აქვს კი NATO-ს ფული შავი ზღვისთვის?
20-02-2017
აქვს კი NATO-ს ფული შავი ზღვისთვის?
შავ ზღვაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებას ბევრი პრობლემა დაუდგება წინ

გასულ კვირას ბრიუსელში NATO-ს სამიტზე მიიღეს ორი გადაწყვეტილება, რომლებიც ეხება შავი ზღვის რეგიონს და გარკვეულწილად - საქართველოს მომავალსაც.

პირველი გადაწყეტილება ითვალის­წინებს ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდების ვიზიტების რიცხვის გაზრდას შავ ზღვაში, მეორე კი შავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებსა და ალიანსის საზღვაო დაჯგუფებას შორის კოორდინაციის სისტემის შექმნას.
ბრიუსელში არ მალავენ, რომ შავ ზღვა­ში ალიანსის საზღვაო შესაძლებლობების გაზრდის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს,
რაც რუსეთმა მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი შავი ზღვის ფლოტი, თუმცა ალიანსის ხელმძღვანელობას არ სურს, აღიაროს, რომ მისი რეაგირება დაგვიანებულია.

ჩვენ არაერთხელ დაგვიწერია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძირითადი დასაყრდენი შავ ზღვაში არის თურქეთი, რომლის საზღვაო ძლიერება ალიანსის კიდევ ორი წევრის - რუმინეთისა და ბულგარეთის საზღვაო ძალების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად
აღემატება. თუმცა იმის გამო, რომ ანკარას მოსკოვთან კარგი ურთიერთობა აქვს, საეჭვოა, ჩრდილოატლანტიკურ ალიასს შავ ზღვაში გასაძლიერებლად თურქეთის სამხედრო ფლოტი გამოადგეს.
რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ისე გასაძლიერებლად, რომ ისინი როგორმე რუსეთის შავი ზღვის ფლოტს გაუტოლდნენ, NATOს ფული არა აქვს.

ბრიუსელში, NATO-ს სამიტზე, ამერიკულმა მხარემ ტყუილად როდი მოსთხოვა ალიანსის ევროპელ პარტნიორებს თავდაცვის ბიუჯეტების მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზრდა მაინც, რათა ალიანსის დაფინანსება, ძირითადად, ისევ აშშ-ის ხარჯზე არ გაგრძელდეს.

შავი ზღვის რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გააქტიურება, რა თქმა უნდა, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ძალიან კარგია, მაგრამ რჩება ეჭვი, რომ უახლოეს მომავალში ალიანსის ამ ინიციატივას განხორციელება არ უწერია, უპირველესად ფინანსების სიმწირის გამო.
პანტელეიმონი
09 მარტი 2017 16:09
ძალიან მიკვირს ერთი ამბავი, რუსეთმა უკრაინას და დასავლეთს თავზე გადაახია ბუდაპეშტის ხელშეკრულება (სხვა უამრავ საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაზე რომ არაფერი ვთქვათ, მათ შორის საქართველოსთან) და არ იქნებოდა ლოგიკური, რომ აშშ -ს, ან სულაც ნატო -ს, მონტრეს კონვენციით აღებული ვალდებულებების შესრულებებზე უარი ეთქვათ მანამდე, სანამ რუსეთი არ შეწყვეტდა ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიას?
...
02 მარტი 2017 10:57
ვაი ჩვენს პატრონს

რედაქტორის რჩევით