გამოადგება, ისევე, როგორც ქურთი ქალებისა, რომლებიც სირიაში, "კალაშნიკოვებით" ხელში, თავიანთ ღირსებასა და სიცოცხლეს იცავენ "ისლამური სახელმწიფოსაგან".

საქართველოში, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არიან მამაკაცები, რომლებიც შეძლებენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ჩვენი მანდილოსნების დაცვას. ყველა, ვისაც ომის საშინელებები უნახავს, დამეთანხმება, რომ ომი ქალის საქმე არ არის...

P.S. ქართულ არმიაში ბევრი პრობლემაა, მათ შორის - ბოლო საკადრო ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, ამიტომაც ხომ არ აჯობებდა, პარლამენტს ქალების ჯარში სავალდებულო გაწვევის საკითხის ნაცვლად, არმიის საჭირბოროტო პრობლემების გადაწყვეტაზე ემსჯელა?
ჩვენ სხვა წინადადებას შევთავაზებთ ჯარში ქალების სავალდებულო სამსახურისა და გენდერული თანასწორობის მომხრეებს - მოითხოვეთ, სავალდებულო გახდეს მანდილოსნებისთვის (და მამაკაცებისთვისაც) პირველადი სამედიცინო დახმარების ხანმოკლე კურსების გავლა, რაც მათ ოჯახშიც გამოადგებათ და სხვადასხვა ექსტრემალურ სიტუაციაშიც.
zura
26 ივნისი 2017 11:05
ჯერ კაცების რესურსი გამოვიყენოთ მაქსიმალურად და თU არ იქნება საკმარისი ვიფიქროთ ქალებზე.
nana
21 მარტი 2017 09:15
ukve didi xania rac vfiqtob jarshi wasvlaze da roca davbrundebj aucileblad waval
natalia
19 მარტი 2017 21:58
პატარა კვეკანა ვარტ და ეს აცილებელიცაა
ემზარი
03 მარტი 2017 16:55
ქალების საქმეა ბავშვების აღზრდა არა ჯარში ყოფნა , საკმარისი მამაკაცები
არიან საქართველოშ, მათ ბავშობიდან უნდა ისსწავლონ სამხედრო საქმე და
სამშობლოს სიყვარული.
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?